ჩაის ფრონტის შუქურები

ჩაის ფრონტის შუქურები

პირობა - 6 000 კილოგრამი

ნასაკირალის ჩაის საბჭოთა მეურნეობის კომკავშირელმა მეჩაიემ სულიკო მამალაძემ ნახევარ ჰექტარ ფართობზე უკვე 5 ტონა ხარისხოვანი ჩაის ფოთოლი მოკრიფა.

სეზონის დასასრულამდე მოწინავე მეჩაიის პირობა 6 000 კილოგრამი „მწვანე ოქროს“ მიღებას ითვალისწინებს.

მერგოლური - მაგალითის მიმცემი

სოფელ ვაკიჯვრის კოლმეურნეობის ახალგაზრდულმა რგოლმა სახელმწიფოს 15 ტონაზე მეტი ძვირფასი ნედლეული შემატა.

თანატოლებს ნაყოფიერი შრომის მაგალითს აძლევს მერგოლური ჟუჟუნა თხილაიშვილი, რომელმაც 4 000 კილოგრამი ხარისხოვანი ჩაის ფოთოლი მოკრიფა.

მოსწავლემეჩაიე

სასახელო შრომითი მაჩვენებლებით შეხვდა ახალი სასწავლო წლის დასაწყისს სოფელ კონჭკათის საშუალო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე სულიკო კოსტავა.

საზაფხულო არდადეგების დროს მუყაითმა გოგონამ მიმღებ პუნქტს 2 800 კილოგრამი „მწვანე ოქრო“ ჩააბარა.