ბოლო ხანებში მედიცინაში კლასიკურთან ერთად დიდი ყურადღება ეთმობა ალტერნატიულ მეთოდსაც - მუსიკით მკურნალობას.
მუსიკით მკურნალობა გამოიყენება ემოციური გადახრების კორექციაში, შიშისა და თავის ტკივილის, ნევროზის, აპათიის, უძილობის დროს და ა.შ. განსაკუთრებით სასიკეთოდ მოქმედებს ფსიქიკასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე კლასიკური მუსიკა.
მაგალითად, კარგი ანტიდეპრესანტია შოპენის პრელუდიები და შტრაუსის ვალსები, ქართული ხალხური და კლასიკური მუსიკა.
ნევროზს შველის ბეთჰოვენის "მთვარის სონატა", ეს ნაწარმოები ეფექტიანია ალკოჰოლიზმისა და მწეველთა მკურნალობის დროს, ხოლო მენდელსონის "საქორწილო მარში" აწესრიგებს სისხლის წნევას.