„ნუ მიმტკიცებ, რომ ორი კაცი უფრო კარგად გაზრდის ბავშვს, ვიდრე კაცი და ქალი“

„ნუ მიმტკიცებ, რომ ორი კაცი უფრო კარგად გაზრდის ბავშვს, ვიდრე კაცი და ქალი“

ოჯახის სიწმინდის დღეს-17 მაისს ლგბტ პირთა მხარდამჭერები არაფრად დაგიდევენ და აქციის გამართვას აპირებენ, სახელწოდებით „გავიაზროთ 17 მაისი“. ტერმინ „ჰომოფობიას“ ამოფარებული ცალკეული ორგანიზაციებიც უერთდებიან ამ აქციას, მათ შორის, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“, „თემიდა“, „სამართლიანი არჩევნები“, „თანასწორობის მოძრაობა“, „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“.

მათი თქმით, 2013 წლის 17 მაისს საზოგადოება ძალადობაზე, როგორც საფრთხის შემცველ მტაცებელზე არ ფიქრობდა და, შედეგად, სამოქალაქო ომის შემდეგ ყველაზე სასტიკი და სამარცხვინო სამოქალაქო დარბევის მომსწრენი გავხდით.

„ამ დრომდე არავის გვქონდა ნანახი, ათი ათასობით მოქალაქე, რომელიც მოსაკლავად მისდევს რამდენიმე ათეულ მშვიდობიან თანამოქალაქეს. ამ კონკრეტულ დღეს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ ამ დღეს ბევრმა ჩვენგანმა დაკარგა ცხოვრების ძვირფასი ნაწილი - ოჯახის წევრები, ბავშვობის მეგობრები, ნაცნობები და შეყვარებულებიც კი“, - ნათქვამია ლგბტ პირთა მხარდამჭერ განცხადებაში.

ლგბტ-ეების მომხრეთა სენტიმენტების მიუხედავად, ქართული საზოგადობის უმეტესობას ღრმად სწამს, რომ ტრადიციული ფასეულობების დაცვა აუცილებალია. ამდენად, ლგბტ პირთა მიერ დაგეგმილი პარადი სხვა არაფერია, თუ არა ტრადიციების დამცველ პირთა გაღიზიანება, გამოწვევა, დევნის მოტივით გრანტების მიზიდვის საუკეთესო საშუალება და, საბოლოო ჯამში, ერის გადაგვარების მიზნის მიღწევა. ამ აზრს იზიარებენ ფსიქოლოგებიც. მათი თქმით, ლგბტ-ეებს ერთმანეთთან ურთიერთობას არავინ უშლის, მაგრამ მათი საქციელის აფიშირება და მსგავსი აღლუმების გამართვა დაუშვებელია თუნდაც იმიტომ, რომ ლაბილური ფსიქიკის მქონე ცალკეულ მოზარდებს, რომელთაც ტრადიციულ თუ არატრადიციულ ურთიერთობებს შორის არჩევანი ვერ გაუკეთებიათ, ლგბტ პირთა გააქტიურება არასწორი არჩევანის წინაშე დააყენებს და მათაც კანონზომიერად მოეჩვენებათ სიტუაცია, თითქოს „ოჯახში“ ორი კაცი უნდა ზრდიდეს ბავშვს.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია საქართველოში რასიზმისა და ჰომოფობიის პრობლემებს არასერიოზულად უყურებს. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ ეს თითიდან გამოწურული თემატიკაა და უფრო დაფინანსებისა და ფონდების თემასთანაა გადაბმული.

ექსპერტის განმარტებით, აქ მეორე მომენტიცაა. გლობალიზაციამ, ფაქტობრივად, გაანგრია საზღვრები, გლობალიზაციის პერიოდში ადამიანის ცნობიერება კარდინალურად იცვლება, ყველანაირი ძალების მიმართ ინტერესი ჩნდება და ჩვენც ამ სამწუხარო რეალობას წინ ვერ აღვუდგებით. ეგ კი არა, ჩრდილოეთ კორეაც იცვლება, მანაც გახსნა საზღვრები და აღიარა ის ფასეულობები, რაც ადრე მისთვის მიუღებელი იყო. თუ ადრე ჩრდილოეთ კორეაში ადამიანებს ხოცავდნენ იმის გამო, რომ ისინი თავიანთ ნათესავებს ფარულად ხვდებოდნენ სამხრეთ კორეაში, დღეს მიდგომა შეიცვალა. ამიტომ არც ჩვენ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ლგბტ თემის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანები იქნებიან საქართველოში და ჩვენ ეს გლობალიზაციის უარყოფით მოვლენად უნდა მივიღოთ. ასეთი ადამიანები საბჭოთა პერიოდშიც იყვნენ ლატენტურად, ფარულად, მათთან ბრძოლის მთავარი ალგორითმი კი ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა იყვნენ უმცირესობაში. თუ ამ ადამიანებმა არ დაგვიწყეს ძალადობა, მაშინ შეგვიძლია, მათ პასუხი არ გავცეთ, იყვნენ თავისთვის, მაგრამ, თუ ისინი გადალახავენ წითელ საზღვრებს, ცხადია, უნდა გავცეთ პასუხი.

