ინტერნეტში გაჩნდა კადრები, რომელიც ესპანური საფეხბურთო კლუბის კუთვნილი თვითმფრინავის სალონშია გადაღებული. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
აღმოჩნდა, რომ კლუბის მოთამაშეები მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიალაინერით, Airbus А380-ით დაფრინავენ. თვითმფრინავის სალონი აღჭურვილია საწოლებით, შხაპის მისაღები კაბინებით, პირადი პირსაბანებით და ტელევიზორებით 2,5 ათასი არხით.
ამასთან, ფეხბურთელების განკარგულებაშია უზარმაზარი ბარი და არაერთი ოთახი. ამ თვითმფრინავის ღირებულება 340 მილიონი ფუნტი სტერლინგია.