საქართველოში ერთ–ერთი წარატებული აღმოჩნდა C ჰეპატიტის პროგრამა, რომლის წყალობით უამრავი სიცოცხლე შენარჩუნდა. თუმცა, ეს წარმტებული პროგრამა ეჭვის ქვეშ დააყენა თურქეთის ერთ–ერთი წამყვანი კლინიკის – „ფლორანს ნაითინგეილის“ დირექტორის ქართველმა მრჩეველმა, მალინა ბერეკაშვილმა, რომელმაც fortuna.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც C ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობენ, „ფლორანს ნაითინგეილის“კლინიკაში სიმსივნის დიაგნოზით ჩადიან.
„ორგანოების გადანერგვით ვინც გადარჩა, გადარჩა, სხვები გარდაიცვალნენ, ზოგს ოპერაციამ ვერ უშველა… მანამდე ამ ადამიანებს არ ჰქონიათ სიმსივნე და ამ მკურნალობის შემდეგ განუვითარდათ. ყოველ შემთხვევაში, ანალიზები ასე აჩვენებს და კვლევა იყო არასწორი? არ ვიცი, პროგრამის წამლები იწვევს პროვოცირებას?! ამ პროგრამის წამლებს თურქეთშიც სვამენ და სიმსივნის დიაგნოზით შემდგომ არავინ მოდის ჩვენთან“, – ასეთია მალინა ბერეკაშვილის დასკვნა.
ცხადია, როდესაც ასეთ სკანდალურ განცხადებას აკეთებ და მით უფრო, როგორც თავად ამბობს წამყვანი კლინის დირექტორის მრჩეველი, სულ მცირე აუცილებლად უნდა გქონდეს მტკიცებულება იმისია, რომ C ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობა იწვევს სიმსივნით დაავადებას. ცხადია, ბერეკაშვილს ასეთი მკიცებულება არ წარმოუდგენია. მეტიც, მას შემდეგ, რაც ბერეკაშვილის დაუსაბუთებელ განცხადებას შესაბამისი რეაქცია მოჰყვა, მან მოითხოვა ინტერვიუს იმ ნაწილის წაშლა, სადაც C ჰეპატიტის მავნე მხარეებზე საუბრობდა და ეს მასზე განხორციელებული ზეწოლით ახსნა.
ბერეკაშვილის დაუსაბუთებელ განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში და მათ შორის თურქეთში და კერძოდ, კლინიკა „ფლორანს ნაითინგეილის“ მიერ, სადაც როგორც თავად ამბობს, დირექტორის მრჩევლის თანამდებობა უკავია. საავადმყოფოდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ბერეკაშვილმა საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე გააკეთა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადებები, ხოლო თავად განცხადების ავტორს არ გააჩნია უწყებრივი კავშირი მოცემულ კლინიკასთან. საავადმყოფო შეწუხებულია იმის გამო, რომ მათმა სახელმა გაიჟღერა ამგვარ კონტექსტში.
მაშ ასე, „ფლორანს ნაითინგეილი“ ბერეკაშვილთან კავშირს უარყოფს, თუმცა თავად ბერეკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ახალი ჭორი, როგორ ვხალისობ უბარლოდ, არ იცით“.
სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველში თურქეთის საელჩომ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და თურქეთშიც C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გამოიყენება იგივე ტიპის მედიკამენტები.
„ბოლო პერიოდში მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის ჯანდაცვის სისტემის, თურქეთში სამკურნალოდ ჩასული ქართველი პაციენტების დიაგნოზისა და მკურნალობის, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე დავეყრდნოთ მხოლოდ კომპეტენტური უწყებებისა და პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და უგულებელვყოთ, არასპეციალისტების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
for.ge–სთან საუბრისას ჯანდაცვის პროგრამების უფროსი, ეკა ადამია ამბობს, რომ ეს პროგრამა მთელ მსოფლიოში უპრეცედენტოა და ამას მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს. მისი თქმით, პროგრამა არის უპრეცედენტო, წარმატებული და მხარდაჭერილი, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ისევე აშშ–ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ.
როგორც ადამია აცხადებს, საქართველოში დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დაავადებული C ჰეპატიტით, აქედან 50 ათასზე მეტია დარეგისტრირებული ელექტრონულ ბაზაში; 46 000-ზე მეტს დაწყებული აქვს მკურნალობა და მათ შორის 44 000-ზე მეტს აქვს დასრულებული. განკურნების მაჩვენებელი არის 98,2%. ანუ, რეალურად თითქმის 100%–მა დაამარცხა C ჰეპატიტი.
„ეს არის კონკრექტული ქალბატონის განცხადება და არა უწყების, ან მხარის. გარდა ამისა, თავად თურქეთის საელჩომ მოიძია და სთხოვა კლინიკას, რომელსაც თითქოსდა წარმოადგენს ეს ქალბატონი, მათ გამოაგზავნეს წერილი, სადაც არ ეთანხმებიან ამ განცხადებას. რაც შეეხება თავად განცხადებას, ნამდვილად არ ვიცი რას ემსახურებოდა ქალბატონი მალინას განცხადება, აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არის არაკომპეტენტური, არ ეფუძნება არანაირ სტატისტიკას, არანაირ სამედიცინო გამოკვლევას, იმიტომ, რომ ძალიან არაკომპეტეტნტური რამ გაჟღერდა მის კომენტარებაში“, – აცხადებს ეკა ადამია.
