მადამ ტიუსოს მუზეუმის გასაჭირი

მადამ ტიუსოს მუზეუმის გასაჭირი

ბრიტანული პრესის მტკიცებით, საქვეყნოდ ცნობილ მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმს მძიმე დღეები უდგას. ალბათ მიმდინარე წლის ზაფხულის სიცხეს უნდა დავაბრალოთ და მუზეუმის თანამშრომლებს დამთვალიერებელი ქალბატონები არაერთ პრობლემას უქმნიან.

 

მადამ ტიუსოს მუზეუმში მოთავსებული ბრედ პიტის გაშიშვლების მსურველთა რიცხვი განუხრელად მატულობს. იქაური თანამშრომლების ინფორმაციით, დამთვალიერებელ ქალბატონებს ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, რასაც წელს ქვემოთ, შარვალი უფარავს ცნობილ სექს-სიმბოლოს. მსოფლიო შოუ-ბიზნესში არაერთი ლამაზი მსახიობი მამაკაცი მოღვაწეობს, მაგრამ მადამ ტიუსოს მუზეუმის დამთვალიერებელმა “სუსტი სქესის” წარმომადგენლებმა მაინც ბრედ პიტი ამოირჩიეს.

 

მადამ ტიუსოს მუზეუმის “სუსტი სქესის” ექსპონატებს შორის, განსაკუთრებული “პოპულარობით” ნაომი კემპბელისა და ელ მაკფერსონის ცვილის ქანდაკებები სარგებლობენ.

 

მუზეუმის ადმინისტრაცია გაოცებასა და შეშფოთებას ვერ მალავს, თუ როგორ ახერხებენ “შემოპარული მანიაკები” ნაომი კემპბელის სხეულის “დატორვას”. დეიდა ნაომის ღირსეული კონკურენტი ჰყავს, მოდელი ელ მაკფერსონის სახით. მაკფერსონის ცვილის ფიგურას მოკლე მაისური, ჭიპსაც რომ ვერ დაუფარავს და სუპერმინი ბოლოკაბა აცვია. რასაკვირველია, დიაცი ელის კაბის ქვეშ შეძრომის მსურველთა რიცხვი მეტად შთამბეჭდავი იყო და მუზეუმის ადმინისტრაციას სპეციალური მცველის დაქირავებაც მოუწია.