„ნაციონალების მთვარი მიზანი სამოქალაქო ომის გაჩაღებაა“

„ნაციონალების მთვარი მიზანი სამოქალაქო ომის გაჩაღებაა“

სალომე ზურაბიშვილის განცხადებების განსჯა დღეს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი განხილვის თემად არის ქცეული - შიდა პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტსა თუ პრეზიდენტობის კანდიდატებთან კინკლაობა ქართული პოლიტიკისთვის ტრადიციად იქცა, თუმცა, ისმის უფრო სერიოზული ბრალდებებიც რუსეთის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, საინტერესოა, რამდენად დიდი პოლიტიკური ტვრთის მატარებელი შეილება იყოს ქართული პოლიტელიტის ნაწილისთვის მიუღებელი პრეზიდენტობის კანდიდატი, იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს არც თუ დიდი ფუნქციები აქვს შემორჩენილი - წინასაარჩევნო პროცესზე ექსპერტი, ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.

ვახტანგ მაისაია: პრეზიდეტს შეკვეცილი ფუნქციების მიუხედავად, მაინც გააჩნია სერიოზული პოლიტიკური წონა და მაგალითისთვის მოვიყვან მოლდოვას, სადაც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მიდის საკმაოდ სერიოზული ბრძოლა.

გარდა ამისა, საომარი მოქმედებების დროს პრეზიდენტი ხდება მთავარსარდალი, მას ემორჩილება ეროვნული თავდაცვის საბჭო და ის ხდება ერთპიროვნული პოლიტიკური მმართველი.

ამავე დროს ის ერთგვარი მეტრონომია პოლიტიკური პროცესების განვითარების დროს და ვნახეთ კიდეც მარგველაშვილს რა პოლიტიკური წონა ჰქონდა მმართველ გუნდთან დაპირისპირების დროს - მას ჰქონდა გავლენებიც საზოგადოებაზე და ა.შ.

საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც სრულფასოვანი პოლიტიკური სისტემა არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით და თითოეულ პოლიტიკურ ინსტიტუტს ჯერ კიდევ გააჩნია თავისი წონა და გავლენა პოლიტიკურ პროცესზე, იმის მიუხედავად, ფუნქციები შეზღუდული აქვს თუ არა.

ამიტომაც იბრძვიან გააფთრებით პრეზიდენტობისთვის ყოფილი ნაციონალები, განსაკუთრებით ვაშაძის ფრთა და სწორედ ის გამოხატავს კრემლის ინტერესებს საქართველოში და არა სალომე ზურაბიშვილი.

რა არგუმენტები არსებობს ვაშაძის წინააღმდეგ?

- ვაშაძე არის აბსოლუტურად ლუსტრირებული პიროვნება, ცნობილია მისი თანამშრომლობის შესახებ რუსეთის სპეცსამსახურებთან და ისიც გაურკვეველია, დათმო თუ არა რუსეთის მოქალაქეობა. ადამიანი რომელიც რუსულად მეტყველებს, აზროვნებს და იგინება, ქართველ ჟურნალისტებს სწორედ რუსულად მიაყენა შეურაცხყოფა და ეს გასაგებია - გაბრაზებული ადამიანი მშობლიურ ენაზე იგინება.

გარდა ამისა, არის სააკაშვილის ფაქტორი, რომელიც გახდა რუსი ოლიგარქების მარიონეტი და ის არის „ბლოკჩეინის“ მთავარი სახე, რომლის უკან დგანან რუსი ოლიგარქები მიხეი ფრიდმანი და პიოტრ ავენი, რომლებიც პუტინთან ჰოკეის თამაშობენ. რატომ გახდა მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ დაარსებული კომპანიის სახე, ალბათ, გასაგებია.

აქედან გამომდინარე, ისეთი ფიგურის მოსვლა პრეზიდენტად, როგორიც არის გრიგოლ ვაშაძე, გაცილებით თავსებადი იქნება კრემლთან, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც რეალური ბრძოლა მოიგო ლავროვთან და პუტინთან მიმართებაში.

რეალურად მან გაიყვანა რუსეთის სამხედრო ბაზები. პირველად, ენის მოჩლექის გასრეშე ესაუბრა რუს კოლეგას და ღირსეულად დაამთავრა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის სასარგებლო საქმე და გაწელილი პროცესი რუსული ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით, სწორედ, მისი მცდელობით დასრულდა.

