„დიახ, ჩვენ გაცილებით წინ ვართ, ვიდრე იყო აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქეყანა“

„დიახ, ჩვენ გაცილებით წინ ვართ, ვიდრე იყო აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქეყანა“

საქართველომ რეგიონული თუ უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში დაადასტურა, რომ ღირსეული პარტნიორია. ნატო–ს წევრი ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტის 2%–ს მიმართავს თავდაცვის ბიუჯეტში, ხოლო აქედან 20%–ს შეიარაღებაში. ცალკეული ქვეყნები, ასევე ნატო–ს გენერალური მდივნი აცხადებს, რომ საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია ნატო-ში გაწევრიანებისთვის, ამის მიუხედავად ნატო–ს წევრი ქვეყნები გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ და მხოლოდ ღია კარის პოლიტიკით შემოიფარგლებიან.

ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი აცხადებს, რომ საქართველოს პროგრესი სახეზეა, მაგრამ საქართველო ცოტა მომთმენი უნდა იყოს. მისივე თქმით, რუსეთს არ აქვს უფლება შეეწინააღმდეგოს რომელიმე ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანებას და აქვე დასძენს, რომ ნატო არასოდეს ყოფილა ისე ახლოს საქართველოსთან, როგორც ახლა არის.

პარალელურად, დიპლომატები საუბრობენ ნატოში მიმდინარე დისკუსიებზე, რომლის თანახმად საქართველოს შეუძლია ნატო–ს წევრი MAP–ის მინიჭების გარეშეც გახდეს.

for.ge–სთან საუბრისას „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ საქართველო აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც NATO-წევრობისათვის არის საჭირო. შესაბამისად, MAP არ არის გაწევრიანებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს სჭირდება.

ნატო საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების გარეშე ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას ხსნისასეთი ინფორმაცია, რომელსაც ბრიუსელში მოქმედი დიპლომატები ავრცელებენ. ვიცით, რომ 1999 წლის შემდეგ MAP–ის გარეშე არც ერთი სახელმწიფოს გაწევრიანება არ მომხდარა, როგორ ფიქრობთ, საქართველოს შემთხვევაში დაუშვებს ალიანსი გამონაკლისს, მით უფრო როდესაც ჩვენ გვაქვს 2008 წელს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება...

ზურაბ აგლაძე: მოდით, დავიწყოთ იქიდან, MAP როდის გამოჩნდა NATO–ს ლექსიკონში, ეს იყოს საბჭოთა კავშირის დანრგევის შემდეგ, როდესაც პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებმა გადაწყვიტეს გამხდარიყვნენ NATO–ს წევრი ქვეყნები, ამიტომ შეიქნმა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა – MAP, ანუ სანამ გაწევრიანდება ქვეყანა, რაღაცა კრიტერიუმები უნდა დააკამაყოფილოს. თუ საქართველო MAP–ის მინიჭების გარეშე დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს და მიიყვანს იმ სტანდარტამდე, რა სტანდარტამდე უნდა იყოს, ასეთ შემთხვევაში MAP–ის მინიჭება აზრს კარგავს. MAP არის გაწევრიანების სამოქმედო გეგემა, ანუ ერთ–ერთი ინსტრუმენტი, ხოლო ამ კრიტერიუმების დაკმაყოფლება შეიძლება MAP–ის მინიჭებით და MAP–ის მინიჭების გარეშეც. მეტსაც გეტყვით, ამ თვალსაზრისით სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო საკამოდ წინ არის წასული. მე შემიძლია გითხრათ რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ნატოს წევრია, მაგრამ მათთან შედარებით საკამოდ წინ ვართ წასული. დიახ, გეთანხმებით, რომ ჩვენს გაწევრიანებაზე ჯერ კიდევ 2008 წელს იყო საუბარი ბუქარესტის სამიტზე, სადაც დათქმა პოლიტიკური იყო, არ მოგვცეს მაშინ MAP, მაგრამ შეგვპირდნენ NATO–ს წევრობას. იმის შემდეგ გავიდა 10 წელი, ჩვენ საკმაოდ დიდი პრობლემები განვიცადეთ და ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის მთავარია იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან საქართველო აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც NATO-წევრობისათვის არის საჭირო.

ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი არის იმისთვის, რომ საქართველო გახდეს NATO– წევრი და ამაზე საუბრობს გენერალური მდივანი, მაგრამ ამ სამიტზე საუბარი იყო მაკედონიის გაწევრიანებაზე, საქართველოს შემთხვევაში ისევ ღია კარის პოლიტიკით შემოიფარგლნენ. იგივე სკეპტიკური ქვეყნები ამბობენ, რომ მხარს უჭერენ გაწვერიანებას, მაგრამ ითვალისწინებენ რუსეთის პოზიციას...

– არავითარი პრობლემა არ არსებობს, მთავარია დასავლეთის და NATO–ს წევრი ქვეყნების პოლიტიკური ნება, რომ საქართველო გახდეს NATO–ს წევრი ქვეყანა. ასეთ შემთხვევაში არაფერი არ უშლის ხელს ჩვენს გაწევრიანებას.

ანუ, პოლიტიკური ნების შემთხვევაში იგივე გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გადალახავს რუსულ ფაქტორს?

– რა თქმა უნდა, პოლიტიკური გარემო იცვლება, რუსეთი არ არის ახლა ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იყო თუნდაც 5–6 წლის წინ. რუსეთს არ აქვს დასავლეთთან ისეთი მდგომარეობა, როგორი ურთიერთობა ჰქონდა 5–6 წლის წინ, ეს პოლიტიკაა, ის ცვალებადია. რაც დრო გადის, ჩვენ უფრო მეტად ვუახლოვდებით, ხოლო რუსეთი უფრო მეტად შორდება ევროპას. მოვა დრო, როდესაც ევროპელები და განსაკუთრებით ეს სკეპტიკური ქვეყნები გადალახავენ ამ წინააღმდეგობას და მხარს დაუჭერენ ჩვენს გაწევრიანებას. ეს ისტორიული ფანჯარა გაიხსნება. არაერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, ეს იყო ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში, მანამდე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანების დროს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ისტორიული ფანჯარა საქართველოსთან დაკავშირებით გაიხსნება და ჩვენ ამით უნდა ვისარგებლოთ. მთავარია, ჩვენ მაგ პერიოდისთვის, როდესაც ეს ისტორიული ფანჯარა გამოჩნდება ვიყოთ მზად.

კიდევ ერთხელ, ერთადერთი ეს არის მათი ნება, მათი სურვილი და ასეთ შემთხვევაში ჩვენ გავხდებით NATO–ს წევრი. სხვა რაღაც მიზეზების მოგონება, რომ ჩვენ არ ვართ მზად და ა.შ. ეს ალბათ, უფრო თავის მართლების რეჟიმია. რაც შეეხება რუსეთს, რა თქმა უნდა, მას პირდაპირი გავლენა არ აქვს, მაგრამ NATO–ს წევრი ქვეყნები და ყოველ შემთხვევაში დიდი მოთამაშე ქვეყნები ამ შემთხვევაში ითვალისწინებენ რუსეთის ინტერესებს და ამის გამო არიან სწორედ სკეპტიკოსები.

თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ არ გვქონდეს რუსეთთან ეს პრობლემა, არ იყოს აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა, არა მგონია იყვნენ სკეპტიკოსი ქვეყნები და ამის მაგალითია თუნდაც ავღანეთი, მაკედონია, მონტენეგრო და ბევრი ის ქვეყანა, რომელსაც გაცილებით მეტი პრობლემა აქვს კორუფციის მიმართულებით, განვითრების და გნებავთ კრიმინალის მხრივ. აბსოლუტურად ყველა იდექსით ვუსწრებთ ამ ქვეყნებს. დიახ, ჩვენ გაცილებით წინ ვართ, ვიდრე იყო აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქეყანა – რუმინეთი, ბულგარეთი. ამიტომ, გაწევრიანების მექანიზმი არსებობს და ეს არის NATO–ს წევრი ქვეყნების პოლიტიკური ნება და განსაკუთრებით სკეპტიკოსების: გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდის და ა.შ. სხვა არაფერი.

ანუ, MAP როგორც ოფიციალური ინსტრუმენტი არ სჭირდება დღეს საქართველოს?

– აბსოლუტურად არაფერში არ გჭვირდება. ერთადერთი გვჭირდება პოლიტიკური ნება და სხვა არაფერი. MAP–ის გარეშედაც ასრულებს საქართველო ამ ვალდებულებებს. აქ ახლა მთავარია პოლიტიკური ნება. ჯერჯერობით ეს პოლიტიკური ნება არ მომწიფებულა. ისევ შეგვაქებენ და შეგვპირდებიან, რომ ერთ დღეს ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი, მაგრამ თარიღი და დრო არ დასახელდება.