- „დაიჭირეთ იგი, მოიტანეთ რედაქციაში და მიიღეთ ჯილდო!“ - დაამთავრა ბიჭუნამ კითხვა და ამოიოხრა.
მაგრამ, კარლსონი არ ოხრავდა, პირიქით, აღტაცებისგან არ იცოდა რა ექნა.
- ეჰე-ჰეი! - ყვიროდა და სიხარულისგან ხტოდა, - ეჰე-ჰეი! ჯაშუში-თანამგზავრი შეგიძლია დაჭერილად ჩათვალო! დარეკე რედაქციაში და უთხარი, რომ ნასადილევს მივალ.
- რას აპირებ? - შეშინდა ბიჭუნა.
- იცი, ვინაა ჯაშუშ-თანამგზავრებზე მსოფლიოში ყველაზე კარგი მონადირე? - და კარლსონმა ამაყად იტაკა თითი მკერდზე, - მე, მრისხანე კარლსონი! ვერავინ გადამირჩება, როცა ჩემი დიდი, პეპლების საჭერი ბადით მივფრინავ. თუ ჯაშუში-თანამგზავრი სადმე აქ, ვაზასტანის რაიონში დაფრინავს, პეპლების საჭერით საღამომდე აუცილებლად დავიჭერ. მართლა, თუ გაქვს ჩემოდანი, რომ ის ათი ათასი კრონი წამოვიღო?
(ასტრიდ ლინდგრენი, „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“)
ჰოდა, მერე გამოკითხვა რომ ჩატარდა, რატომ დაიჭირეს ფოტორეპორტიორებიო, ყველაზე მეტი დადებითი პასუხი იმ სავარაუდო პასუხმა მიიღო, რომელიც ასე ჟღერდა: „მოხდა უფრო პრობლემური თემების გადაფარვა“.
პრინციპში, მოსალოდნელიც იყო... ვერ გამოვთქვი სწორად... საერთოდ, პრობლემურ საკითხებს უფრო პრობლემური საკითხებით ფარავენ ხოლმე, მაგრამ გამოკითხულები სულაც არ გულისხმობდნენ იმას, რომ ფოტორეპორტიორების საკითხი უფრო პრობლემურია, ვიდრე საპატრიარქოსთან და ეკლესიასთან დაკავშირებული საკითხები. უბრალოდ, გამოკითხულებმა თქვეს, რომ სააკაშვილს და კუბლაშვილს, მათთან ერთად მათ ძმებს - კობა ბექაურს და კობა ხაბაზს - და მათ დებს - გურამ დონაძეს და ბიჭოლას - მიაჩნიათ, რომ საზოგადოების თვალში პრეზიდენტის კარის ფოტოგრაფის, მისი მეუღლის და ორი ფოტორეპორტიორის დაჭერა უფრო მნიშვნელოვანი და პრობლემური აღმოჩნდებოდა, ვიდრე მიხეილ პირველისა და გარეგინ მეორის მორგანტული ქორწინება.
ვერ გადაფარა. ერთ პრობლემას მეორე დაემატა, მეორე პრობლემამ კი მესამე პრობლემა წარმოაჩინა - ეკონომიკის მინისტრი ჰოსპიტალიზებულია, პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი კი, შერყეული ტვინით დააბიჯებს.
ტვინის შერყევა გასაგებია, მაგრამ რა ჭირს ვერონიკას? ნუთუ სიკვდილი გადაწყვიტა? შესაძლოა, მასაც ტვინის შერყევა აქვს. არ არის გამორიცხული. როგორც ცნობილია, მცირე ზომის ტვინი უფრო იოლად ირყევა, რადგან ხათქა-ხუთქის ამპლიტუდაა დიდი. ყოველ შემთხვევაში, ერთ რამ ფაქტია - სინდისის შერყევა არც ერთ მათგანს არ აღენიშნება. სამწუხაროდ.
