ფრანგი მოდელის - ტინა კუნაკისა და ვენსან კასელის ქორწილი ბოლო დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჰოლივუდის სამყაროში. ცნობილ მსახიობთან რომანის შესახებ ტინამ “Paris Match Magazine”-თან ინტერვიუში ისაუბრა და საზოგადოებას მათი ურთიერთობის აქამდე უცნობი დეტალებიც გაანდო
როგორც ინტერვიუში აღნიშნა, წყვილის ურთიერთობა 2016 წელს დაიწყო როცა ორივე მათგანი ზაფხულის არდადეგებს ზღვაზე ატარებდა.
- „ეს მაგიური მომენტი იყო - ჩვენ ორივე ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე დროს შემთხვევით აღმოვჩნდი, რა თქმა უნდა, ყველა დეტალზე საუბარი არ მსურს, მაგრამ აღვნიშნავ რომ ორივეს გვიყვარს სერფინგი“.
ტინას თქმით, ის ვერც წარმოიდგენდა რომ მისი რჩეული ცნობილი მსახიობი გახდებოდა.
„მე ქალაქგარეთ გავიზარდე, ჩვენ ტელევიზორი არ გვქონდა და მე არც კინოთეატრებში დავდიოდი. ბავშვობაში ჩემი ინტერესები მხოლოდ სწავლითა და ფეხბურთით შემოიფარგლებოდა“ - აღნიშნა მან.
იქამდე კი, მოდელმა ისიც აღნიშნა რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო ვენსან კასელი, სანამ პირადად არ გაიცნო და პაპარაცების გარემოცვაში არ აღმოჩნდა.