გიორგი სალაყაიამ 2015 წელს გაკოტრებული, 30 მილიონიანი დავალიანების მქონე „ბადაგონი“ სამ წელიწადში ქართული მეღვინეობის ლიდერ კომპანიად აქცია!

გიორგი სალაყაიამ 2015 წელს გაკოტრებული, 30 მილიონიანი დავალიანების მქონე „ბადაგონი“ სამ წელიწადში ქართული მეღვინეობის ლიდერ კომპანიად აქცია!

ინტერვიუ „ბადაგონის“ ადვოკატთან ირაკლი ყანდაშვილთან.

რამდენად დიდ საფრთხეს უქმნისბადაგონსმიმდინარე პროცესი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომბადაგონმაოფიციალურად მოიპოვა ლიდერის სტატუსი ქართული ღვინის ექსპორტიორ შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ ბადაგონმა, მძიმე კონკურენტულ ბრძოლაში, მოახერხა ღვინის ყველაზე დიდი მოცულობის რეალიზაცია საქართველოს საზღვრებს გარეთ?

- მოდით, დავივიწყოთ ერთი წამით „ბადაგონის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესი. როდესაც თვეები მიმდინარეობს გამოძიება და ეს ხდება ისეთ კომპანიაში, რომელიც ძირითადად ექსპორტზე მუშაობს, ჩვეულებრივი ამბავია, რომ მას შეექმნება უცხოელ მყიდველებთან პრობლემები. თქვენც რომ იყოთ, ისურვებდით სხვა ქვეყანაში გყავდეთ პარტნიორი, რომლისგანაც იძენთ კონკრეტულ პროდუქციას და ამ კომპანიას თვეებია, გარეგნული ფონით, ყოველ შემთხვევაში, პრობლემები აქვს სახელმწიფოსთან, ანუ ასე აფასებს ნებისმიერი უცხოელი მყიდველი მიმდინარე გამოძიებას „ბადაგონში“. დამეთანხმებით, არც თქვენ არ ისურვებდით ასეთ პარტნიორს და მით უმეტეს, თუკი სხვა მსგავსი კომპანიებიც იმავე ქვეყნიდან ამ უცხოელ მყიდველს სთავაზობენ მსგავს პროდუქტს. რა თქმა უნდა, თავისი ფინანსების დასაზღვევად ეს მყიდველები მსგავსი პროდუქტის სხვა მწარმოებლებთან მოახდენენ კავშირს. ისინი ვერ რისკავენ - ეს ბიზნესში ჩვეულებრივი ამბავია. სახელწმიფო მართალია, როდესაც ამბობს, რომ ბიზნესს ხელს არ უშლის, ამას არც ვამბობთ, უბრალოდ ის პროცესი, რაც მიმდინარეობს, ავტომატურად, ზემოაღნიშნული მარტივი მიზეზის გათვალისწინებით, „ბადაგონს“ ფაქტობრივ, უდიდეს ფინანსურ პრობლემებს უქმნის და ეს, საბოლოო ჯამში ყველაფერს ერთად აზარალებს.

ცნობილია, რომბადაგონმამხოლოდ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მოიპოვა 5 უმაღლესი ჯილდო ღვინის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე. თქვენი აზრით, სამწლიანი პაუზის შემდეგ ყოფილი პარტნიორის გამოჩენა მოულოდნელი პრეტენზიებით, შეიძლება უკავშირდებოდეს თუ არაბადაგონისბრენდის აღზევებას ღვინის მსოფლიო ბაზარზე?

- ბევრი რამ შეიძლება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სანამ „ბადაგონი“ ბოლო 5 ჯილდოს მოიპოვებდა, ანუ 2017 წლის დეკემბერში, ის ქართული ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა. თუკი მოვახდენთ შედარებას იმ პერიოდთან, როდესაც, როგორც ბატონი ჯანჯღავა აცხადებს, ის იყო ჯერ კიდევ მეწილე (თუმცა ეს პიროვნება „ბადაგონის“ მეწილე არასდროს ყოფილა - ესეც მარტივად დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით), ყოველ შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს „მის დროს“, „ბადაგონს“ ამხელა წარმატებები არ ჰქონია. ასე რომ, მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს და არა მხოლოდ ეს ჯილდოები, რაც ბოლო ორი თვის მანძილზე მოიპოვა „ბადაგონმა“.

თუმცა მთავარი ისაა, რომ ამ მძიმე მდგომარეობაშიც, „ბადაგონი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სტატუსს და იმ დიდ აღიარებას, რაც საერთაშორისო ასპარეზზე მისმა ღვინოებმა მოიპოვეს და კიდევ ერთხელ აკეთებს და მუდამ გააკეთებს ქართულ საქმეს - შორს და ფართო საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანს საქართველოს სახელს წარმატებით, რასაც ამ ბოლო ორი თვის მანძილზე მოპოვებული 5 ჯილდოც მოწმობს.

თქვენ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის და საერთაშორისო პრაქტიკის მქონე ადვოკატს, რა გეცნობათ ამ საქმეში, ან რაში ხედავთ პროცედურების დარღვევას ფინანსური პოლიციის მხრიდანბადაგონთანმიმართებაში?

- ფინანსური პოლიცია არის ოფიციალური ორგანო, მას აქვს უფლება, აწარმოოს გამოძიება - ეს ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ, საეჭვოა ის გარემოება, რომ დღემდე ვერც „ბადაგონმა“ და ვერც ქართულმა საზოგადოებამ ვერ მოისმინა ის მტკიცებულება, რის გამოც ძიება იქნა ინიცირებული. ჩვენ ამ ეტაპამდე ამაზე რაიმე ოფიციალური ინფორმაცია არ გვაქვს მიღებული. ჩვენ ვისმენთ მხოლოდ ვლადიმერ ჯანჯღავას განცხადებას, რომ მან თავისი ნებით, აბსოლუტურად იძულების გარეშე, იცოდა, რომ ხელს აწერდა ნასყიდობის ხელშეკრულებას, მოაწერა მას ხელი, ხოლო შემდეგ მას სალაყაია დაპირდა, თუმცა ეს დაპირება არც ერთი დოკუმენტით არ დასტურდება და რაც დაპირდა

არ შეასრულა - ანუ წილი უკან არ დაუბრუნა. თუმცა არც ერთი დოკუმენტით სალაყაიას ვალდებულება წილის უკან დაბრუნების შესახებ არ დასტურდება.

თუკი რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულებები არის გამოძიებაში წარდგენილი, იმის გათვალისწინებით, რომ ეს საქმე მართლაც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე, ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს ამ საქმეზე მეტი, ხოლო თუ ასეთი მტკიცებულებები არ არის, რაშიც გარწმუნებთ, რომ არ არის, ეს საქმე უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.

აი, ამის მოლოდინი გვაქვს კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიები სამსახურის მხრიდან.