ამბობენ, ნაცემები არიანო. იქნებ, გოგონებმა სახელმწიფოებრივი პოზიცია დაიკავეს და რამე გააპროტესტეს? მაგალითად - დედა ენის ბაღის გაყიდვა. ან, იქნებ, ერთმა დედა ენის ბაღის გაყიდვა გადაწყვიტა, მეორემ კი, ყიდვა და ამის გამო თუ მოხვდათ? ითქვა, არც ქობალიას და არც ბანძელაძეს სახეზე არაფერი ეტყობათო. შესაძლოა, ორივე მათგანს სველი ბრეზენტები გადააფარეს და თირკმელებში ურტყეს. პოლიციის მეთოდია და, რაც არ უნდა იყოს, პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.
კაცო, თუ მოლოდინაშვილებმა გვარი მოლოდინად გადაიკეთეს, ამ ბანძელაძეს რა ეტაკა? ეს - ისე, სხვათაშორის, და სულაც არ მაინტერესებს, სააკაშვილსა და ბანძელაძეს შორის მოციქული ტყვიაა თუ სხვა რამე.
მოკლედ, დაიჭირეს ოთხი და როდესაც ერთმა თქვა - ოთხი ფოტოგრაფიო, ორმა გააპროტესტა - ოთხი ფოტორეპორტიორიო. სინამდვილეში კი, როგორც ყველაფერში, აქაც არსებობს ოქროს შუალედი - ორი ფოტოგრაფი და ორი ფოტორეპორტიორი. ორივე ფოტორეპორტიორს გადასარევად ვიცნობ და ორივე მათგანი გადასარევი ხალხია. რაც შეეხება ფოტოგრაფებს, არ მაქვს პატივი ვიცნობდე და რომ ვიცნობდე, არ ვიტყოდი, რომ ეს ჩემთვის დიდი პატივია-მეთქი. ერთი მიშასია, მეორე - გიგისი და აბა რაში მაინტერესებს იმათი კამერებიდან გამოფრენილი და ამათ კაბინეტებში შეფრენილი ჩიტი? ასი წელი... გავიმეორებ - ზურა ქურციკიძე და გია აბდალაძე კარგი ქართველები და კარგი პროფესიონალები არიან. ამიტომაც დაიჭირეს. ის მაინც ეთქვათ, რატომ კარგი აგიგიათო... უთხრეს, როგორ გაბედეთ და ბანკში ანგარიში როგორ გახსენითო.
მაინც ვერ გადაფარეს ერთი თემით მეორე თემა. ეგონათ კია და უნდოდათ, მაგრამ -ვერა. არ გამოვიდოდა ეგ საქმე, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ და რაც ვიხილეთ. მოვისმინეთ მეუფე ზენონის სიტყვები: „რუსეთში მოხდა ასეთი ფაქტი: გარეგინ მეორე რუსული დელეგაციის წინაშე მაგიდაზე მუშტების რტყმევით ითხოვდა სომხური მხარის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამ შეხვედრას ქართული ეკლესიის დელეგაციაც ესწრებოდა“.
ბევრისთვის, მათ შორის - ჩემთვისაც, წარმოუდგენელი იყო სასულიერო პირი და მაგიდაზე მუშტების ბრახუნი, მაგრამ იმ კადრებმა, რაც შემდეგ ვნახე, მაფიქრებინა, რომ მეუფე ზენონმა სიტუაციის შერბილება სცადა. „გარეგინა ვილკებს იყრიდა. ეს რა ვნახე - მაგარი გოიმი, ძალად ძველი ბიჭი, უზრდელი, სუფთა საპოჟნიკი, რაღა ეგ და რაღა ჩემი პარიკმახერი ზავენა“ - მე ასე მოვყვებოდი. „უ ვას ვსიო ესტ - ზელენ-მელენ, ვინო-მინო, მორე-ბორე...“ - ასე ბაზრობდა გარეგინა იმ კადრებში და მომინდა, რომ თავში წამომერტყა და სიგარეტზე გამეგზავნა. „ვაჰ, მაყუთი მაიტა“ - მეტყოდა გარეგინ მეორე. მაყუთი კი არა, დროზე, სიგარეტი, შე ნაბიჭვარო!
არ დაიწყოთ, ეგრე ნუ ამბობ, კათალიკოსიაო. კათალიკოსი კი არ არის, შნირია და ეგეთი შნირები საშიშები მაშინ არიან, პრეზიდენტები და მინისტრები რომ ხდებიან, ელჩებად რომ ჯდებიან, ანაფორას რომ იცმევენ...
