დრიუ ბერიმორმა „გამოცდა“ ჩააბარა

დრიუ ბერიმორმა „გამოცდა“ ჩააბარა

ამბობენ რისკი ყოველთვის გამართლებული არ არისო და ცნობილი მსახიობი დრიუ ბერიმორის მაგალითზე ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით.

 

ამერიკული საინფორმაციო საშულებების მტკიცებით, დრიუ ბერიმორს მანქანის ტარება ახალი ნასწავლი აქვს და უახლოესი მარკის „ფორდიც“ სულ რამდენიმე დღის წინ გამოიყვანა.

 

ახლობლების მონახულებაც საკუთარი მანქანით მოინდომა და ძალიანაც შეცდა.

 

ლოს-ანჯელესისაკენ მიმავალ გზაზე, დიდი საავტომობილო საცობი დახვდა და ახლად გამოჩეკილ მძღოლს ფრიადაც რომ გაუჭირდა.

 

„ფორდი“ კუს ნაბიჯებით მიჰყავდა და ღამის 12 საათს სადღაც ქალაქის გარეუბანში შეხვდა. ქალბატონი დრიუ მაინც არ დაიბნა, სტუმარ-მასპინძლობის ეთიკა გვერდზე გადადო და ახლობლებს დაუპატიჟებლად  ღამის პირველ საათზე დაადგა.