"სააკაშვილი ჯერ კიდევ ბევრი უბედურების დატრიალებას აპირებს“

ყალბი ემოციების კვირაში ნამდვილი იყო ტყვია, რომელმაც ეროსი კიწმარიშვილის სიცოცხლე შეაჩერა. ეროსი დღეიდან წარსულია, რომელმაც იმ ქვეყნად ბევრი საიდუმლო წაიღო. რატომ მოაკითხა ეროსის ასე ნაადრევად სიკვდილმა, რომელიც სიკვდილამდე სიკვდილს არ აპირებდა? ამ კითხვას ამომწურავი პასუხი, ალბათ, არასოდეს გაეცემა და სამწუხაროდ, ეროსი პოლიტიკური ვაჭრობის თემად იქცევა. თუკი რომელიმე პარტიის ინტერესში შედიოდა ეროსი კიწმარიშვილის სიცოცხლის ტრაგიკული დასასრული, ეს არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თუმცა ხელისუფლებაზე თავდასხმის ექსკლუზივი "ნაცმოძრაობამ" აიღო და ფორვარდის როლი შეითავსა სააკაშვილმა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიიდან, "კურიერის" პირდაპირი ეთერიდან "დაბომბა". სააკაშვილი რაც უფრო მეტს იყბედებს, მით მეტად გაჩნდება მის მიმართ კითხვები. თუკი პროკურატურა მის ჩანაწერს გულდასმით მოისმენს, მისი ტექსტიდან იკვეთება, რომ დღეს ეროსი კიწმარიშვილის თავიდან მოშორება ყველაზე მეტად აწყობდათ "რუსთავი 2"-ის დე იურე მეპატრონეებს - სააკაშვილსა და მის გუნდს. ზღვარსგადასულმა "ნაგლებმა" "რუსთავი 2"-ის შენიღბვაც არ იკადრეს და "ნაცების" ნაპროკურორალი ნიკა გვარამია არხის გენერალურ დირექტორად ჩანერგეს,  სააკაშვილისთვის და "ნაციონალური მოძრაობისთვის" დღეს "რუსთავი 2" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ვიდრე იარსებებს "რუსთავი 2", იარსებებს "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნების თუნდაც თეორიული შანსი. ვინც კი "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიან რეჟიმს წინ გადაურბინა, თითქმის ყველა სამი მეტრის ქვემოთ წევს მიწაში. რა გასაკვირია, რომ ეროსის სიკვდილის მიზეზი ვიღაცამ "ნაცებში" ეძებოს? "რუსთავი 2"-ის დასაბრუნებლად ბრძოლაში შესული ადამიანი დღეს განეიტრალებულია, სააკაშვილი კი აცხადებს, რომ ამ ტელევიზიის დასათმობად ეროსის დიდი ფული გადაუხადეს. მაშ სადაა ლოგიკა? მკვდრები კითხვებზე არ რეაგირებენ, ახლა გარდაცვლილი ეროსი სააკაშვილისთვის ყველაზე კარგი მოწმეა, რომელიც მის მიერ ნათქვამს ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს. ფაქტი ერთია, ამ უბედურებამ ვიღაცის წისქვილზე დაასხა წყალი და ამიერიდან, "რუსთავი 2"-ის გადამრჩენელთა ბრძოლას ვიხილავთ "ნაციონალების" სახით, საიდანაც კიდევ ერთი ახალი რევოლუციის მოწყობის მცდელობას დავინახავთ. წინ მძიმე პროცესებია მოსალოდნელი, "ჯოჯოხეთის მოწყობის" დამაანონსებლებს მანქანა მოქოქილი ჰყავთ, სააკაშვილს კი თავი ისევ პრეზიდენტი ჰგონია, იმიტირებული ამბების ქრონიკა ამჯერად "კურიერის" ეთერიდან გრძელდება.

