მედიის წარომადგენლები სოფლის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს გაეცნენ

მედიის წარომადგენლები სოფლის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს გაეცნენ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებთან, 2018-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხოციელების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მათთვის პრიორიტეტული ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და საქართველოს რეალობაში მისი გამოყენებაა, რაც, მათი თქმით, უკეთ განავითარებს სოფლის მეურნეობას.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, რომლის განცხადებით სოფლის განვითარება საქართველოსათვის ახალი, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კონცეფციაა, რაც სამინისტროს პრობლემების მოგვარებას გულისხმობს.

„ფაროსანასთან ბრძოლა, ტყის დაცვა და ირიგაციის კუთხით სარეაბილიტაციო სამუშაოები სამინისტროს მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მათი მოგვარება ჩვენი მიზანია.

ფაროსანასთან ბრძოლით ვცდილობთ გადავარჩინოთ ჩვენი მოსავალი და შევინარჩუნოთ ეკონომიკური მომგებიანობა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში. ფაროსანა ჩვენი ეკო- გარემოს ნაწილი იქნება, ის არ გაქრება და ფაროსანას კონტროლი ჩვენი ამოცანაა.

რაც შეეხება ტყეს, ჩვენი მიზანია, მინიმუმანდე დავიყვანოთ უკანონი ტყის ჭრა, რის განხორციელებისთვისაც, ალბათ, მთელი წელი დაგვჭირდება. იმედი გვაქვს მივიღებთ ტყის კოდექსს და ამით შევქმნით ფუნდამეტს თუ როგორ ვმართოთ ტყე.

ასევე, მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო სამუშაოები ირიგაციის კუთხით. ვიდრე ჩვენ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვახორციელებთ, ჩვენი მიზანია მიმდინარე წელს მოსავლის მიღების პირობები შევქმნათ და დავალაგებთ მიწის პოლიტიკიკას რაზეც სამინისტრო უკვე მუშაობს“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო სოფლის განვითარების პოლიტიკის შექმნასა და დანერგვაზე, რაც 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველომ 2017 წლის მარტში მიიღო. სტრატეგიის მიზანია სოფლის განვითარების ევროპული მოდელის დანერგვა და საქართველოს ეროვნული ხედვის განსაზღვრა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა.

სტრატეგიის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი ეროვნული განხილვა საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის მონაწილეობით.

სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის მიღებისა და განხორციელების პროცესს მხარს უჭერენ ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის უფრო ფართო ინიციატივის, ENPARD-ის, ფარგლებში.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.