მისი თქმით, შიშის და პანიკის საფუძველი საქართველოს მოსახლეობას არ აქვს. პირიქით, საქართველოს მოქალაქეებს რომლებიც დაავადებული არიან C ჰეპატიტით, აქვთ შესაძლებლობა იმკრუნალონ და დაამარცხონ C ჰეპატიტი. კითხვაზე, რა მოტივი ამოძრავებდა ბერეკაშვილს და მიმართავს თუ არა უწყება სასამართლოს, ჯანდაცვის პროგრამების უფროსი პასუხობს:
„მსგავი განცხადებები ერთხელ მაინც რომ იყოს დასჯადი, შემდეგ სხვა ვერ გაბედავდა ასეთი ცისწამებლური განცხადების გავრცელებას. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ადამიანი არ წარმოადგენს არც ერთ უწყებას. რატომ გააკეთა ეს განცხადება არ ვიცი. მაგრამ ჩვენი მოსახლეობა საკმაოდ გონიერია და მარტივად გაარკვევს რას არის სამართალი და დამატებითი აქტივობა საჭირო არ არის. მით უმეტეს, როდესაც ქალბატონმა მალინამ გააცნობიერა, რომ საკოამდ არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა და მეორე დღესვე მოითხოვა C ჰეპატიტთან დაკავშირებით მისი კომენტარის წაშლა. თვითონვე მიხვდა, რომ ნებსით თუ უნებლიედ ძალიან მავნე ინფორმაცია გაავრცელა და თვითონვე დაიხია უკან“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ეკა ადამიამ.
რა ინტერესი აქვს მალინა ბერეკაშვილს, როდესაც ცდილობს პაციენტების თურქეთის კლინიკაში გადაყვანას, რაც საკმაოდ დიდი თანხებთან არის დაკავშირებული? ამ გამხმაურებული საქმის შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს ბერეკაშვილის თაღლითურ სქემაზე. კერძოდ, როგორ და რა ნიშნით არჩევს ის პაციენტებს.
„პატრიოტთა ალიანსის“ ანალიტიკური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, სადაც წერს, რომ თურქეთის ერთ–ერთი წამყვანი კლინიკის, „ფლორანს ნაითინგეილის“ დირექტორის ქართველი მრჩეველი, მალინა ბერეკაშვილი არის თაღლითი, რომელიც ქართველ პაციენტებს ატყავებს.
„ვიღაც მალინა ბერეკაშვილის ინტერვიუ იყო. ქალი ამოვარდა ყველაფრიდან, C ჰეპატიტის წამლებით ავადდება მთელი ერი კიბოთიო. გავარკვიე, ეგ ქალი ისეთი თაღლითი ყოფილა და ქართველ პაციენეტებს ისეთ „მაყუთებს“ ახევს თურმე. ჯერ იყო თარჯიმანი და თურქებთან შეკრული, რომელიც ჩვენს გაჭირვებულ ქართველ პაციენტებს ჩვეულებრივ ატყავებდა.
ეჭვი მაქვს, ამ სტატიის შემდეგ მაინც მოუწევს პასუხი აგოს ყველაფერზე თან უმკაცრესად!!!
პ.ს: ფულის გამო ყველაფერზე რომ მიდიხართ, მაგაზე ცალკე მუხლი უნდა არსებობდეს და პირდაპირ ცეცხლის ისრებით დახვრეტას უნდა ითვალისწინებდეს!!! თან ქალი რას წერს, თუ თბილისში დალევ მაგ წამალს, კიბო გემართება, მაგრამ მათ კლინიკაში იგივე წამალი არ იწვევს უკუქმედებასო“.
კიდევ ერთი ისტორია, რომელიც ბერეკაშვილს უკავშირდება ეს არის ახალგაზრდა ბ. ქ-ს საქმე, რომელმაც ავარიის შედეგად მძიმე ტრავმა მიიღო. ტრავმა იმდენად მძიმე იყო, რომ ოჯახს მისი განკურნებისთვის საჭირო სახსრები არ გააჩნდა, რადგან ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო. ამ ახლაგაზრდა ბიჭის მძიმე ისტორიაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა „ნანუკას შოუმ“, სადაც დეტალურად იყო საუბარი ბ. ქ-ს ისტორიაზე. იმავე საღამოს, გადაცემის „ფეისბუქ გვერდზე“ მალინა ბერეკაშვილმა გამოთქვა სურვილი ოჯახთან დაკავშირების. მათ შორის შედგა კომუნიკაცია, ოჯახმა მიიღო დაპირება, რომ მოხდებოდა მისი თურქეთში გადაყვანა და მკურნალობა, თუმცა ამ დაპირების შემდეგ, ბერეკაშვილმა ოჯახთან კავშირი გაწყვიტა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მალინა ბერეკაშვილი კონტაქტზე არ გამოვიდა, ვინაიდან, ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო და პაციენტის გადაყვანა მისთვის ფინანსურად მომგებიანი არ იქნებოდა, როგორც სხვა შემთხვევაში.