ვამბობთ მიშას და ვგულისხმობთ გარეგინს!!!
„ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში გარეგინ მეორემ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი აღზრდა, აზროვნების სტილი და არსი, - ასე ეხმაურება სომხური გამოცემა „არავოტი“ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოჩანაწერს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და გარეგინ მეორის პირისპირ შეხვედრას ასახავს. „არავოტის" მასალას სააგენტო „ნიუს. ამ“-ი ავრცელებს. „კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გარეგინ მეორე არაფრით გამოირჩევა ჩვენი ოლიგარქებისგან, რომლებისთვისაც ურთიერთობების გარკვევის ფორმა „ბაზარი“ და „საქმის გარჩევებია“. ვიდეოჩანაწერში კათოლიკოსი სერიალის მაფიოზს ჰგავს“, - წერს „არავოტი“. როგორც გაზეთი აღნიშნავს, სომხეთს ასეთი კათოლიკოსი რომ ჰყავს, შემთხვევით არ არის, ის გონებრივი და სულიერი დეგრადაციის სარკეა.
„უცნაური იყო, რომ სომხეთის სულიერი ლიდერი ილია მეორესთან „შენობით“ საუბარს ცდილობდა, რასაც ის რბილად ეწინააღმდეგებოდა. უცნობია, ეტიკეტის რა ნორმები მოქმედებს სომხური ეკლესიის „ბიზნეს-ელიტაში“. თუმცა, ჩვენთან, რიგით სომხებში, მიღებულია, რომ უფროს ადამიანს „თქვენობით“ ელაპარაკო და მუხლზე ხელი მუდმივად არ უტყაპუნო“, - წერს „არავოტი“.
როდესაც ეს ნიუსი წავიკითხე, გული მომიბრუნდა. სომხებისგან ბევრი პატივისცემა მახსოვს, მაგრამ რამაზ საყვარელიძის თქმისა არ იყოს, ერთია - სომეხი ხალხი და მეორე - სომხური პოლიტიკა.
სომხური პოლიტიკა: „სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართულ ეპარქიას იმედი აქვს, რომ ნელ-ნელა მიიღებენ საკუთრების უფლებას იმ სომხურ ეკლესიებზე, რომელიც ამჟამად საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკუთვნის“.
ასე დაიწყებენ, ნელ-ნელა - ჯერ ის ეკლესიები, რომლებიც კულტურის სამინისტროს ეკუთვნის და მერე ის ეკლესიები, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის, მაგრამ... არ ეკუთვნის და თანაც საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია ავლაბარში მდებარეობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკანალი დაუკოცნა სომეხ კოლეგას...
და ახლა იცით რა მგონია? დროებით უნდა დავივიწყოთ „ნა ვერწელე“ და უნდა მოვითხოვოთ ლოქო ქინძმარში, რომელიც ასე კეთდება: წვრილად დაჭრილ ნუგზარ წიკლაურს ვასხამთ ძმარს და მიღებულ მასაში ვალაგებთ საშუალო ნაჭრებად დაჭრილ გრიგოლ ვაშაძეს. თავდახურულ ჭურჭელს ვდგამთ თაკარა მზეზე და როდესაც ლოქო ამყრალდება მიგვაქვს სუფრაზე, რომელსაც უსხედან პალიკო კუბლაშვილი, აკაკი მინაშვილი, დავით გამყრელიძე და გიორგი თარგამაძე. ვაიძულოთ, რომ დააყოლონ გოგი თოფაძის ნახარში. სუფრას ემსახურებიან ნეკნებჩალეწილი ვერა ქობალია, თავგატეხილი ნათია ბანძელაძე, ერთი გრძელფეხება, სახენაიარევი გოგო და აკაკი მინაშვილის სიდედრი, რომელიც სიძეს ეუბნება, ჭამე, დედა გენაცვალოსო.
მიხო თითს გაიჭრის. სიდედრი ეუბნება - ვაიმე, შვილო, მოგიკვდეს დედაო და, მიხო იყვირებს, დედაც მოგიკვდეს და შენი დედაც მ...ტ...ნო.
