„კარტოფილებს ტაფაზე ოთახის ბოლოდან ვისროდი“

„კარტოფილებს ტაფაზე ოთახის ბოლოდან ვისროდი“

(იბეჭდება შემოკლებით)

ეკა ბესელია:

„ადამიანი აკადემიურად და კლასიკურად უნდა იკვებებოდეს. ეს არ მყოფნიდა და საღამოს ტკბილეულს საწოლის ქვეშ ვმალავდი. ამის გამო ერთ მშვენიერ დღეს ჩემ დას, რომელსაც ჩემს გვერდით ეძინა, ჭიანჭველები დაესია.

ძალიან მიყვარდა დედაჩემი ქადებს რომ აცხობდა და ვისწავლე, მაგრამ შაქარს ორმაგად ვუკეთებდი. ბევრს და ბუთხუზა ქადებს ვაცხობდი.

რომ გავთხოვდი, უკვე სერიოზულად მომიწია სადილების კეთება. აუცილებელი და გარდაუვალი მომენტი იყო, დავიწყე კვერცხის და კარტოფილის შეწვით.

კვერცხს კარგად ვწვავდი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა, მაგრამ რაც შეეხება კარტოფილს, ცოტა სასაცილო მომენტი იყო, იმიტომ რომ ძალიან მეშინოდა, ზეთის ცხელი შხეფები არ შემომსხმოდა.

ამიტომ გაზქურაზე დავდგამდი ტაფას და კარტოფილს ოთახის ბოლოდან ვისროდი, თავი მიბრუნებული მქონდა, რომ მოვრჩებოდი სროლას და ტაფას დავხედავდი, სულ სამი, ოთხი ცალი თუ ეგდო ზედ, დანარჩენი ძირს ეყარა.“