თბილისის მერისთვის, კახა კალაძისთვის გაუგებარია რა შუაში არიან ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნები "ომეგა ჯგუფის" საქმესთან. კალაძის თქმით, გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებში არც ერთი მაღალჩინოსანი ან პოლიტიკოსი არ ფიგურირებს.
რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? რა შუაშია ქუმსიშვილი? რა შუაშია გახარია? რეებს მიედ-მოედებით, ლოგიკა ხომ არსებობს? დავსხდეთ ახლა და ვისაუბროთ, რომ ეს კრიმინალია, ის ქურდია და მართლა ასეა?
"ვინ ფიგურირებს? რომელი პოლიტიკოსი ფიგურირებს ან ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი? ლევან ყიფიანს რა თანამდებობა აქვს ან რას წარმოადგენს? სად არის დიმიტრი ქუმსიშვილის ჩანაწერი? მე და შენ რომ ვისაუბროთ და ვინმეს სახელი რომ ვახსენოთ, ის ადამიანი დამნაშავეა? რა ლოგიკაა ეს?
ჯგუფს აქვს გადასახდელი 51 მილიონი და ტელევიზია ალიბი ვერ იქნება. კანონი არის ყველასთვის ერთი. თუ ამ ჩანაწერებში მონაწილეების მიმართ არსებობს კითხვები, გამოძიება დაწყებულია და როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს უნდა მოეთხოვოს პასუხი. როდესაც საუბრობთ და ინტერპრეტირებას უკეთებთ, რომ მაღალჩინოსნები არიან ჩართული, ეს რა მიდგომა ან რა ლოგიკაა?
რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? რა შუაშია ქუმსიშვილი? რა შუაშია გახარია? რეებს მიედ-მოედებით, ლოგიკა ხომ არსებობს? დავსხდეთ ახლა და ვისაუბროთ, რომ ეს კრიმინალია, ის ქურდია და მართლა ასეა?", - განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.