„სომხური ეპარქია მოხარულია, რომ ეს საკითხი გადაწყდა. უკვე ათი წელია, ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს დისკუსია და მუშაობა როგორც სახალხო დამცველთან, ისე - საქართველოს საპატრიარქოსთან. ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს. ეს არის საქართველოში დემოკრატიული განვითარების შედეგი“, - განაცხადა მარია არაქელოვამ, რომელიც გარეგინასთან მანანა მანჯგალაძედ მუშაობს.
მართალია და, შეეკითხე თუ გინდა - 7 ნოემბერი, 8 აგვისტო, 15 ივნისი და 26 მაისი (2011 წელი), ოთხივე თარიღი ქართული დემოკრატიის განვითარების შედეგია.
8 აგვისტო... მალე სამი წელი გახდება და ქართული პოლიცია ახალი გამარჯვებებით ხვდება ამ თარიღს და გასულ კვირაში პარტიას უპატაკა, რომ სასაზღვრო სექტორის თანამშრომლებმა საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს. საქმე ასე იყო: დევნის შედეგად შეაჩერეს ავტომანქანა „ფორდ ტრანზიტი“, რომელმაც უკანონოდ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნულ ავტომანქანაში იმყოფებოდა პიროვნება, რომელსაც არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი მისი განმარტებით კი ის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე არკადი ჯინჯიხაშვილია. ავტომანქანაში იყო მძღოლი ადილ გახრამანოვი.
ისე, თუ გახსოვთ, ამ სამი წლის წინ, საქართველოს საზღვარი როკის გვირაბთან უკანონოდ გადმოკვეთეს რუსის ჯარისკაცებმა და მათ დაკავებას ქართული ბიზნეს-პოლიტიკური ელიტა სწორედ წითელ ხიდზე ცდილობდა. ვერ დააკავეს, მაგრამ საზღვარის იქით გადარეკეს და დაამუხრუჭეს.
„ჩემი ბევრი ნათესავის წინააღმდეგაც მიმდინარეობდა გამოძიება და მათ პრობლემები ჰქონდათ. ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ასეთი რამეების მიმართ. მე არანაირ შეზღუდვებს არ ვაწესებ. თუკი ჩემი შვილი იქნება დამნაშავე, ისიც დაიჭირონ. მაგრამ ეს პარანოია არ არის; ეს კანონის უზენაესობა და თანასწორობაა. პრეზიდენტია, ნათესავია, ბიძა თუ დეიდა ან პირადი ფოტოგრაფი, ყველა თანასწორია. ეს ძალიან ძლიერი სისტემაა. რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს პირად ფოტოგრაფს, ეს ამბავი ძალიან მეწყინა, მაგრამ ჩემი პირადი გრძნობები აქ მეორე პლანზეა“ - სააკაშვილი დაიწყებს ხოლმე და მერე შეჩერება უჭირს.
ნიუსი: „033-ის ექიმებმა დროული რეაგირებით სამარშუტო ტაქსის მძღოლი გადაარჩინეს, რომელსაც წყლის ნაცვლად სამუხრუჭე სითხე ჰქონდა დალეული. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარება 033-ის ცენტრალურ ფილიალში სამარშუტო ტაქსის მძღოლი თავად მივიდა და სამედიცინო დახმარება ითხოვა. ინციდენტს „ინტერპრესნიუსის“ კორესპოდენტიც შეესწრო, რომელსაც პაციენტმა განუცხადა, რომ შეცდომით ბოთლიდან სასმელი წყლის ნაცვლად ე.წ. სამუხრუჭე სითხე დალია“.
ხალხნო, ჯამაათნო, ქართველებო, ექიმებო... ყველამ ვიცით, რომ რაც უფრო მალე დავამუხრუჭებთ მიხეილ სააკაშვილს, მით უკეთესი იქნება ქვეყნითვის მაგრამ ერთი სათხოვარი მაქვს - თუ მიშა შეცდომით წყლის ნაცვლად სამუხრუჭე სითხეს დალევს, ნუ დაიწყებთ - კაცი კვდებაო. ამ ორ სიტყვაში - კაცი კვდება - ერთი სიტყვა ნამდვილად შეცდომით იქნება ნათქვამი.
