„ცვლილებები გასატარებელია, რადგან ეს სისტემა უკვე დაემსგავსა ე.წ. ბრეჟნევისეულ უძრაობის პერიოდს“

„ცვლილებები გასატარებელია, რადგან ეს სისტემა უკვე დაემსგავსა ე.წ. ბრეჟნევისეულ უძრაობის პერიოდს“

საქართველოში ბოლო დროს პოპულარული გახდა ობამასეული ლოზუნგი „ჩეინჯ“ (ცვლილებები). საინტერესოა, თვისობრივი ხასიათის ცვლილებები პოლიტიკური კეკლუცობის მიზანი ხდება, თუ მართლაც სურთ ჩვენს ხელისუფალთ ცვლილებები? ხომ არ მოხდება ისე, რომ მხოლოდ ცალკეული ადამიანების პოლიტიკიდან ჩამოშორებით შექმნიან პროგრესისა და სამომავლო პერსპექტივის მითს და უბრალო ადამიანებს წარმოუსახავენ ილუზიას, თითქოს ქვეყნის წინსვლას თურმე ის ერთი ადამიანი აბრკოლებდა?! ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომქართული ოცნებისსაგანგებო შეხვედრაზე თურმე მხოლოდიუნისეფისკვლევაზე უსაუბრიათ და არა ცვლილებების საჭიროებაზე, მმართველი გუნდის წევრები მაინც ვერ მალავენ, რომ აუცილებელია, თვისობრივი ცვლილებების დაწყება. აქამდე სად იყვნენ და ხომ არ ჰგავს ეს ჰარაკირსქართული ოცნებისმხრიდან?

- ვფიქრობ, მმართველი გუნდის წევრები „იუნისეფის“ კვლევაზე სასაუბროდ არ შეიკრიბებოდნენ. მეორეც, ცვლილებები რომ გასატარებელია, ეს გასაგებია, რადგან ეს სისტემა უკვე დაემსგავსა ე.წ. ბრეჟნევისეულ უძრაობის პერიოდს. ზუსტი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, უძრაობის გამყინვარება დაიწყო. კვირიკაშვილმა ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა, ის არის ტექნიკური პრემიერი, ელემენტარულად, მას არ გააჩნია პოლიტიკური ძალა და წონა, გაატაროს კონკრეტული ცვლილებები. ის აკონსერვებს სიტუაციას, როგორც ბრეჟნევმა დააკონსერვა თავის დროზე და ეს არის კონსერვაციული პროცესი, ეს არის უძრაობის საფუძველი. სამწუხაროა, რომ რეფორმებზე ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ სისხლიანი ტრაგედიების შემდეგ, რაც მოხდა მაჩალიკაშვილის, სარალიძისა და დადუნაშვილის საშინელ მკვლელობებთან დაკავშირებით. აქამდე რომ მიიყვანს საქმეს მთავრობა, ის მთავრობა უნდა გადადგეს.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ვადამდელი არჩევნები სიტუაციას მაინც არ შეცვლის. ჩვენ გვაქვს კიდევ ორი წელი, ორი წლის განმავლობაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება არ მიმაჩნია მართებულად, რადგან ჩვენ გველის უფრო საშიში გეოპოლიტიკური გამოწვევები. კონცენტრირდება თურქეთის ალიანსი, მით უმეტეს, საქართველოში არსებობს მცოცავი ოკუპაციის რეალური საფრთხე. ამიტომ იმის ფუფუნების დრო არ გვრჩება, რომ ჩვენ პოლიტიკური გადადგომები მოვაწყოთ თუნდაც გეოპოლიტიკური გამოწვევების გამო. თუმცა შიდაპოლიტიკური ვითარების გამო უნდა მოვახდინოთ მთავრობის მოდერნიზაცია.

რა გარანტიაა, რომ მთავრობის მოდერნიზაციის შემდეგ ისევ უძრაობა არ გაგრძელდება, ოღონდ ამჯერად სრულიად სხვა მოთამაშეების მონაწილეობით?