ამის შემდეგ განვითარებულმა მოვლენმებმა კი გვიჩვენა, თუ როგორ დაიბრუნა რუსეთმა ძველი პოზიციები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ და უფრო მეტიც - კიდევ უფრო მეტად პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

როგორც პოლიტიკოსის, დავით ბაქრაძის მიმართაც არ მაქვს სიმპათიები, მაგრამ მასზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მისი და კრემლის ინტერესები თანხვედრაშია.

საყოველთაოდ ცნობილია პუტინისა და სააკაშვილის პოლემიკა, თუმცა სააკაშვილის რუსულ კონტაქტებზე უკრაინაშიც აქტიურად ლაპარაკობენ. ნაციონალების კრემლის დახმარებით დაბრუნებას საქართველოს ხელისუფლებაში მაინც შეთქმულების თეორიად მიიჩნევენ...

- ამ თეორიის არგუმენტად შეიძლება მოვიყვანოთ განცხადებები სამოქალაქო ომის გაჩაღების შესახებ, რომელიც გაისმა ნიკა რურუასა თუ კობა ხაბაზის მხრიდან. მაშინ, როდესაც საქართველოს ირგვლივ იკვრება რუსული სივრცე - აზერბაიჯანი გახდა შანხაის ორგანიზაციის სრულუფლებიანი დამკვირვებელი, სოხეთისა და რუსეთის კავშირებზე საუბარი ზედმეტია, როდესაც მიმდინარეობს ცხინვალის რეგიონის ყირიმიზაცია; როდესაც რუსეთი აკონტროლებს თითქმის მთლიან რკალს საქართველოს ირგვლივ, ამ სიტუაციაში საქართველოში ომი რომ დაიწყოს, პირველი ვინ შემოვა თავისი ჯარით? - რა თქმა უნდა, რუსეთი და „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები თავიანთი განცხადებებით სწორედ ამ პროცესის ხელშემწყობად გვევლინებიან.

ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე საქართველოს ლიბანიზაციის პროცესს აწყობენ, რომელიც რუსეთის სამხედრო ინტერესებზე ასხამს წყალს.

ანუნაციონალური მოძრაობაცდილობს პრორუსული იარლიყი სალომე ზურაბიშვილს მიაწებოს და ამით საქართველოს მოსახლეობის თვალში საკუთარი რეიტინგი აიმაღლოს?

- თუ გავიხსენებთ, საქართველოს მკვთრი პროდასავლური საგარეო კურსის ჩამოყალიბება სწორედ სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მოხდა და დღესაც იგი ასოცირდება პროდასვლურ ფიგურად, გასაგებია მისი საწინააღმდეგო კამპანია ვის ინტერესში შედის.

სალომე ზურაბიშვილი გაპრეზიდენტების შემთხვევაში გახდება საქართველოს სახე. შეძლებს თუ არა საქართველოთი დააინტერესოს დასავლეთი იმაზე მეტად ვიდრე დღეს? - ვხედავთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, დასავლეთს საქართველოსთვის აღარ სცალია...

- მართალია, გიორგი მარგველაშვილი ამბობდა, რომ საქართველო გამქრალი იყო დასავლეთის რადარებიდან, მაგრამ ეს მისი დამსახურებაც გახლდათ - ის ატარებდა საკმაოდ ინერტულ და საგარეო ურთიერთობებისთვის არასერიოზულ პოლიტიკას.

სალომე ზურაბიშვილს იმას ვერ გაუბედავენ, რომ ნატოს სამიტზე მეორე და მესამეხარისხოვანი ლიდერის ფორმატში ესაუბრონ. ზურაბიშვილს იცნობენ დასავლეთში, ამიტომ, მას შეუძლია ამოავსოს საქართველოს ჩავარდნა საგარეო ურთიერთობებში და გარკვეულწილად, საგარეო სასქმეთა სამინისტროს ფუნქციებიც კი შეითავსოს.

ფიქრობთ, რომ ამიტომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ მისი მხარდაჭერა?

- მას შეუძლია ბევრი ხარვეზი გამოასწოროს საგარეო მიმართულებით, შეადარეთ მისი რენომე და რეიტინგი და ვაშაძის და ბაქრაძის შესაძლებლობებს. მათი გვარებიც კი არ იციან ევროპულ სტრუქტურებში სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით.

