„ბადაგონის“ ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებს იპყრობს!

„ბადაგონის“ ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებს იპყრობს!

„ბადაგონის“ ღვინოების პირველი საექსპორტო პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება! „ბადაგონის“ პარტნიორი ამერიკაში „John s Rock Company LLC“ „ბადაგონის“ წყნარი და ცქრიალა ღვინოების იმპორტს ნიუ იორკის შტატში უზრუნველყოფს. იმპორტის პირველმა პარტიამ 10 000 ბოთლს გადააჭარბა და ნიუ იორკში მდებარე სხვადასხვა რესტორანსა თუ ქსელურ სავაჭრო ობიექტში წარდგება მომხმარებლის წინაშე!

„ბადაგონი“ 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კვლავ ინარჩუნებს უპირობო ლიდერის პოზიციას ქართული ღვინის ექსპორტიორთა შორის! „ბადაგონის“ ღვინოები დღეს 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და საექსპორტო ქვეყნების რიცხვი საკმაოდ სწრაფად იზრდება. ამერიკის შეერთებული შტატები დღეს მთავარი სტრატეგიული ბაზარია „ბადაგონისა“ და ზოგადად ქართული ღვინისათვის. ამერიკის ბაზარზე ოპერირება განსაკუთრებულად რთულია რამოდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის დიდი კონკურენციისა და ქართული ღვინის საკმაოდ დაბალი ცნობადობის მაჩვენებლის გამო. „ბადაგონის“ ამ წარმატებას წინ უძღოდა ახალი ბაზრის კვლევა, აქტიური მოლაპარაკებები და საკმაოდ დიდი ძალისხმევა.

დღესდღეობით „ბადაგონი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს კიდევ 2 მსხვილ ამერიკულ იმპორტიორ კომპანიასთან. „ბადაგონი“ შეერთებულ შტატებში უახლოეს მომავალში გეგმავს სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს, რაც უზრუნველყოფს კომპანიის ღვინოების რეალიზაციის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ზრდას და განვითარებას. ამის ფონზე, ფინანსურ პოლიციაში „ბადაგონის“ წინააღმდეგ აღძრული საქმე კვლავ არ არის შეწყვეტილი.