კაცის ამბავს ახლავე მოგიყვებით: პარლამენტის კანცელარიის კომპიუტერის დაზიანებისთვის, 76 წლის ელბერდ მარტიაშვილი საპატრულო პოლიციამ საგამოძიებო სამსახურში გადაიყვანა. როგორც სამართალდამცველებმა განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება, თუმცა მარტიაშვილის „მოსალოდნელ სანქციაზე“ სამართალდამცველებს საუბარი უჭირთ. მარტიაშვილი ამბობს, რომ 5 წლის წინ ტვ-ლოტოში 57 ათასს 500 ლარი მოიგო, თუმცა თანხა არ მისცეს და ამ თანხას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს. პარლამენტშიც მარტიაშვილი, სწორედ თანხის მოთხოვნის მიზნით მივიდა. დანაშაულის იარაღი – ჩაქუჩი, სამართალდამცველებმა საგამოძიებო სამსახურში გადაიტანეს. თავად მარტიაშვილი ამბობდა, რომ ჩაქუჩი იყიდა და 8 ლარი მისცა. ელბერდი მარტიაშვილის მტკიცებით, მას სამი შვილი ჰყავს“.
ა - კაცი!!! და თუ რამდენიმე ათასი კაცი - „ცენტრ-პოინტ-ბითურები“ - რუსიკო კერვალიშვილს პარლამენტში ჩაქუჩებით მიუვარდება, „ა - ხალხი“ - ვიტყვი მაშინ.
მარტიაშვილის „მოსალოდნელ სანქციაზე“ სამართალდამცველებს საუბარი უჭირთ - ყველაზე მეტად ეს გამიკვირდა, არადა, ზუსტად ვიცი, რომ მარტიაშვილი გრუ-ს აგენტია და ჩაქუჩი სულაც არ უყიდია, ჩაქუჩი მას პირადად პუტინმა გადასცა და უთხრა, ქართულ სახელმწიფოს მანამდე ურტყი, სანამ რკინა არ გაცვდება და რკინა რომ გაცვდება, ჩაქუჩის ტარი აიღე და ქართული ეკონომიკის მამას, კახა ბენდუქიძეს მიადექიო.
ელბერდ მარტიაშვილს სამი შვილი ჰყავს, მიხეილ სააკაშვილს - ორი. გასულ კვირაში ამ ორიდან ერთმა ნამეტნავად გვასახელა. საქართველოს პრეზიდენტის უფროსი ვაჟი გინესის რეკორდსმენი გახდა. 15 წლის ედუარდ სააკაშვილი გინესის რეკორდსმენი I-Pad-ზე ინგლისური ანბანის სწრაფად აკრეფაში გახდა. მას მარჯვენა ხელით ანბანის სრულად ასაკრეფად 5.26 წამი დაჭირდა. პრეზიდენტის ვაჟმა წინამორბედი რეკორდსმენის, ბრიტანელი თინეიჯერის, ჩარლი ჯოზეფ მაკდონელის შედეგი 1,5 წამით გააუმჯობესა. რეკორდის დამყარების პროცესს იუსტიციის სახლში საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც ესწრებოდნენ“.
ეს ნიუსი იყო, თუმცა სიუჟეტიც ვნახე და ყურადღებით მოვუსმინე. „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში გინესის რეკორდი დამყარდა, თანაც - მაღალ ტექნოლოგიებში“ - თქვა ბაბუა ედუარდის მოსახელემ. ეეე... მახარაძის თავური აკენწვლები? ლეჟავას ატჟიმანიები? მაშ, ქვეყანა ჩალით არის დახურული?! მაღალი ტექნოლოგიებიო?! ჩალა ჭამეთ, ჩალაღაჯის გემო აქვსო...
მაინც ვიტყვი... მაინც მგონია, რომ ედუარდ სააკაშვილი წესიერი კაცი გაიზრდება, მაგრამ ისიც მგონია, რომ ერთი რეკორდის ამბავში ქართველებს ვერავინ შეგვეცილება - სამი პრეზიდენტი და სამივე პარანოიკი. აბსოლუტური შედეგია!!! ლადო ვარძელაშვილიც ესწრებოდაო... მომავალი რეკორდსმენი კომიქსების თვალიერებაში.
