„ხელისუფლება საკმაოდ მომგებიან პოზიციაში იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“

„ხელისუფლება საკმაოდ მომგებიან პოზიციაში იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“

მმართველმა გუნდმა მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ „ქართული ოცნება“ იცავს პირობას და საპრეზიდენტო არჩევნებში არ წარადგენს თავის კანდიდატს. ამ სისტემაში პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული და მიუკერძოებელი თანამდებობის პირი. ის არ უნდა წარმოადგენდეს არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის ინტერესებს, არამედ ის უნდა იყოს ხალხის ინტერესების ობიექტური დამცველი. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა დამკვიდრდეს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციონირების ახალი, ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელი ტრადიცია, რასაც ჩვენ მიერ პარტიული კანდიდატის წამოყენება უდაოდ ხელს შეუშლიდა.

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პრეზიდენტის უფლებამოსილებები განახორციელოს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისა ან ჯგუფის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე დაყრდნობით. ზურაბიშვილს შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი.

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერით და თანადგომით სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა იქნება ფართო, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას იმ ღონისძიებებში, რომელიც დაიგეგმება. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, იქნება მოწოდება შემომწირველების მიმართ, რომ ის ფინანსები, რომელიც მიემართებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, წარიმართოს სწორედ დამოუკიდებელი კანდიდატის, კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ ფონდში.

მმართველი გუნდის მხარდაჭერა იქნება თუ არა უპირობო გარანტია ზურაბიშვილის გასაპრეზიდენტებლად და რა შემთხვევაში ჩატარდება მეორე ტური? – ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

მმართველი გუნდის მხარდაჭერა დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ ის იქნება, რომ საკუთარ შემომწირველებს მოუწოდებენ, ის თანხები, რაც მმართველი გუნდისთვის ჰქონდათ განკუთვნილი, დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ შექმნილი ფონდისკენ მიმართონ. როგორ ფიქრობთ, ამ სახის მხარდაჭერა საკმარისია, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი და ეს არის გზავნილი ამომრჩევლისთვის, რომ მხარი დაუჭირონ ზურაბიშვილის?

ვახტანგ ძაბირაძე: რა თქმა უნდა, ეს არის გზავნილი. მხარდაჭერას რას შეეხება, მიახმარენ როგორც ორგანიზაციულ სტრუქტურას, მათ შორის ადამიანურ რესურსებს, მაგრამ არა ოფიციალურად. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქნებიან კომისიებში, სხვას რას გულისხმობს მხარდაჭერა არ ვიცი.

ზურაბიშვილი მხარდაჭერილი იქნება მმართველი გუნდის მიერ, ოღონდ ეს შეიძლება არ მოხდეს ოფიციალურად და გაფორმდეს სხვაგავარად. ზურაბიშვილი „დაიქირავებს“ იმ აქტივს, რომელიც დღეს პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. ასე რომ, ის ფული, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს, წარიმართება ამ აქტივისკენ.

საარჩევნო კამპანია დაწყებულია, პრეტენზია ქვეყნის პირველობაზე 46 კანდიდატს აქვს, მაგრამ ძირითადად, მაინც 4 კანდიდატისალომე ზურაბიშვილი, დავით უსუფაშვილი, დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე აქტიურობს. დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვის უფრო აქვს გამარჯვების მეტი შანსი და რა პროცენტით?

– აქ არის ორი პოზიცია. კერძოდ, თუ „ქართული ოცნება“ ღიად დაუჭერს მხარს რომელიმე კანდიდატს, ამ შემთხვევაში გამარჯვების უპირობო შანსი აქვს სწორედ ამ კანდიდატს. არის მეორე ვარიანტი – როდესაც „ქართული ოცნება“ არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს. ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში იქნება მეორე ტური და უკვე მეორე ტურში გასვლის შანსი თითქმის თანაბრად აქვს ოთხივე კანდიდატს.

მმართველი გუნდი ღიად საუბრობს მეორე ტურის ალბათობაზე. როგორ ფიქრობთ, რომელ კანდიდატებს შორის შედგება მეორე ტურიეს იქნება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს შორის?

– ძალიან საინტერესოდ დაწყვილდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები. პარლამენტის ორი ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და დავით ბაქრაძე, ასევე სამი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი – ზურაბიშვილი, ბაქრაძე და ვაშაძე. კიდევ ერთხელ ვამბობ, გააჩნია რას იზამს „ქართული ოცნება“. თუ მხარს დაუჭერს რომელიმე კანდიდატს, მაშინ ეს კანდიდატი აუცილებლად იქნება მეორე ტურში და დიდი ალბათობით შეიძლება გაიმარჯვოს კიდეც. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება მეორე. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, მიჭირს პროგნოზის გაკეთება. ვითარება ასეთია – თუ „ქართული ოცნება“ იქნება ნეიტრალური, მეორე ტურზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს ოთხივე კანდიდატს.

რაც შეეხებაქართული ოცნების“ მიმართ განაწყენებულ ამომრჩეველს, მოსახლეობის რა ნაწილი დაუჭერს მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს?

