გახარია-წულუკიანი-შოთაძე - კომისიამ დასაკითხ პირთა სია დაამტკიცა

გახარია-წულუკიანი-შოთაძე - კომისიამ დასაკითხ პირთა სია დაამტკიცა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ იმ პირთა სია დაამტკიცა, რომელთა დაკითხვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოხდება. მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის სხდომები მომავალ კვირას გაიმართება. პირველ სხდომაზე გაიმართება შეხვედრა ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან, ასევე დავით დადუნაშვილთან და მის ადვოკატ ხათუნა მაღლაკელიძესთან.

რაც შეეხება სიას, რომელთა დაკითხვა კომისიაზე მოხდება, ასე გამოიყურება: ბარალდებულები და ეჭვმიტანილები: მიხეილ კალანდია; მირზა სუბელიანი; მერაბ მორჩაძე; ზვიად კუპრავა; ივანე ნაკაიძე; საქმეში ფიგურანტი სხვა არასრულწლოვანი პირები და მათი წარმომადგენლები, საქმის სხვა მოწმეები, რომელთა ვინაობაც კომისიის მუშაობის დროს დროთა განმავლობაში დაზუსტდება.

კომისიის სხომაზე დაიბარებენ შს სამინისტროს წარმომადგენლებს: შს მინისტრი გიორგი გახარია; მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი; სამინისტროს წარმომადგენელი კახა სირაძე; გამომძიებლები: ანზორ ჟამერაშვილი; ირაკლი ფიფია; გიორგი ტაბატაძე; ლარისა ვიცინა; ირაკლი ცაგურია; გიორგი ჯალაღონია; ნუგზარ ნათელაშვილი და დეტექტივ-გამომძიებელი გიორგი ბაძგარიძე.

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები: ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე; მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვასაძე; თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე; მისი მოადგილე კონსტანტინე სირაძე და საქმის პროკურორები - ზვიად ფხაკაძე; ინა გუგუშვილი; მარიკა გოგოხია; თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და პროკურორი გიორგი გაბოძე.

იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; ექსპერტები - სოფიო ბელქანია; გიორგი ცინცაძე; რევაზ კაპანაძე; თამარ კაიშაური; გულნაზ ტატუნაშვილი; მაია ნიკოლეიშვილი. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. სიას საგამოძიებო კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების დირექტორები და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაემატა.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უმრავლესობის წევრების - მამუკა მდინარაძის და ეკა ბესელიას მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ კომისიამ პირველ ეტაპზე უნდა დაიბაროს ხორავას ქუჩის ინციდენტის უშუალო მონაწილეები, უშუალოდ დაზარალებულები და საქმის უშუალოდ გამომძიებელ-პროკურორები. მათი აზრით, აღნიშნული პირების გამოკითხვის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს კომისიამ სხვა პირთა დაბარება, იქნება ეს იუსტიციის მინისტრი თუ შს მინისტრი.

პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დატოვა „პატროტთა ალიასის“ წევრმა, ადა მარშანიამ, რომელმაც მოითხოვა, რომ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს არა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას ჩადენილი დანაშაულებებიც გამოიძიოს.

ადა მარშანიას კითხვის საპასუხოდ კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ მას განუმარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი საკითხი კომისიის კომპეტენციაში არ შედის, რის შემდეგაც ადა მარშანიამ სხდომა დატოვა. მისი განმარტებით, კომისია დატოვა „პატრიოტთა ალიანსმა“.

„ვითხოვ პასუხს, ვაფართოვებთ თუ არა ჩვენ საკითხთა წრეს და შევძლებთ თუ არა უმძიმესი დანაშაულებების გამოძიებას, მოგვყავს თუ არა წესდება ისეთ მდგომარეობაში და მივმართავთ თუ არა პარლამენტს სხვა საქმეებით დავკავდეთ. კომისიის დაკომპლექტება რეგლამენტის წესების დარღვევით მოხდა და იმ კომისიაში სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უმრავლესობით არიან წარმოდგენილი, ვერ ვიმუშავებ.

ეს კომისია ვერ ხედავს, რომ სხვა საქმეებითაც უნდა იყვნენ დაკავებულები. ნუ მოიშველიებთ არგუმენტად რეგლამენტს. მე შევალ პარლამენტში ინიციატივით, რომ შეიქმნას ამდაგვარი კომისია და ვნახავთ როგორ დაუჭერთ მხარს. აქედან გამომდინარე, იმ კომისიაში სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით ზის, ჩვენ ვერ ვიმუშავებთ და არაფერი გვესაქმება. ეს არის „ქართული ოცნების“ ბრალი“, - განაცხადა ადა მარშანიამ.