"ჯიხური ბიბლიოთეკა"

ინგლისის განთქმული წითელი სატელეფონო ჯიხურები მობილური ტელეფონების "შემოსევამდე" ქვეყნის სიამაყე გახლდათ.

ახლა ჯიხურებს მოყვარულები ყიდულობენ და მასში აწყობენ შხაპებს, ტუალეტებს...

პატარა სოფელ ვესტბერის მცხოვრებლები საკუთარ ჯიხურს ვერ შეელივნენ - "ბრიტიშ ტელეკომისგან" იყიდეს და მასში სოფლის ბიბლიოთეკა მოაწყვეს.

ბიბლიოთეკაში, რომელიც ღამითაც განათებულია, სრული თვითმომსახურებაა. სოფლის 800-ივე მცხოვრები დიდი სიამოვნებით სარგებლობს თავისი საყვარელი, მსოფლიოში ყველაზე პატარა ბიბლიოთეკით.