კარგი ნერვები უნდა გქონდეს, რომ სააკაშვილის ინტერვიუს მოუსმინო და შემდეგ, მასზე კომენტარი აკეთო. აი, მაგალითად, ნაპრეზიდენტალი ამბობს, რომ "ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იქნებოდა, ეროსი კიწმარიშვილის ფაქტზე მე ვთქვა, მკვლელობა იყო ეს, თუ თვითმკვლელობა. მე არ მინდა დავემსგავსო მათ, ვინც მართლა სიცრუით მოვიდა პოლიტიკაში და სიცრუით განაგრძობს ადამიანების ზომბირებას". რა შეიძლება ასეთ ადამიანს უწოდო, რომელიც სიცრუით შემოძვრა ქართულ პოლიტიკაში, ამერიკიდან ჩამოიყვანა მისმა მეგობარმა ზურაბ ჟვანიამ, რომელიც ჯერ პოლიტიკურ აფსაიტში გაუშვა და შემდეგ საიქიოში? რა უნდა თქვა იმ ადამიანზე, რომელმაც ჯერ ხალხი აქცია არარაობად, წლები სიცრუესა და სიკვდილის მოლოდინში გვაცხოვრა, დაგვაზომბირა და შემდეგ, როგორც უკანასკნელი ლაჩარი, კაბაში გადაცმული ყვარყვარე, ქვეყნიდან აითესა? როგორც ჩანს, სააკაშვილი ჯერ კიდევ ბევრი უბედურების დატრიალებას აპირებს. აი, რას აცხადებს ის: "მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანი დაპატიმრებულია, მას შემდეგ, რაც მე ქვეყნის გარეთ მომიხდა წასვლა, "რუსთავი 2" ერთმნიშვნელოვნად რჩება მთავარი სამიზნე რუსი ოლიგარქი ივანიშვილის და ასევე, ალბათ, იმ ხალხის, ვისგანაც ის იღებს ინსტრუქტაჟსა თუ რჩევებს. ის, რომ "რუსთავი 2" მისი სამიზნეა, მას ჩემთვის ეს რამდენჯერმე აქვს ნათქვამი. მათ შორის 2012 წლის არჩევნების შემდეგ, პირდაპირ თვალებში ყურებით. რამდენჯერმე აქვს დაბეჯითებით ნათქვამი, რომ ამ ტელევიზიას წაიღებს, რომ ამ ტელევიზიას მფლობელებს წაართმევენ. მე არც ვჭორაობ, ეს არის ის, რაც მან თქვა და სხვათა შორის, საჯაროდაც თქვა არაერთხელ". - ყალბია მიშა შენი ბოდვები! უბედურება ისაა, რომ დღეს შენთან ჟურნალისტებს აქვთ კითხვები და პროკურატურა ვერ უზრუნველყოფს შენს დაკითხვას. მიშა, შენს მხარეს, მხოლოდ კრიმინალური წარსული დგას, სიმართლემ დიდი ხანია მიგატოვა და მხოლოდ კრიმინალური აზროვნებაა შენი თანამდევი. თუკი ბიძინა ივანიშვილი ამ ტელევიზიის მფლობელებისგან წაღებას აპირებდა, ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ ტელევიზიის შენი და შენი თანამზრახველების ხელიდან გამოგლეჯა უნდოდა, რომლებმაც ეს ტელევიზია შსს-ს დანამატად და პოლიტიკურ იარაღად აქციეთ. ამ ტელევიზიიდან იყო, ხალხს რომ აზომბირებდით, აუბედურებდით და ყველაზე დიდ საშინელებას ყველაზე დიდ წარმატებად ასაღებდით. ამ ტელევიზიით იყო, რომ წესიერი ადამიანები სამშობლოს მოღალატეებად გამოგყავდათ და პროფესიონალებს ჯაშუშებად აცნობდით. ჩრდილოეთ კორეასაც კი შეშურდებოდა თქვენი მართული ტელევიზიის და შალვა ნათელაშვილის ცნობილი ფრაზებისა არ იყოს, ჰიტლერს რომ "რუსთავი 2" ჰქონოდა, მეორე მსოფლიო ომს მოიგებდაო. ამ ტელევიზიამ გაგაქაჩვინათ 9 წელი და ეს იმიტომ, რომ რეჟისორის პულტთან შენ, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ივანე მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი ისხედით. შენ მსოფლიოს წამყვანი ფსიქიატრიული კლინიკებიც ვეღარ განგკურნავენ, მიშა. 

