ბილ გეითსის სტიპენდიანტი გიგა ბოკერიას ვაჟი, ლევან ბოკერია გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს.
"ვიზა მიიღო - ამიტომ შემიძლია რომ ხმამაღლა ვიყვირო და ცოტა ტვინიც შეგიჭამოთ. მოკლედ, "ჩემმა გერმა", ლევან ბოკერიამ მიიღო ბილ გეითსის სტიპენდია და სადოქტოროს გააკეთებს ნეირომეცნიერებაში კემბრიჯის უნივერსიტეტში. ის პირველი ქართველია, ვინც გეითსის კემბრიჯის სტიპენდია მიიღო," - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.