მსახიობი ბურაკ ოზჩივითი რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია, როგორც თურქულ შოუბიზნესში ასევე მის ფარგლებს გარეთაც, ამას ბოლო დროს მომხდარი მოვლენა კიდევ ერთხელ ამტკიცებს.
თურქული მედიის ინფორმაციით, არაბმა ბიზნესმენმა მას თავისი ახალი სასტუმროს სახედ გახდომა და გახსნის ცერემონიალზე დასწრება შესთავაზა, ამაში კი ოზჩივითს ნახევარ მილიონ დოლარს გადაუხდის. ჯერჯერობით, უცნობია დათანხმდა თუ არა მსახიობი ამ წინადადებას.