ახლა ვნახოთ, სააკაშვილის ინტერვიუს კულმინაცია და "ნამიოკი" ბიძინას: "ეროსი კიწმარიშვილი ტელევიზიის წაღების პროცესს არ ეთანხმებოდა, იმიტომ რომ რეალურად ის იყო "რუსთავი 2"-ის შემქმნელი. "რუსთავი 2"-ის წაღება ეროსის სიცოცხლის პირობებში საკმაოდ გართულდებოდა. შეუძლებელი არ იქნებოდა, მაგრამ გართულდებოდა. მე არ ვამბობ, რომ ის აუცილებლად ვიღაცამ მოიშორა, ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, მაგრამ გამოძიების ადგილას, მე ყველა სამხილს შევკრებდი და ფედერალურ ბიუროში გავაგზავნიდი. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეროსის სიცოცხლის დასრულებასთან ერთად, "რუსთავი 2"-ის მიმართ საფრთხე ავტომატურად იზრდება, თუნდაც იმის გამო, რომ ბევრად უფრო ადვილია, რაღაც სამართლებრივი მაქინაციებით თქვენს ტელევიზიაზე თავდასხმა, ამ სიტუაციაში, ბოლო დამოუკიდებელი დიდი არხის გადარჩენა, ეს არის ქართული დემოკრატიის გადარჩენის ტოლფასი". ახლა ვნახოთ, რა ქვეტექსტებია სააკაშვილის ფრაზების მიღმა და რას ნიშნავს, ეროსის სიცოცხლეში "რუსთავი 2"-ის წაღება გაჭირდებოდა? რაო, მიშა, დიდხანს ფიქრობდი, რომ ცოცხალი ეროსი საფრთხეს შეგიქმნიდა და მის სიცოცხლეში ამ ტელევიზიის საბოლოოდ დათრევა გაჭირდებოდა? საკუთარ თავს ყიდი, მიშა, საკუთარ გეგმას შიფრავ. ერთი მხრივ, აცხადებ, რომ ეროსიმ ტელევიზია გაყიდა და ფული აიღო. მაშ, ვინ ეკითხებოდა ყოფილ მფლობელს ამ ტელევიზიის ბედს? გამოდის, რომ რაღაც სერიოზული იმალება შენი განცხადებების მიღმა და ის დროა, პროკურატურაში გამოცხადდე შენივე ფეხით, ჰო, მართლა, როცა შენ "რუსთავი 2"-ის გადარჩენას, საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის ტოლფასად ასაღებ, აქვე გეტყვი, იქ შენი დამყარებული დემოკრატიის დედაც... და აქ შენი ჯიბის ტელევიზიის დამოუკიდებლობაც... როცა "რუსთავი 2"-ის გადარჩენისთვის იბრძვი, 2007 წლის 7 ნოემბერი გაიხსენე, "იმედში" შევარდნა და სპეცოპერაცია კოდური სახელით "ბადრის რა? დედის ტყ...ა"! ჰოდა, "გიულიევიჩ" სანამ შენი დედიკო მოუკითხიათ, ტვინი გადაარესტარტე, უტიფარო!

