„დარდიც არ მაქვს“, - ასე პასუხობს შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი რუს „პრანკერებს“, რომ რომელთა მტკიცებით, „ლექსუსი“ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. მღებრიშვილი ამბობს, რომ თუ საჭირო გახდა ჩაატარონ გამოძიება, მათ შორის ექსპერტიზები. ქვეყნის პირველი პოლიციელი ამტკიცებს, რომ „ფე-ეს-ბე“-ს აგენტები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ორკესტრირებულად უტევენ ხელისუფლებასდა ეს არის ხელისუფლების შესასუსტებლად აგორებული ანტიპიარი.
ასე არ ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მთავარ პროკურატურას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მიმართა, რომლის განცხადებით, აღნიშნულ ჩანაწერებში ოთხი ტიპის დანაშაული იკვეთება.მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე არ კეთდებაა კომენტარი, მოახდენს თუ არა საგამოძიებო უწყება რეაგირებას, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე.
სპეცსამსახურების ინტერესებზე და საბოტაჟზე საუბრობს ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე, რომლის განმარტებით, შს მინისტრს ყოფილი პრეზიდენტის საქმის გამოძიებასთან და ექსტრადირებასთან კავშირი არ აქვს. რადგან, საქმის მწარმებელი ორგანო არის პროკურატურა და თუკი მსგავსი შინაარსის საუბარი შედგებოდა, მაშინ ეს იქნებოდა უკრაინისა და საქართველოს მთავარ პროკურორებს შორის.
ვინ დგას რუსი „პრანკერების“ უკან და რა ინტერესი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ საკითხებთან დაკავშირებით for.geმამუკა ნებიერიძეს ესაუბრა
აუდიოჩანაწერი, რომელიც რუსი „პრანკერების“ მტკიცებით გიორგი მღებრიშვილის ეკუთვნის, უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ სააკაშვილი საქართველოს. ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან არის შეთანხმებული. იკვეთება რუსეთის სპეცსამსახურების კვალი და მიზანი რა შეიძლება იყოს?
მამუკა ნებიერიძე: ჩაატარონ დამოუკიდებელი ექსპერტიზა. ქართულ მხარეს არ გაუკეთებია არავითარი განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება არ შედის მთავრობის ინტერესებში. პირიქით, ვხედავთ რომ მიდის ეს პროცესი. ითხოვენ მის დაკავებას რომელსაც არა ერთ უმძიმეს საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. სამართლებროვი პროცესები რომ არ მიმდინარეობდეს, მაშინ ვიტყოდით, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს ეს თემა და მიაჩუმათეს, თაროზე შემოდეს სააკაშვილი საქმე, მაგრამ მიდის ეს პროცესები. საერთოდ, თვითონ საუბარია კონტექსტიდან ამოვარდნილი.
ის, რომ გაურკვეველი ჯგუფის ადამიანები ასე მარტივად ახერხებენ ქვეყნის შს მინისტრის ტელეფონის ნომრის გაგებას, მასთან კონკრეტულ საკითხზე სატელეფონო საუბარს და მერე ინტერნეტ-სივრცეში მის გავრცელებას, ეს რაზე მიუთითებს?
- მოდით წარმოვიდგინოთ ვითარება - რეკავს უკრაინის შს მინისტრი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს შს მინისტრის პირადი ტელეფონი. რეკავს ავაკოვი, ტელეფონს იღებს მღებრიშვილი, ნომერს ახლავს სახელი და გვარი - არსენ ავაკოვი. არსენ ავაკოვის ნომრით დარეკეს? მღებრიშვილის თუ აქვს ავაკოვის ნომერი, მაშინ მითითებული იქნებოდა, რომ რეკავს ავაკოვი. სხვა ნომრით დარეკეს? რუსი „პრანკერები“ ამბობენ, რომ ჩვენ დაუკავშირდით არსენ ავაკოვის სახელით, მაგრამ ავაკოვის ნომრიდან დაუკავშირდნენ? შეუძლებელია არსენ ავაკოვის ნომრიდან დაკავშირებოდნენ.
უცნობი ნომრიდან დაუკავშირდნენ? - ესეც საერთოდ გამორიცხულია, რომ ვინმემ უცნობი ნომრიდან დაურეკოს შს მინისტრს და ის სიტყვაზე ენდოს. მეორეც, ადამიანთა სპეციალური ჯგუფი მუშაობს იმისათვის, რომ პირველ პირებს შორის სატელეფონო საუბრის ორგანიზება და უზრუნველყოფა მოხდეს. რაც მთავარია, ეს სატელეფონი საუბარი უნდა იყოს დაცული. ასე ჰაერზე არ ხდება სატელეფონო საუბარი. სხვა ნომრით დაურეკეს ასე პირდაპირ შს მინისტრს, დაიჯერა, რომ სხვა ქვეყნის შს მინისტრი უკრეკავს და ესუბრა სააკაშვილის საკითხზე? ეს ხომ აბსურდია, ლოგიკა არ არის.
