უჩვეულო პაციენტი

უჩვეულო პაციენტი

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, ფლორიდაში, ზღვაში, საზეიმოდ გაუშვეს 70 კგ-იანი ზღვის კუ, რომელიც 1 წლის წინ კინაღამ კატარღის ხრახნს ემსხვერპლა.

ხრახნმა 50 კგ-იანი ბაკანი რამდენიმე ადგილას გადაუსერა.

ვეტერინარულ კლინიკაში კუს გადარჩენას და ბაკნის სრულად აღდგენას მთელი წელი დასჭირდა.

"ბაკნის აღდგენას ანალოგი დღემდე არ ჰქონია - ჩემს კარიერაში ეს ყველაზე უჩვეულო პაციენტია", - განაცხადა ვეტერინარმა ბრიტანი მილერმა, რომელმაც პაციენტთან განშორებისას სანაპიროზე ცრემლი ვერ დამალა.