და კიდევ, გაინტერესებს, რას წერს ეროსი კიწმარიშვილი თავის მემუარებში ბიძინა ივანიშვილზე? კიწმარიშვილი ივანიშვილთან პირველ შეხვედრას იხსენებს, ის ყვება, როგორ აპირებდა ივანიშვილი მისთვის 20 მილიონის გადახდას ტელევიზიისთვის და როგორ ჩაიშალა ეს მოლაპარაკება. როგორც ეროსი კიწმარიშვილი ამბობს, მიხეილ სააკაშვილის გამო. ნაწყვეტი მემუარებიდან: "მე მინდა მადლობა გამოვხატო თქვენ მიმართ და რახან ბადრი დამარცხდა, მე "მეცხრე არხი" აღარ მჭირდება. თქვენ გაჩუქებთ მის ტექნიკას, სიხშირეს, შენობებს და რაც მოგეწონებათ, ყველაფერი წაიღეთ... ბიძინამ მითხრა, რომ "რუსთავი 2"-ის ანგარიშზე 20 მილიონ დოლარს ჩარიცხავდა, რათა ტელეკომპანიას დეფიციტი აღარ შეჰქმნოდა, ხოლო მომავალი აქციონერების სია ერთად უნდა ჩამოგვეწერა, ის აპირებდა ჩვენთვის, ტელევიზიის დამფუძნებლებისთვის, მატერიალური კომპენსაცია გადაეხადა". გაები, მიშა, შენივე დაგებულ ხაფანგში? შენს შეთხზულ მოძალადეს ეროსი მადლობას უხდის თავის მემუარებში, რომ არნახულ დახმარებას სთავაზობდა, რაც შენ ჩაშალე. გვრჩება გონივრული ეჭვი, რომ ეროსი კიწმარიშვილის განეიტრალება სწორედ შენს ინტერესში შედიოდა, ახლა კი დროა, საპირისპირო გვიმტკიცო! მიშა, შენს ტყუილებს რომ მოკლე ფეხები აქვს, ქიბარ ხალვაშის განცხადებებიდანაც ჩანს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში მოგიწოდებს, "რუსთავი 2"-ის დაფინანსება შეწყვიტო:

"მაინც რატომ გართულდებოდა "რუსთავი 2"-ის წართმევა? რას იზამდა ცხონებული ეროსი, ცოცხალი რომ ყოფილიყო? გიულიევიჩ, იმაზე იფიქრე, რა მოხდა 2006 წლის 15 და 16 ნოემბერს? და თუ დაგავიწყდა, შეგახსენებ? აწ განსვენებულს ნუ აწვალებთ, ნუ დაარბენინებთ აქეთ-იქით თავის გადასარჩენად. შენ ხარ ის ადამიანი, ვინც ცდილობს, ეროსის სიკვდილით სარგებელი ნახოს. "რუსთავი 2"-ს შენისთანა მძორების გადარჩენა რომ შეძლებოდა, შენ ახლა თბილისში იქნებოდი და "რუსი ოლიგარქი" (ვენაცვალე მას შენი გაძევებისთვის) წასული. დაანებე თავი ფულის ხარჯვას და "რუსთავი 2"-ის დაფინანსებას იმისთვის, რომ ქართველებს ყოველდღიური ცხოვრება მოუწამლო. ან საერთოდ, შენ "რუსთავი 2"-ს ვინ გეკითხება, ის ხომ სხვისია, ისინი რა, მუნჯები არიან და თუ ვინმე აწუხებთ, ხმის ამოღება არ შეუძლიათ? მაგარი მავნებელი ჰყავხარ ღმერთს გაჩენილი, "გიულიევიჩ", პლუს უნამუსო და თანაც რეგვენი! იმის მოთმენის უნარიც არ გაქვს, რომ მილიონი სისულელე არ ილაყბო. სიჩუმე ოქროაო, თუ გაგიგია?"

ქიბარი მართალია, ღმერთმა ბოროტება განაკაცა და მას სახელად მიშიკო დაარქვა, ეს მავნებელი სანამ ამ ქვეყანას არ ააყირავებს და რაც პუტინმა დაგვაკლო, ეს არ შეგვისრულებს, მანამდე მის ბოდვებს უნდა ვუსმინოთ დოყლაპიას პოზიციიდან? ერთი საათით რომ მთავარი პროკურორი ვიყო, პოლიტიკურ შტანც-მარკას დაგადებდი და დილეგში ჩაგაგდებდი, მიშა!!!