კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 26/06/11, video)

კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 26/06/11, video)

სტუდია GNS და ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ:

1. 26 მაისს დაპატიმრებულთა დიდი ნაწილი თავისუფალია. წინასწარი დაკავების იზოლატორიიდან გამოსული ადამიანები პოლიციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე ყვებიან. თუმცა როგორც ჩანს, რეპრესიები ჯერ არ დასრულებულა. აჭარის ტელევიზიის საქმე, გასულ კვირაში, აჭარაში ოპოზიცის აქტივისტი დააკავეს, როლებსაც ბრალად ედება აჭარის ტელევიზიის ბლოკირება, ხელში ჩაგდება და ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლა. ბრალდების მხარის მოწმეები ჟურნალისტები არიან, თუმცა შესაძლოა ისინი ცრუ მოწმეები აღმოჩნდნენ. ნახეთ იმედა დარსალიას რეპორტაჟი.

2. ბალტიმორის საიმიგრაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ექსპრეზინდენტ შევარდნაძის ყოფილ მრჩეველს სამშობლოში საფრთხე ემუქრება. თემურ ბასილიამ შეერთებულ შტატებში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. მიუხედავად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებისა, რომ ქართული სასამართლო მსოფლიოში ყველაზე თავისუფალია, ფაქტები  სხვას მეტყველებს. რევოლუციური მთავრობის პოლიტიკური დევნილების სტატისტიკა -ნახეთ ანა გოჩაშვილის რეპორტაჟში.

3. გუდამაყრის ხეობის 19 სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა დაიმეწყრა. მისი რეაბილიტაციისთვის, ერთი წლის წინ, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მილიონამდე ლარი გამოიყო. აღარ არსებობს გომბორის გზაც, რომლის  მაღალი ხარისხითაც ხელისუფლება ცოტა ხნის წინ ასე ამაყობდა. არასწორად შედგენილი პროექტები, დაჩქარებული სამუშაოები და სტიქიას გატანებული მილიონები. ნახეთ ზვიად თხელიძის სიუჟეტში.