პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა

პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა

[ნატო გოგელია]

20 წლის გარდაბნელი დიმიტრი ტიტვინიძე, რომელიც 26 მაისის აქციაზე თბილისში დააკავეს, დღემდე ჩოხატაურის დროებითი მოთავსების იზოლატორშია.  ტიტვინიძეს ბრალად პოლიციელისთვის წინააღმდგებოს გაწევა დასდეს და 60 დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს.

როგორც გვითხრეს, მას სხეულზე წამების კვალი დაკავების დღესვე, ჩოხატაურის დროებითი მოთავსების იზოლატორში მიყვანისთანავე ეტყობოდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პატიმარზე ფიზიკური ზეწოლა არც იზოლატორში შეწყვეტილა.  რამდენიმე დღის წინ ტიტვინიძეს ბრმანაწლავის ოპერაცია დასჭირდა, რომელიც ჩოხატაურის საავადმყოფოში ჩაუტარდა. ნაოპერაციები პაციენტი, ნარკოზიდან გამოსვლისთანავე ქუთაისის კლინიკაში გადიყვანეს, მესამე დღეს კი იზოლატორში დააბრუნეს. როგორც პრესაგე.ტვ-ის წყარო იუწყება, პატიმარს ნაოპერაციები დაუჩიქრდა და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

ჩოხატაურის საავადმყოფოს ექიმი, პოლინა დგებუაძე ადასტურებს, რომ ტიტვინიძე ჭრილობა დაჩირქებული აქვს და მას გადახვევები ჩოხატაურის საავადმყოფოში ჩაუტარდა. თუმცა, ვერ გვპასუხობს, რატომ არ არის ეს ტიტვინიძის ჩოხატაურის საავადმყოფოში განმეორებით მოყვანის ფაქტი საავადმყოფოს მთავარ ჟურნალში გატარებული. აღანიშნავია ისიც, რომ პოლინა დგებუაძე, საავადმყოფოს მიმღების ექიმია და რეგისტრაციის ჟურნალში გატარება უშუალოდ მის მოვალეობაში შედის:

„მე რა ვიცი რას და ვის ატარებენ. ტიტვინიძეს ჭრილობა არა მიმღებში, არამედ ქირურგიულში დაუმუშავდა. მე დაზუსტებით ის შემიძლია გითხრათ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა იზოლატორში გამოძახებისთანავე მიდის და სწორედ იქ ჩაუტარდა რამდენიმე გადახვევა ტიტვინიძეს, რაც შესაბამის ჟურნალში დაფიქსირებულია“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დგებუაძემ.

პოლინა ექიმისგან განსახვებით, ტიტვინიძის ნაოპერაციების გართულების შესახებ ინფორმაციას უარყოფს საავადმყოფოს დირექტორი თემურ კორიშინაძე. მისი თქმით, პატიმარი ტიტვინიძე ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში მხოლოდ ერთხელ მოიყვანეს:

„მას არ ჰქონდა თანხის გადახდის საშუალება, შესაბამისად არ გატარებულა სარეგისტრაციო ჟურნალში. ჩვენ ვალდებულები არ ვართ ვინმეს უფულოდ მოვემსახუროთ. ქირურგიაში არსებობს გადახვევის ჟურნალი და იქ დაფიქსირებულია ეს შემთხვევა. რაც შეეხება ნაოპერაციებს, არანაირ გართულებას ადგილი არ ჰქონია. პრინციპში საავადმყოფოში ხელმეოერედ მოყვანილ პატიმარს, კონსულტაცია ჩავუტარეთ“, - გვითხრა კოროშინაძემ.

დროებითი მოთავსების იზოლატორში არავინ გვიპასუხა კითხვაზე როდის და რა შემთხვევებში დაჰყავთ პატიმრები ექიმთან კონსულტაციაზე. ამ კითხვაზე პასუხი არც ჩოხატაურის საავადმყოფოს დირექტორს აქვს, რომელიც ვერ იხსენებს შემთხევევას (ტიტვინიძის გარდა), როცა პატიმრი საავამდყოფოში მხოლოდ კონსულტაციისთვის მიიყვანეს.