საკითხი, რაზეც თითქოსდა მღებრიშვილმა ავაკოვთან ისაუბრა, ეხებოდა მიხეილ სააკაშვილს. ამ საქმეს იძიებს მთავარი პროკურატურა, ის აწარმოებს ექსტრადირების პროცედურას. შს მინისტრს, რომელსაც კომპეტენცია არ აქვს საქმესთან დაკავშირებით, რატომ უნდა განეხილა საკითხი ავაკოვთან, რომელიც ასევე არ არის საქმის მწარმოებელი ორგანო?
- რასაკვირველია, შს მინისტრს ყოფილი პრეზიდენტის დაკავებასა და ექსტრადირებასთან კავშირი არ აქვს, არ ეხებაეს საკითხი. საქმე აქვს პროკურატურას. თუ მსგავსი შინაარსის საუბარი შედგებოდა, მაშინ ეს იქნებოდა უკრაინის და საქართველოს მთავარ პროკურორებს შორის. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს იძიებს პროკურატურა და არა შს სამინისტრო.
შს მინისტრი ამ საკითხს ცალმხრივად ვერც გადაწყვიტავს. უნდა სააკაშვილის დაბრუნება, თუ არ უნდა, ამაზე პასუხიმგებელი და კომპეტენტური არ არის მღებრიშვილი, რომ ასე ცალსახად ისაუბროს ამ თემაზე. მაშინ უნდა იყო შეთახმება, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული მინისტრთა კაბინების მიერ, ასეთი რამე ჩვენ არ ვიცით.
პირიქით, პროცესი გრძელდება. პროკურატურა პროცედურას აგრძელებს და შს მინისტრი ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა მისი ექსტრადირებაო - ასეთი რამე ხომ აბსურდია. შს მინისტრს არ შეუძლია ცალმხრივად გამოთქვას აზრი მაგ თემაზე. შინაარსობრივადაც უაზრო გამოდის ეს საქმე.
ერთია, რომ შს სამინისტროს არ მიჰყავს ეს საქმე და მეორეა მღებრიშვილის პასუხი - „მეტი დარდი არ მაქვს“, როდესაც ასეთ მძიმე ბრალს უყენებენ შს მინისტრს, მისი პასუხი სწორი და ადექვატურია?
- შეიძლებოდა სხვა ფორმითაცგაეცა პასუხი. როგორც ჩანს, იმდენად დარწმუნებულია, რომ თვითონ არ არის ამ ჩანაწერში, არც აინტერესებს ეს თემა.
მღებრიშვილი ირწმუნება, რომ „ფე-ეს-ბე“-ს აგენტები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ორკესტრირებულად უტევენ ხელისუფლებას და ეს არის ხელისუფლების შესასუსტებლად აგორებული ანტიპიარი...
- ნაციონალურ მოძრაობას არჩევნების წინ ჭირდება ასეთი სახის სკანდალი. რას როგორ გააკეთებენ და გამოიყენებენ, არავინ იცის. მაგრამ ამათ „ფე-ეს-ბე“ რა გონიათ, კაბინეტი აქვს რუსთავლეზე, მიდიან და შეკვეთას იღებენ? ურთულესი პროცესები მიდის, საიდან რა ინფორმაცია შეუგდეს, თვითონ მოითხოვეს და შეთანხმებით გააკეთეს თუ არა, ამას გამოძიება ჭირდება. მარტო ამ ერთი ფაქტით ვთქვათ, რომ ნაციონალური მოძრაობა შეკრულია „ფე-ეს-ბესთან“, ესეც არარეალურია. მაგრამ ის, რომ რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში მუშაობენ და მათი მიზანია არეულობის მოწყობა, ესეც ფაქტია.
იგივე ხელწერა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“?
- ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს სათავისოდ იყენებს. ამ ერთ კონკრეტულ ფაქტზე ვერანაირ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ისინი ვერ მიიღებენ. თუმცა მიზანი აქვთ. გაიხსენეთ ბათუმის მოვლენები. ბოლომდე არ არის ეს საქმე გამოკვლეული. ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გამოდიოდნენ ისეთი ლოზუნგებით როგორიც არის - „შე თათარო“, ნაციონალური საკითხების გაღვივება ჰქონდათ მიზნად. ყველანაირ შესაძლებლობას იყენებს.
სამწუხაროდ, ჩვენ საგამოძიებო სტურქტურა არის სუსტი, ვერ არჩევს რა არის პროპაგანდა და საბოტაჟი. აუცილებელია მეტი ძალისხმება ამ მიმართულებით. რბილი ძალით დაიწყო რუსეთმა და ხვედავთ, რომ ფსიქოლოგიურ ომში გადავიდა და მთელს ევროპაში მუშაობს. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ედავებიან, კონგრესი განიხილავს ამ საკითხს.