- ჩვენ უძრაობის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. ეს არ არის უძრაობის შუა ხანა, როცა უკვე აზრიც არ აქვს, თუ ვინ შეიცვლება მთავრობაში. თავის დროზე უძრაობა საბჭოთა კავშირში იმ დონემდე მივიდა, რომ ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ როცა მოვიდა ანდროპოვი, იგი აპირებდა მართვის სისტემაში რეფორმების გატარებას, მაგრამ ვერ შეძლო ამის გაკეთება. გორბაჩოვმა კი ამის გაკეთება რომ დაიწყო, ყოველივე ამან დამახინჯებული ფორმა მიიღო და საბჭოთა კავშირი მთლიანობაში დაიშალა. წარმოიდგინეთ, უძრაობამ რამხელა ზიანი მიაყენა მთლიან საბჭოთა კავშირს. ამიტომ ჩვენთანაც უძრაობის საწყის ეტაპზე შეიძლება დავაყენოთ ეფექტური მენეჯერი, რომელსაც სიტუაცია არ გაექცევა ხელიდა.

ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა ასეთი უძრაობის ხანა ედუარდ შევარდნაძის დროს, რომელიც დაიწყო 1998 წლიდან. უძრაობის იმ პროცესმა მიგვიყვანა რევოლუციურ ცვლილებამდე, გადატრიალებამდე. ასე რომ, ჩვენც გავიარეთ უძრაობის ხანა და მარტო საბჭოთა კავშირს ნუ დავაბრალებთ. ედუარდ შევარდნაძის უძრაობამ, ფაქტობრივად, ქვეყანა არშემდგარი ქვეყნის სტატუსამდე მიიყვანა. ედუარდ შევარდნაძის მიერ იმდენად მონგრეული იყო სისტემა, რომ იმ სისტემას მიხეილ სააკაშვილმა ავტოკრატიული რეჟიმი ეგრევე მოარგო. ამიტომ ამ ეტაპზე გუნდის შეცვლა იქნება ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი.

თუ ამ გუნდმაც ვერ უშველა და ახალი გუნდიც ჩაეფლო უძრაობის ჭაობში და ამ ჭაობმა შთანთქა ახალი გუნდიც, ეს იქნება ბოლო შანსი. ახალი გუნდი, თუნდაც კახა კახიშვილის სახით, ოპტიმალურ ვარიანტად მიმაჩნია ამ ეტაპზე, რომელსაც სიტუაციის გამოსწორება შეუძლია.

როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ვერ მიუსწრო მოვლენებს და ვერ უზრუნველყო, რომ ასეთი შედეგი არ დამდგარიყო და ამდენი ხალხი არ გამოსულიყო ქუჩაში, თუნდაცნაციონალებისანარანაციონალებისსცენარით. ბიძინა ივანიშვილის შეცდომა ის ხომ არ იყო, რომ უფრო ადრე უნდა გამოჩენილიყო ქართულ პოლიტიკაში?

- რა თქმა უნდა, უფრო ადრე უნდა მოსულიყო. მე ვეწინააღმდეგებოდი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას. ის არ უნდა წასულიყო მაშინ, როცა მან დაიწყო სერიოზული რეფორმები და დაიწყო ავტოკრატიული რეჟიმის დემონტაჟი. ამ დემონტაჟის დროს მას ბოლომდე უნდა აეღო პასუხისმგებლობა და აეშენებინა პოლიტიკური ფუნდამენტი. ამის მერე უნდა წასულიყო. არ შეიძლება ნგრევის დროს ადამიანის წასვლა, რადგან ჩვენ მივიღეთ ის სიტუაცია, რაც მივიღეთ. ხუთი წლის მდგომარეობამ აჩვენა, რომ ისევ იმ ათვლის წერტილამდე მივედით, რა ათვლის წერტილამდეც ვიყავით თუნდაც იმავე ედუარდ შევარდნაძის უძრაობის დროს. ჩვენ თანდათან ვუახლოვდებით არშემდგარი ქვეყნის სტატუსს, სადაც პროკურატურას არ შეუძლია მკვლელი დასაჯოს, ხოლო სასამართლო სისტემაში მოდიან მკვლელები, კოტე კუბლაშვილი არის მკვლელი, ჯალათი და მის დაბრუნებას აპირებენ. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, როგორც არსებობდა მესამე რაიხის თემიდის მკვლელი მოსამართლე, ასეთივე მოსამართლეა კუბლაშვილი. თუ კუბლაშვილი დაგვიჯდება მოსამართლედ, მაშინ სასამართლო ხელისუფლებას უნდობლობა უნდა გამოვუცხადოთ. ყველაფერი ეს გამოიწვევს სამოქალაქო პროტესტს და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა შესრულდეს. მათი გადაწყვეტილება უნდა დაიბლოკოს. შვილმკვდარი ოჯახების ტრაგედიები აღარ უნდა მოხდეს, თორემ შეიძლება ჩვენ მივიღოთ რეალური რევოლუციური შიდა ამბოხი. სიტუაცია აქამდე არ უნდა მივიდეს.

ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეებში გააქტიურებულ სააკაშვილს. ყველაზე უარესი სცენარი რომ წარმოვიდგინოთ, თუკი ქართულ პოლიტიკაში ძირითადად უღირსი ადამიანები მოდიან, შეიძლება, რაიმე შანსი ჰქონდეთ თუნდაც იმავენაციონალებს“?

- არა მგონია, მათი მატარებელი უკვე წავიდა, თუმცა, გარკვეულწილად, „ნაციონალებისა“ და „ქართული ოცნების“ მდგომარეობა რაღაცით ერთმანეთს ემსგავსება. ეს სიტუაცია სადამდე მივა, არ ვიცით, ანუ რევოლუციური სიტუაციაა, როცა ძველებს არ შეუძლიათ მართვა, ახლებს კი არ ძალუძთ.

ახალი ძალები საერთოდ ჩანან?

- ვერ გეტყვით, მართლაც არ ჩანს ახალი ძალები. ასეთი მდგომარეობით ჩვენ შეიძლება გეოპოლიტიკურად დავკარგოთ ჩვენი სუვერენიტეტი.

როგორც ჩანს, თქვენ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონტურებს გაგონებთ ეს სიტუაცია?

- რა თქმა უნდა.

როდესაც დეპუტატები გვიკიჟინებენ, რომ თვისობრივი ხასიათის ცვლილებები აუცილებელია, ისინი უმიზნებენ მთავრობის გადადგომას, მაგრამ თავად დეპუტატთა უმრავლესობამაც ხომ არ მოაბეზრა თავი ხალხს, განსაკუთრებით, „ნაციონალებთანკოაბიტაციის შემდეგ?

- პარლამენტი მაინც პარლამენტია, ეს არის კოლექტიური პოლიტიკური ინსტიტუტი, ანუ განსხვავდება მთავრობისგან. ხოლო მთავრობა ის სტრუქტურაა, რომელიც ახორციელებს გადაწყვეტილებას, პარლამენტი ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს, ანუ ეს არის კოლექტიური ორგანო, რომელიც პასუხისმგებლობას კოლექტიურად იღებს. თანაც, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა. ჩვენ არ ვართ საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ესეც მნიშვნელოვანი მომენტია. პარლამენტი თუ დაიშალა, იმავე სიტუაციას მივიღებთ, პარლამენტის დაშლას აზრი არ აქვს, საზოგადოება ჯერ არ არის მომზადებული პოლიტიკური ძირეული რყევებისთვის, მთავრობა კი აუცილებლად შესაცვლელია.

როდესაც, ერთი მხრივ, ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება, არ აღმდგარა სამართლიანობა, შელახულია ადამიანების ღირსების გრძნობა, ხოლო, მეორე მხრივ, ეკონომიკური პრობლემებია და საქართველო ისევ სიღარიბის ზღვარს მიღმა რჩება, მაშინ რა წარმოადგენს ასეთი სახელმწიფოს საფუძველს?

- ეს არის არშემდგარი ქვეყანა. ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა ეს სტატუსი - არშემდგარი ქვეყანა ვიყავით 2002 წელს, როცა სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მიანიჭა არშემდგარი ქვეყნის სტატუსი. იმავე სიტუაციას ვუბრუნდებით. სიტუაცია უახლოვდება 1921 წლის იანვარ-თებერვლის დემოკრატიული რესპუბლიკის მდგომარეობას.

მაგრამ გარშემო სიტუაცია ხომ განსხვავებულია? იმ პერიოდისგან განსხვავებით, თუნდაც ინგლისი არ არის საქართველოს მიმართ არასიმპათიურად განწყობილი, საფრანგეთის მთავრობა არ არის პასიური... 1921 წლის მსგავსად, რას მოიმოქმედებს თურქეთი და სომხეთი არ ვიცით, მაგრამ მსოფლიო კონიუნქტურა ხომ განსხვავებულია?

- მსოფლიოში კიდევ უფრო უარესი სიტუაციაა, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. უკვე ამერიკა-ევროკავშირის სავაჭრო ომი დაიწყო. იქმნება ახალი ევრაზიული გეოპოლიტიკური ცენტრი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახით. ექსტრაორდინარული მდგომარეობაა. სიტუაცია იმდენად აირია, რომ ჩვენთვის უკვე არავის ცხელა.