– იქნება თუ არა მეორე ტური, ეს მნიშვნელოვნად დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“. სხვა სურათი ამ ეტაპე არ იკვეთება. დაველოდოთ როგორ დალაგდება სიტუაცია.

მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ხელისუფლებით, საპარლამენტო უმრავლესობა არ სარგებლობს ამომრჩევლის ნდობით, ამას ემატება მძიმე სოციალური ვითრება, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში, ამის გათვალისწინებით ამომრჩევლის რა კატეგორია წავა არჩევნებზე? – ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუება არის საზოაგდოებაში...

– გეთანხმებით, რომ არის იმედგაცრუება, მაგრამ გაბრაზება და აგრესია ჯერჯერობით არ არის, თუმცა ერთი ნაბიჯია აქამდე. ხვალ იქნება გაბრაზებაც და აგრესიაც, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს არსებულ მდგომარეობაზე. პროცესი ისე მიდის, რომ თუ „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ამ პროცესის მართვას, მაშინ, რა თქმა უნდა, მივალთ იმ ვითარებამდე, რაზეც არაერთხელ ვსაუბრობდით. ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი არის იმედგაცრუებული. ამიტომ, ეს ამომრჩეველი დიდი ალბათობით, არჩევნებზე არ წავა და ამით დააფიქსირებს თავის პროტესტს. ამიტომ ვფიქრობ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკმაოდ დაბალი იქნება ამომრჩევლის აქტივობა.

თუმცა არსებობს სხვა რამე, თუ რამე არაორდინალური არ მოხდა. კერძოდ, არჩევნებამდე ბოლო ორი კვირაში, ფაქტიურად წყდება გამარჯვებულის ბედი და ვნახოთ, ეს ბოლო ორი კვირა რა დატვირთვას შეიძენს.

რაც შეეხება კითხვას - რა კატეგორიის ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, მოხდება კი ამის ფილტრაცია, რამდენად იქნება სწორი აღრიცხვა არჩევნებზე მისული ამომრჩევლის? მაღალ აქტივობას არ ველოდები, მაგრამ როგორ განვითარდება პროცესები, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წარიმართება პროცესები. ორი თქვეა არჩევნებამდე და უამრავი რამ შეიძლება მოხდეს.

მმართველი გუნდის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატის არდაყენება, რა გავლენას მოახდენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და რამდენად მძიმე ვითარება შეიძლება მივიღოთ?

– იმედგაცრუებული ამომრჩეველი ვახსენეთ, უფრო დიდი ნაწილი არის იმედგაცრუებული, თუკი ეს ამომრჩეველი 2020 წლამდე გაბრაზებსაც და აგრესიასაც მოასწრებს, მაშინ ეს ამომრჩეველი არჩევნებზე მივა. ამიტომ, დღეს ლაპარაკი იმაზე რა იქნება 2020 წლის არჩვენებზე, რთულია. ეს ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნები მნიშვნელოვანია და ამას აცნობიერებს არა მარტო ხელისუფლება, არამედ ოპოზიცია.

თუ დააკვირდებით ოპოზიციაში ბრძოლა მიდის არა იმაზე ვინ გახდება პრეზიდენტი, არამედ იმაზე, ვინ გახდება მთავარი ოპოზიციური ძალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია, ისევე როგორც ხელისუფლება, ემზადება 2020 წლის არჩევნებისთვის. რამდენი ამომრჩევლი მივა, როგორ გადანაწილდება ხმები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე ოპოზიციისთვის.

ამიტომაც ვამბობდი, რომ ჯობდა ოპოზიციას ჰყოლოდა ერთი კანდიდატი. ეს იქნებოდა გენერალური რეპეტიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა, დაიქსაქსა ამომრჩეველი და ამიტომ „ქართულ ოცნებას“ დღეს გაცილებით მომგებიანი პოზიცია აქვს, ვიდრე დანარჩენ ოპოზიციას. თუ „ქართულ ოცნება“ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, ოპოზიცია ატეხავდა ხმაურს, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს ძალიან ცუდი იქნებოდა ხელისუფლებისთვის უკვე 2020 წელს.

მაგრამ, რადგან „ქართული ოცნება“ განერიდა ამ არჩევნებს, მაშინ ლაპარაკი, რომ არჩევნები გაყალბდა, იქნება ღია კარის მტვრევა. არანაირ შედეგს ეს არ მოიტანს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ამიტომ ვლაპარაკობ, რომ ხელისუფლებამ დათმო ფაქტიურად არაფერი, მაგრამ საკმაოდ მომგებიან პოზიციაში იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ეს მომგებიანი პოზიცია რამდენად იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გაიმარჯვოს 2020 წლის არჩევნებში?

– ეს სხვა თემაა და სწორედ დამოკიდებული იქნება იმაზე, ის იმედგაცრუებული ამომრჩეველი მოასწრებს თუ არა 2020 წლამდე გაბრაზებას და გახდება თუ არა აგრესიული. ასევე, რამდენად ჩამოყალიბდება ოპოზიცია რაღაც ერთიან ფაქტორზე თუ გარემოებებზე. ასეთი ვითარება გვაქვს, ამიტომ დღეს ლაპარაკი იმაზე რა იქნება 2020 წელს, ძალიან რთული და ცოტა არესერიოზულიც არის ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარე.