სიღნაღი - „პოტიომკინის სოფლის“ ნათელი მაგალითი!

სიღნაღი - „პოტიომკინის სოფლის“ ნათელი მაგალითი!

ორი დღის წინათ "თეთრების" ლიდერებმა თემურ შაშიაშვილმა და ზურაბ ხასიამ "ღირსების ულტიმატუმის" ხალხისათვის გაცნობის მიზნით რეგიონებში მოულოდნელი სტუმრობა განიზრახეს.

პირველი მარშრუტიც კახეთის რეგიონიდან შეირჩა. თუმცა, უამინდობის გამო ერთ დღეში ყველა რაიონის ნახვა შეუძლებელი გახდა და მხოლოდ სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და გურჯაანში ჩასვლა მოხერხდა. მათ თან ჟურნალისტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ახლდა. მეტწილად სააგენტოების და ორი გაზეთის წარმომადგენლები ვიყავით. კახეთში კი რამდენიმე ადგილობრივი ჟურნალისტიც შემოგვიერთდა.

ხალხთან გასაუბრება "აღორძინებული სიღნაღის" თემით დავიწყეთ. ცნობილი პიროვნების გამოჩენამ ზოგი დააბნია, ზოგმა კი წინასაარჩევნო კამპანიის ფორმატად აღიქვა, რადგან იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ხელისუფლების შეცვლის მსურველებს არჩევნებში მონაწილეობის აუცილებელობაზეც ესაუბრებოდა. ამდენად, ხალხი ჩუმად გვეკითხებოდა მისი სტუმრობის მიზეზს. ჩვენც გვიწევდა იმის ახსნა, რომ თემურ შაშიაშვილი მერობის კანდიდატი არ არის და არჩევნებში არ მონაწილეობს.

დიალოგები სიღნაღის ცენტრში ყველაზე მაღალ ადგილას მდებარე სასტუმროს წინ დაიწყო, სადაც ათამდე შუახნის, თუ ხანშიშესული მამაკაცი მზეს ეფიცხებოდა და "ბირჟაზე" ნარდის თამაშით ერთობოდა. სააღდგომო მილოცვების შემდეგ საუბარი პრობლემებზე დაიწყო. ერთხმად თავიანთ გასაჭირზე საუბრობდნენ. ძირითადად, უმუშევრობასა და უფულობას უჩიოდნენ. რამდენიმე მათგანს მივუახლოვდი და გაკვირვებული სახით ვკითხე:

აკი ახალმა ხელისუფლებამ გაალამაზა და ააყვავა თქვენი ქალაქიმაინც უკმაყოფილოები ხართ?

- ჩვენ აქ არც ერთი კარგი ხელისუფალი არ გვინახავს, - ამბობს შუახნის მამაკაცი, რომელსაც შრომის კვალი სახეზეც ეტყობა და ხელებზეც, - გამსახურდია იყო, რა ამბავი მოხდა, იცით. შევარდნაძემ ფულები შეგვიჭამა.

შემნახველ სალაროში შეტანილს გულისხმობთ ალბათ.

- კი. ყველას ფული გვქონდა ჩვენთვის და შვილების სახელზეც შეტანილი. ჩვენი დასამარხი ფული მოგროვილი გვქონდა. დღეს არაფერი გაგვაჩნია.

წეღან უმუშევრობის პრობლემა ახსენეთამ შენობებში ხალხი არ დასაქმდა?

- სად უნდა იმუშაო, შვილო? ჯერ ერთი, 40 წლის ზევით საერთოდ სამსახურში არ იღებენ, - საუბარში ახლა დაახლოებით 60 წელს გადაცილებული, სხვებივით ძველმანებში ჩაცმული მამაკაცი ჩაერთო.

აბაამ სასტუმროებშირესტორნებსა და ბანკებში ვის ამუშავებენ?

- დაიარეთ ყველაფერი და ნახეთ, რამდენია აქაური. უმეტესი ნაწილი ქალაქიდან ჩამოჰყავთ. მშენებლობაზეც კი არ გვაკარებენ. აგერ, კაცი დურგალია, მაგრამ ვის სჭირდება? ეგ დაწესებულებები ვისიცაა, ხალხიც იმათია. ახალგაზრდობას აქ ვერ ნახავთ. აი, აქეთ სულ გამოკეტილი სახლებია.

ახალგაზრდობა სად მიდის?

- ზოგი თბილისში ვაჭრობს. ვინც წასასვლელი ფული იშოვა, საზღვარგარეთ წავიდა და, ალბათ, კაი ხანს ვერც ჩამოვლენ უკან.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენეს გალამაზებული სახლები ახლა მილიონებად გაიყიდებაოხალხი გამდიდრდებაოაქაურ ქართველებს ამდენი ფული აქვთრომ იყიდონ?

- გაიყიდა არა, გამაიყიდა! ვინ ყიდის მილიონებად? არც მყიდველია, არც გამყიდველი, - ამბობს ერთი.

რომ გავყიდოსადღა წავიდეშვილოვიმათხოვრომთელი ცხოვრება აქ გამიტარებია... - დასძენს მეორე.

- აქაურ ქართველებს, აბა, საიდან უნდა ჰქონდეთ ამოდენა ფული? რაც გაიყიდა და გალამაზებულსა ხედავთ, ეგ სულ თბილისელებისაა.

მართლავისია?

- ეს სასტუმრო კოდუასია, ისა რჩეულიშვილის ცოლისა. დაბლა რომ რესტორანია, ის თოფაძისაა. შაბათ-კვირას უნდა ნახოთ, აქ რა ხდება, სულ ჯიპებითა და კაი მანქანებით ივსება. ჩვენ კი ქუჩაზე შუქიც არ გაგვიკეთეს, სამი წელია, ეგრე ბნელში დავდივართ, - ერთმანეთს ენაცვლებიან სიღნაღელები.

კოდუაც ჩამოდის აქ?

- აბა, რა ვიცით? ჩვენ მაგას ვერა ვცნობთ. მარა სუ რო ეგენი ჩამოდიან თბილისიდანა და თურქებიც ბლომად არიან, ამას კი ვხედავთ. აგერ რომ შენობაა, მანდ ერთი კარგი რესტორანი იყო. ხშირად შევდიოდით-ხოლმე და ვქეიფოდით. ეგ სამი წელია, დახურეს, პაპაშვილისაა. ხომ ხედავთ, დაბლა ბანკია გახსნილი. დანარჩენშიც სასტუმროს და რესტორანს აშენებენ. ამ რესტორნებში კიდე ჩვენ ვერ შევდივართ, მწვადი 15 ლარი ღირს.

თქვენ ღვინოს რამდენად ყიდით? - შეეკითხა ქალაქელ "გლეხებსბატონი თემური.

- კარგი ღვინო 2 ლარი ღირს, - შეწუხებული სახით უპასუხა ერთმა ზორბა ტანის, შუახნის კაცმა. ბატონი თემურის გაოცება ისე აღიქვა, თითქოს ეძვირაო.

რაობატონო თემურგანა ბევრია? - იკითხა უკმაყოფილო სახით, - მანაბეღლავილუდიკოკა-კოლა ეგრე ძვირი უნდა ღირდეს და ჩვენი ღვინო - იაფი?

- არა, ბატონო, მე სწორედ ის მიკვირს, რომ ნამდვილი ღვინო ტუალეტის ქაღალდს და წყალს არ უნდა უტოლდებოდეს, - უპასუხა თემურ შაშიაშვილმა. ან ყველაფერი ამათი როგორ არის? როდის მოასწრეს ამდენი ფულის შოვნა, რომ ამდენი რამ იყიდეს ამ რაიონშიც. შემოსავლელში რომ "ვისოლის" ბენზოგასამართი სადგურია, რომელშიც სააკაშვილის ძმაა, ეს რა ზნეობაა? - კითხულობს შაშიაშვილი და იქაურებს თავის პროგრამის შესახებ მოკლედ ესაუბრება. მერე გაზეთებსაც უტოვებს, რომელშიც "ღირსების ულტიმატუმის" მნიშვნელობა და სამოქმედო გეგმებია ჩამოყალიბებული.

მერე საუბარი ადგილობრივ თვითმმართველობაზე ჩამოვარდა. იქ მდგომების თქმით, რომელი გამგებელიც რომელი რაიონიდაა, იმის გაძლიერებას ცდილობს. ასე მოხვდა წნორში საავადმყოფოც, არქივიც და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიც. წნორი კი სიღნაღიდან 7 კილომეტრითაა დაშორებული.

"ბირჟას" ისე ვტოვებთ, რომ ხალხს მაინც უიმედობა ეტყობა. "აბა, ჩვენი დამხმარე და მშველელი ვინ მოვა?.. ან ჩვენს ფულს ვინ დაგვიბრუნებს?.. ეჰ, ჩვენი საშველი არ იქნება!" - ამბობენ ისინი. თემურ შაშიაშვილი კი აიმედებს, რომ თუ ნორმალურ ადგილობრივ ხელისუფლებას აირჩევენ, ანაბრების საფასურად ამ დაწესებულებებიდან გარკვეული პროცენტი მაინც უნდა მიიღონ თვეში. ანაბრების შეფასება კი დოლარის მაშინდელი კურსით უნდა მოხდეს.

სასტუმროდან დაბლა ვეშვებით. გზად რამდენიმე დაჯგუფება კიდევ შეგვხვდა. აქაც შუახნის მამაკაცები დგანან, მაგრამ უფრო სოლიდურად ჩაცმულები და კარგად შენახულები. თუმცა, სათქმელი იმათაც იგივე აღმოაჩნდათ. ისევ უმუშევრობასა და მიგრაციის პროცესებზე წუხან. სკვერში გრძელ სკამზე მჯდარი ორი გოგო შევნიშნე. გამიხარდა, როგორც იქნა, ახალგაზრდებიც ვიპოვე-მეთქი, მაგრამ ისინი მეთორმეტე კლასელები აღმოჩნდნენ.

საუბარში გოგონებმაც წუხილი გამოთქვეს, რომ სიღნაღში ახალგაზრდობისათვის არანაირი პირობები არ არსებობს. სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაოდ თბილისიდან ჩამოსულები ჭარბობენ. გასართობი საშუალებაც არაფერია.

"სკოლას რომ დავამთავრებ, თბილისში წავალ სასწავლებლად. საზღვარგარეთ სწავლაზეც არ ვიტყოდი უარს. მაგრამ ჩემს სამშობლოში ნაშოვი ერთი ლუკმა პური მირჩევნია. ამიტომ თუ დასაქმებას აქ შევძლებ, დარჩენას არსად ვაპირებ", - მეუბნება ცისფერთვალება მშვენიერი გარეგნობის გოგონა. მის მეგობარს კი მიაჩნია, თუ შენს სამშობლოში ნორმალური ცხოვრების პირობები არ არის, სადაც შეძლებ, იქ უნდა წახვიდე.

ბოლოს "ნაციონალების უფასო სასადილოს" წინ მდებარე სასტუმროების ქსელშიც შევიხედეთ, რომელიც რჩეულიშვილებისა რომ არის, სახელიდანაც აშკარაა. "რჩეული მარანი" თავის ლამაზ ბუკლეტებზე დამსვენებლებს თელავში, სიღნაღსა და ბათუმში კარგ სერვისს თავაზობს. თუმცა, ნომრების ფასები 285 ლარიდან 150-მდეა (ვიპ, ლუქსი და ნახევრადლუქსი ნომრები).

ახალგაზრდამ, რომელსაც ჟურნალისტები მორიგი დამსვენებლები ვეგონეთ, გვკითხა: "როდისთვის გნებავთ ჩვენს სასტუმროში დასვენება? სამი დღით უკვე დაჯავშნილია-"ო. ნომრების რაოდენობა კი, როგორც ბუკლეტიდან შევიტყვეთ, აქ სულ ჩვიდმეტია. ჩვენს შესვლამდე როსტორნიდან ბელგიელი ტურისტების ხალხმრავალი ჯგუფი გამოვიდა. ჩემს შეკითხვაზე, ძირითადად, ვინ სარგებლობს ამ სასტუმროთი, ახალგაზრდა ყმაწვილმა მიპასუხა, რომ ხშირად სამინისტროების მიერ მომზადებული სემინარებიც ტარდება.

რესტორან "ფიროსმანში" კი, რომელიც სასტუმროს პირველ სართულზეა, თეთრ დარბაზში თეთრი როიალიც დგას. მენიუ მაშინვე მოგვართვეს. თუმცა, მასპინძლები აქაც ვერ მიხვდნენ, რომ ჩვენ მხოლოდ ფასების გადასამოწმებლად ვიყავით შესულები. ბევრი რამის ფასი თბილისის რესტორნების ფასებისაგან მართლაც განსხვავდებოდა. განსაკუთრებით მწვადის ფასით დავინტერესდით. ხბოს 10 ლარი, ხოლო ღორის - 12 ლარი რომ წავიკითხეთ, ჟურნალისტებმა ცივად დავტოვეთ იქაურობა. აქ მასპინძლობა ვერც ვოიაჟის ავტორმა შეძლო. ადგილობრივებმაც ბოდიში მოგვიხადეს.

თემურ შაშიაშვილი იქვე მინიმარკეტის პროდუქციის წარმომავლობითაც დაინტერესდა. გამყიდველმა ქალებმა ძლივს გაიხსენეს, რომ შოკოლადი "ბარამბო" ჰქონდათ ქართული წარმოების. დანარჩენი ყველაფერი ისევე თურქეთიდან და ევროპიდან შემოზიდული აღმოჩნდა, როგორც თბილისის მაღაზიებშია.

"ეს არის ნამდვილი "პოტიომკინის სოფელი". გარედან მტერს უკლავს გულს და ახლოდან მოყვარეს", - განაცხადა იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა, რომელმაც იქვე შეიტყო, რომ მისი ახლობლების ყოფილი სახლიც და მთელი უბანიც აზერბაიჯანელებს შეუსყიდიათ და კაზინოების ქსელის გაფართოებით ხელისუფლება აქაც საკუთარ ბიზნესზე ზრუნავს.