პრინცი უილიამი ლონდონის აეროპორტში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებაზე მგზავრებისგან ამოღებული არალეგალურად შემოტანილი ნარკოტიკები და იარაღი იყო გამოფენილი. კემბრიჯის ჰერცოგი ჰაერში დატრიალებული სუნით გაკვირვებული დარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ Evening Standard-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით,საბაჟოს თანამშრომელმა პრინცს ამის გამო ბოდიში მოუხადა. „ეს საკმაოდ კარგი და ძლიერი სურნელია. სჯობს დავტოვო დაწესებულება, რადგან თუ არ დავტოვებ, შესაძლებელია ნარკოტესტის ჩაბარება მომიწიოს“, - იხუმრა პრონცმა.
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ქვეყანაში კანაფი ძირითადად აშშ-დან შეაქვთ. აშშ-ის რამდენიმე შტატში კანაფის მოხმარება ლეგალიზებულია.