„დაახლოებით ეს იმას მაგონებს, ამას წინათ პრონაცისტურმა ე.წ. პროდასავლურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რომ ატეხეს გნიასი, რუსული არხები ავკრძალოთო. ეს იდიოტობა და მარაზმია. რუსეთის მიმართ სიმპათიას ვერავინ დამაბრალებს, მაგრამ აკრძალვა არაფერს მოიტანს. მთავარია, ამას დავუპირისპიროთ კონტრპროპაგანდა. ისე უნდა ავაგოთ ჩვენი პროპაგანდისტული კამპანია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ვაჯობოთ. ამიტომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის დაწესება ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. უწმინდესი და უნეტარესი მართლაც უბრძენესი ადამიანია. მხოლოდ ასეთი პიროვნების მმართველობის ქვეშ ვისურვებდი, საქართველო ყოფილიყო თეოკრატიული სახელმწიფო და არა იმიტომ, რომ თეოკრატია მომწონს. ჩვენმა პატრიარქმა, როგორც ბრძენმა ადამიანმა, იცის, რომ 17 მაისის არასწორ აღნიშვნას უნდა დავუპირისპიროთ სწორედ ჩვენივე ღირებულებების გავრცელება საზოგადოებაში და ჩვენი რბილი ძალა, რათა ეს ადამიანები ვაიძულოთ, იყვნენ უმცირესობაში“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ მებონია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 17 მაისს ზოგიერთები პარადს აწყობენ, რაც დაუშვებელია, რადგან საზღვარი აქვს ყველაფერს. ჩვენ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში რასიზმი, ჰომოფობია და ეროვნული სიამაყის შეგრძნება.

ევროპელები ვართო, იძახიან. გეი ხარ, თუ ვინც ხარ, იყავი, მაგრამ ნუ ახდენ ამის რეკლამირებას და ნუ მიმტკიცებ, რომ შენ უკეთესი ხარ; ნუ მიმტკიცებ, რომ ორი კაცი უფრო კარგად გაზრდის ბავშვს, ვიდრე კაცი და ქალი. ახალგაზრდებმა უნდა ამოიღონ ხმა ამის წინააღმდეგ. იგივე ხდება რასიზმთან მიმართებითაც. ამას წინათ გადაცემა იყო რასიზმის შესახებ. თუკი შეუყვარდა სხვა ეროვნების ხალხს ერთმანეთი, აბა, რა უნდა ქნან, არ ვარ მათი დაოჯახების წინააღმდეგი, მე არაფერს ვამბობ 5%-ზე, მაგრამ თეორიულად წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, ქართველი გოგონების 80% გათხოვდა არაქართველზე, მაშინ ქართველი ერიც ხომ გადაშენდება? ქართველი ერის გადაშენება მარტო ქართველების ტრაგედია არ იქნება, ჩვენ უძველესი კულტურული ერი ვართ და ამით მთელი მსოფლიო დაზარალდება.

ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა, თარგამაძის პარტიიდან პოლიტიკაში რომ წავიდა აღნიშნა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიყვანს მოსავალს საქართველოში, ქართველი იქნება, თუ ჩინელი, მთავარია, მოსავალი იყოსო. ასეთი აზროვნება მიუღებელია. ყველა ხალხთან მქონია ურთიერთობა, მეგობრები ყველგან მყოლია, მაგრამ მსოფლიო სწორედ იმიტომაა საინტერესო, რომ სხვადასხვა ერი არსებობს. ეს ერები არ უნდა აითქვიფოს ერთმანეთში, მასად არ უნდა შევქმნათ, როგორც თავის დროზე არასწორი ინტერპრეტაცია იყო მარქსიზმ-ლენინიზმის და იყო საერთო სახლები... განსაკუთრებულია თითოეული ერი, თითოეული ადამიანი, თითოეული სოფელიც კი. ეს არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო ურთიერთობები არ იყოს“,-აღნიშნა ჯემალ მებონიამ.

მისივე თქმით, როგორ შეიძლება, ქართველს სტუმართმოყვარეობა ასწავლო, მაგრამ სტუმარიც ზღვარს არ უნდა გადავიდეს და სტუმრად უნდა დარჩეს. ინციდენტი რომ მოხდა, რატომღაც აჩვენეს ის ფაქტი, რომ შავკანიანი სცემეს, მაგრამ ჯემალ მებონიას აინტერესებს, იმ შავკანიანებმა ბავშვები რომ გამოყარეს სტადიონიდან, ეს რატომ არ აჩვენეს?

„საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ეგ ამბები. 60-70-იან წლებში ემგეუ-ში ასპირანტურაში რომ ვსწავლობდი, ვიეტნამელები პატარა ვირთხებივით დაიკავებდნენ სტადიონს და იქიდან არ გამოდიოდნენ. ვეუბნებოდი, მოდით, ერთად ვითამაშოთ, ან გამოდით სტადიონიდან და ახლა ჩვენც ვითამაშებთ, მაგრამ არ გამოდიოდნენ, თქვენ ჩვენი დაჩაგვრა გინდათო. საშინლად ცუდად იქცეოდნენ, არაბებიც ცუდად იქცეოდნენ, შავკანიანები კიდევ ჯობდნენ მაგათ. უცხოელების თავხედობა მე გამოცდილი მაქვს. შენ სტუმრად მოდი, ისწავლე ბატონო, მაგრამ თავზე ნუ დამაჯდები. არაბები რომ იძახიან, ჩვენი აშენებულია თბილისი, 4 საუკუნე ჩვენი იყოო, აღმაშენებელზე გავლა აღარ მინდა. შეხედეთ, რა ხდება უნგრეთში, ევროკავშირის წევრიც არის, ნატოს წევრიცაა, მაგრამ პრემიერმა ვიქტორ ურბანმა განაცხადა, მიგრანტების არავითარი შემოტევა არ იქნება ჩვენთან. ამხელა ქვეყანაა ამერიკა და ტრამპიც კი მიგრანტების წინააღმდეგია. ჩვენ კი ყველასთვის ღია გვაქვს კარები და ლგბტ თემიც აღლუმებს გვიწყობს“.