ეს საკმაოდ სერიოზული ძალაა და მის წინააღმდეგ ბრძოლა რთულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა არ წარმოებდეს. საჭიროა მეტი მუშაობს. დღევანდელი ტექნოლოგიებით საუბრები და ისეთი ფაქტების აღმოჩენა, რომელიც შეიძლება კომპრომეტირებული იყოს, აღარ წარმოადგენს სირთულეს.
როგორ შეიძლება დაუპირისპირდეთ საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეს?
- ჩვენ კიდევ არ ვიცით რა არის ბრილი ძალა, რა არის საინფორმაციო ომი. ამის გაყოფა მაინც ხომ შეგვიძლია. უნდა ვიცოდეთ რისთვის უნდა დავიჭიროთ ადამიანი და რისთვის არა. ამას არ აკეთებენ და ისე როგორ გაარკვევენ რასთან აქვთ საქმე. პრინციპული საკითხია გაირკვეს - რა სახის წინააღმდეგობასთან გვაქვს საქმე. ბრძოლა, როგორც საინფორმაციო ომი, ნატომ ეს საკითხი შეიყვანა მე-5 პუნქტში, თუ რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგმიმდინარეობს საინფორმაციო ომი, აუცილებელია მისი დახმარება. ეს საკითხი ვალდებულებაში შეიტანა, იმდენად რთული საკითხია. ყოველგვარ ზღვარს გადის, აღიარებულია როგორც ომის ერთ-ერთი სახეობა.
თუ ამ კონკრეტულ ფაქტს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რასახის წინააღმდეგობასთან გავქვს საქმე? ეს არის ჯგუფი, რომელიც მართულია სპეცსამსახურების მხრიდან, თუ საქმე გვაქვს საინფორმაციო ომთან?
- ეს ფაქტი კავშირში არ არის რბილ ძალასთან. პრაქტიკულად, ეს არის შსს-ს პირველი პირის საბოტაჟიდა ეს არის გამოსაკვლევი. გაითვალისწინეთ, რომ გერმანია იყო წინააღმდეგი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებისა. ის, რომ გერმანია დათანხმდა სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ეს მღებრიშვილის დამსახურებაა.
წელიწადნახევარი დადიოდა გერმანიაში, ცალ-ცალკე დაიარა ყველა მხარე და მოაგვარა ეს საკითხები. მართლაც ბევრი სამუშაო აქვს გაწეული თავისი შედეგით. ეს არის საბოტაჟი, მით უმეტეს, რომ ასეთი საუბარი არ შემდგარა. ამიტომ, უშიშროებამ უნდა გაარკვიოს რა ჯგუფია და ვისთან აქვთ კავშირი საქართველოში, უნდა აიყვანოს კონტროლის ქვეშ. რასაკვირველია, ეს ჯგუფი საქართველოში არ მოქმედებს, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს. ეს ჯგუფი ამბობს, რომ ჩვენ მოვაწყვეთო, რაც ნიშნავს, რომ ის არის შენი მოწინააღმდეგე. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ვისგან კონტროლდება. ეს საკითხი უნდა გაარკვიოს უშიშროებამ, ანუ სუს-მა.
არ ფიქობთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არის კონტროლირებადი? ამ ჯგუფის სამიზნე ხდება ისე ქვეყანა და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურ დაპირისპირებაშია რუსეთის ხელისუფლებასთან და პოლიტიკურ ოპონენტებთან...
- არ არის გამორცხული. უნდა ვნახოთ შემდგომ როგორ განვითრდება მოვლენები. რაც შეეხება პოლიტიკურ ოპონენტებს - ნაციონალური მოძრაობის ინტერესი არის მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის დისკრედიტაცია. მართალია თუ ტყუილი, ეს არ აინტერესებს. მთავარია, რომ მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყოს დისკრედიტირებული, რომ შეძლონ ხელისუფლებაში მოსვლა. მუშაობენ პოლიტიკური მოწინააღმდეგის იმიჯის გაფუჭებაზე.
ეს არის მათი სტრატეგია ხელისუფლებაში მოსასვლელად. არის მეორე გზაც - თუ გადაიზარდა არეულობებში, გამოყენებენ, როგორც ეს სააკაშვილმა გამოიყენა შევარდნაძის დროს. მაშინ არჩევნების გაყალბება გახდა პროტესტის მიზეზი, მაგრამ გაყალბდა არა ნაციონალების საზიანოდ, არამედ ზოგადად მოხდა გაყალბება. ნაციონალები მაინც ვერ იმარჯვებდნენ, უმრავლესობაში ვერ მოდიოდნენ, მაგრამ სააკაშვილმა გამოიყენა ეს პროცესი ხელისუფლებაში მოსასვლელად.