რა თქმა უნდა, რეკორდი ბათუმში დამყარდა (115 ტონა ტურისტი ადევნებდა თვალს; ტენიანობა 32 გრადუსს შეადგენდა). რეკორდსმენის პატივსაცემად იცეკვეს „სუხიშვილებმა“, იმღერა სტინგმა, ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ცეკვებში. ტურნირში მონაწილეობდნენ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოცეკვავეები. მგონი, სომხებმა გაიმარჯვეს - ცეკვის ხასიათზე მხოლოდ ისინი იყვნენ და, ეგეც არ იყოს, სანამ წამოვიდოდნენ, გარეგინამ დალოცა - თუ არ მოიგებთ, თქვენს დედებს დავეცემი, ცავატანემო.
საინტერესო ამბავი - ინდოეთის შტატ კარალაში ინდუისტური ტაძრის სარდაფებში 20 მილიარდი დოლარის ღირებულების განძი აღმოაჩინეს. მე-16 საუკუნის ტაძრის სარდაფებში ერთი ტონა ოქრო და ამდენივე ოქროს მონეტა ინახებოდა. ბრილიანტების, ზურმუხტების, ფირუზებისა და სხვა ძვირფასი ქვების ოდენობას ტომრებით საზღვრავენ. საიდუმლო სარდაფებში, ასევე მიაგნეს საიუველირო ნაკეთობებს, თუმცა ყველაზე ძვირფასი მათ შორის, ღმერთ ვიშნას 1,2 მეტრის ოქროს ქანდაკებაა.
ეს ამბავი, ერთდროულად, საინტერესოც არის და სასიამოვნოც. საინტერესო - გასაგებია რატომაც. სასიამოვნო კი იმიტომ არის, რომ გარეგინა, ალბათ, ეგრევე ინდოეთში ჩაქანდება - ეგ ტაძარი ჩვენ გვეკუთვნისო. ინდოელების ვაშაძეს სახეში შეაფურთხებს, ინდოელების კუბლაშვილს თავში წამოარტყავს, ცოტას გაერთობა და სანამ სომხური გელათი, სომხური ალავერდი, სომხური სვეტიცხოველი და სომხური მცხეთის სომხური ჯვარი გაახსენდება, გარგარის ჭამით ან ვირი მოკვდება და ან ვირის პატრონი. გარგარის ჭამა-მეთქი... არჩევნები უნდა მეთქვა.
სხვა ამბებიც ხდებოდა - რუსთაველის გამზირს გიგანტური ზომის კალიებმა გადაუფრინეს; ჯონდი ბაღათურიამ სოციალურად დაუცველი ქვლივიძეების ოჯახი მოინახულა; ირინე ქურდაძემ ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური კოლეჯი დაათვალიერა; ლეიბორისტებმა ხელისუფლება დავით აღმაშენებლის იდეების წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულეს და ეჩმიაძინმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა.
ნუგზარ წიკლაურმა მეუფე ზენონის შეფასება უპასუხისმგებლო განცხადებად მიიჩნია. „ეს არის გაუთვითცნობიერებელი ადამიანის უპასუხისმგებლო განცხადება. აღნიშნულ საკითხზე საუბარი ექვსი წელია მიმდინარეობს“, – განაცხადა ქინძძმარის აუცილებელმა ინგრედიენტმა.
ლოქო ქინძძმარში სომხური საჭმელია, მაგრამ არა ყოველთვის. მხოლოდ მაშინ, როდესაც წვრილად დაჭრილ ნუგზარ წიკლაურს დაასხამ ძმარს და მიღებულ მასაში საშუალო ნაჭრებად დაჭრილ გრიგოლ ვაშაძეს ჩაალაგებ.
ჩ. ნ. (ჩვენზე ნადირობენ) ბიჭუნამ დარდიანად ამოიოხრა. საქმე უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. კარლსონი ვერაფერს ხვდებოდა.
- ჩემო კარლსონ, ნუთუ ვერ ხვდები, რომ „მფრინავი კასრი“ შენა ხარ და ისინი შენზე ნადირობენ, ჰა?
(ასტრიდ ლინდგრენი, „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“)