"ყიამყრალმა ბობოხიძემ მიიღო პასუხი..."

პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა ლამის მუშტი-კრივში გადაიზარდა. ამჯერად ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი კაკო ბობოხიძე და უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელის მწვავე საპარლამენტო გამოსვლით გაღიზიანებულმა ბობოხიძემ კოლეგას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გიორგი ცაგარეიშვილმა წყლის ბოთლის სროლით უპასუხა. გვესაუბრება ბატონი გიორგი ცაგარეიშვილი.

- მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ თავი ვერ შევიკავე, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, რაც ამ ყიამყრალმა ბობოხიძემ გადალახა და ამიტომაც მიიღო პასუხი. მე-11 წელიწადია პარლამენტში ვარ და რაც ბობოხიძემ იკადრა, მსგავსი შეურაცხყოფა არავის მოუყენებია. თუ სასწორის სხვადასხვა პინაზე პოლიტიკა და ადამიანური ღირსება დაიდება, ყოველთვის ავირჩევ ადამიანურ ღირსებას, თუმცა ბობოხიძისნაირი უღირსი ადამიანებისთვის ეს გაუგებარია. წლების განმავლობაში ვიბრძოდი ამ ნაძირალების წინააღმდეგ, რომლებიც დღესაც საქართველოში სექსუალურ მანიაკებსა და "მეცოცხეებს" მფარველობენ.

"კვირის პალიტრისინტერნეტგვერდზე ბობოხიძემ განაცხადა: "როდესაც ცაგარეიშვილი გამოდის და სირობებს ლაპარაკობსუსუფაშვილს ევალებარეაქცია ჰქონდეს ამაზე"...

- მე არასდროს დამირღვევია კანონი, არ დამიღვრია სისხლი, არ დამირბევია მიტინგები, არც ცოცხებით გამაუპატიურებლებს ვმფარველობ. ბობოხიძეს და მის მეგობრებს ყოველთვის შევახსენებ რა "ვაიკაცებიც" არიან.

პარლამენტში გავიხსენე შემთხვევა, როდესაც ეროვნული ფორუმის აქტივისტ ქალბატონს, ნონა საღარეიშვილს 2008 წლის 5 იანვრის არჩევნების შემდეგ საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ ვიღაც თახსირი კაცები და ახრჩობდნენ. ყველას გვახსოვს, თუ როგორ იტაცებდნენ "ნაცმოძრაობის" "ზონდერები" საპროტესტო აქციებიდან შინისკენ მიმავალ ოპოზიციის მხარდამჭერებს და სასტიკად უსწორდებოდნენ. 2010 წელს, როდესაც სააკაშვილი მობრძანდა თავისი მოხსენებით პარლამენტში, მას ამ ნაწამები ხალხის 180-კაციანი სია გადავეცი. უახლოეს დღეებში ამ სიას გამოვაქვეყნებ. კიდევ რამდენიმე ფაქტის გახსენებაც შემიძლია, მაგალითად, 2009 წლის საპროტესტო აქციებისას, ყოფილი პარლამენტარი დავით უჯმაჯურიძე ჭავჭავაძის გამზირიდან გაიტაცეს მცხეთაში, ხეზე მიაბეს, აწამეს და მანქანა დაუწვეს. აქციიდან შინ მიმავალ "კოკა-კოლას" ვიცე-პრეზიდენტ ვახტანგ ლაღიძესაც გზაში დახვდნენ, მანქანა წაართვეს და სასტიკად გაუსწორდნენ. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე როგორ უნდა ლაპარაკობდნენ საერთოდ ის ადამიანები, ვინც ჯოჯოხეთს უწყობდნენ იმათ, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი არ იყო...

"ნაციონალური" მმართველობის დამნაშავე ჩინოსნები მოდებული არიან მსოფლიოს, ბობოხიძის ძმაკაცები, ადეიშვილის თამადობით, ვირთხებივით სოროებში იმალებიან. თუმცა არის რამდენიმე საქმე, რომელიც აქამდე უნდა გამოეძიებინათ. ვგულისხმობ გირგვლიანის, ჟვანიას, ვაზაგაშვილისა და სხვათა საქმეებს, რომლებშიც აშკარად ჩანს უკანონობის მთელი კასკადი. კაცთმოძულე არ ვარ, მაგრამ დამნაშავეებს პასუხი თუ არ ვაგებინეთ, არაფერი გამოვა. ჩემს კოლეგებს ხელისუფლებიდან, უნდა შევახსენო ხალხის წინაშე აღებული ეს ვალდებულება.

"არავის ეწყინოსმაგრამ უკრაინელი გმირი ხალხის შემხედვარესმრცხვენიარომ იმ ერის შვილი ვარრომელიც ,,იმიტირებულ ქრონიკაზეეროვნულ პანიკაში ჩავარდა და ფართხაფურთხით გაიქცა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებისკენ" - ეს  განცხადება გიორგი არველაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა.

- გიორგი არველაძე არის მაროდიორი - გვამების მძარცველი, მან გაძარცვა გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილი და მისთვის წართმეულ ტელევიზიაში დირექტორად მოგვევლინა, სასაცილოა, რომ ეს სინდისის ძარღვგაწყვეტილი კაცი ნოტაციებს გვიკითხავს.

შეიძლება არც კი იცით, რომ "მოდელირებული ქრონიკის"  წამყვანი ნათია კობერიძე, რომელიც მედიაექსპერტობას იჩემებს და ჟურნალისტებს გარიგებთ ხოლმე ჭკუას, წლების განმავლობაში უშიშროების საბჭოში ჰყავდათ გაფორმებული, ამ უწყების შტატიანი თანამშრომელი იყო და გვარიან ხელფასსაც იღებდა, როგორც ჩანს, იმ "მოდელირებული ქრონიკისთვის" ჯილდოდ მისცეს...

დაბოლოსროგორ შეაფასებთ უკრაინის მოვლენებს?

- არც ერთ ხელისუფლებას არ შერჩენია თავისი მოქალაქეების დახოცვა, არც იანუკოვიჩს შერჩება. რუსეთის როლი ამ კონფლიქტში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი განმსაზღვრელია. უკრაინაში გლობალური მასშტაბის დაპირისპირება მიდის, ეს არ არის მხოლოდ უკრაინელების პრობლემა. სამწუხაროდ, იქ უკვე ორი ქართველი დაიღუპა, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელი პარტიის წევრი იყო, თუმცა გამობრძანდა სააკაშვილი და გამოაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დაიღუპაო... ამ ტრაგედიის დროსაც კი ვერ იკავებენ თავს, რომ პარტიულ კუთვნილებაზე არ ილაპარაკონ. ის ქართველები, ვინც დაიღუპნენ, იბრძოდნენ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოს თავისუფლებისთვისაც. თუ უკრაინა დამარცხდა, ჩვენც დიდი პრობლემები შეგვექმნება.