მას შეუძლია ძალიან კარგად მოირგოს ეს პოზიცია და ძალიან კარგი გეოპოლიტიკური რაკურსი შეუქმნას ჩვენს ქვეყანას მით უმეტეს, დღევანდელი ცივი ომის დროს.

სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობაც“ კი საყვედურობს ხელისუფლებას, რომ უკრაინის პრობლემებზე საუბრისას დასავლეთი არ ახსენებს საქართველოს, რომელსაც გაცილებით ადრე შეექმნა მსგავსი პრობლემა. თვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ საკითხსაც გადაწყვეტდა?

- დღეს თუ დასავლეთი უკრაინაზე საუბრობს, ეს არის ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტის და მათი კავშირების დამსახურება. ამერიკას დღეს თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ ვიტყოდი, რომ სალომე ზურაბიშვილი შეძლებს, ევროკაშირისა და საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო აქტიურ ფორმატში გადაიყვანოს. ის ევროპული მენტალობის ფიგურაა და ამდენად, ბევრად უფრო ადვილი იქნება მისთვის ამ ფუნქციის შესრულება, რადგან ევროკავშირის წამყვან ფიგურებზე გასასვლელი გზების მოძიება მას ბევრად იოლად შეეძლება.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ნაციონალების მხრიდან გაისმა გზავნილი სამოქალაქო დაპირისპირებასთან დაკავშირებით. არის დღეს ქვეყანაში ის სიტუაცია, რომ ვიღაცას მოუნდეს სამოქალქო ომის გაჩაღება და ეს შეძლოს?

- პირდაპირ თქვეს, იარაღს ავიღევბთო და რა შეიძლება იფიქრო? წარმოიდგინეთ მსგავსი რამ სასლომე ზურაბიშვილს რომ ეთქვა, რა მოხდებოდა? მხოლოდ ის თქვა, საქართველო რუსეთის პროვოკაციას წამოეგოო და ნახეთ, რაც მოხდა.

ისიც საინტერესოა, ჰააგის ტრიბუნალით რატომ გვაშინებენ? ტრიბუნალი სჯის მხოლოდ ომის გამჩაღებლებს, რომლებიც ყველა ქვეყანაში შეიძლება იყვნენ და თუ საქმე აქამდე მივა, ტრიბუნალზე წარსდგება სააკაშვილი და არა საქართველო - ანუ სააკაშვილი, კოკოითი და პუტინი, როგორც ეს მოხდა მაგალითად, იუგოსლავიის შემთხვევაში.

სააკაშვილის მხრიდან დიდი ხანია, ისმის, რომ ეს ხელისუფლება უნდა დამთავრდეს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად. ამას შესაძლოა, საქართველოში სერიოზუილად არც აღიქვამენ, მაგრამ, როგორც ჩანს, კონკრეტული მიზნის და გეგმის გარეშე სააკაშვილი ამგვარ განცხადებას არ გააკეთებდა. რა რესურსები აქვს ამ გეგმის განსახორციელებლად?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსი ოლიგარქების ხელისბიჭი გახდა და მისგანაც გაისმა სამოქალაქო ომის თეზისები, ეს შემთხვევითი არ არის. როგორც ჩანს, რუსული ჰიბრიდული ომის მეშვეობით სურთ ხელისუფლების დაბრუნება. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ნაცმოძრაობის მეორე ფრთის წარმომადგენელი, გიგა ბოკერია დაკავშირებულია კრემლის სხვა დაჯგუფებასთან - ალექსეი დოკოვიჩთან, მაგრამ მათზე არ მაქვს ლაპარაკი. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი რუს ოლიგარქებს დაუკავშირდა, ის უკვე კრემლის პროექტად იქცა.

როდესაც ნაციონალებისგან სამოქალაქო დაპირისპირებაზე გაისმა განცხადებები, კრემლის ერთ-ერთმა იდეოლოგმა, დუგინმა სატელევიზიო გამოსვლისას აღნიშნა, რომ მთავარი სტრატეგია უნდა იყოს პირველ რიგში ფოთისა და ბათუმის დაკავება. მართალია, დუგინს არც ისე სერიოზულად აღიქვამენ, მაგრამ ასეთი დამთხვევები დროში შემთხვევითი არ მგონია.