„ევროპაში ფალსიფიცირებული პროდუქტის მიღების შედეგად ადამიანებში მიმდინარე პროცესებს წამებით სიკვდილთან აიგივებენ“

„ევროპაში ფალსიფიცირებული პროდუქტის მიღების შედეგად ადამიანებში მიმდინარე პროცესებს წამებით სიკვდილთან აიგივებენ“

დღეიდან დასახელება „ყველი“ მხოლოდ იმ პროდუქტზე დაიტანება, რომელიც ნატურალური რძისგანაა დამზადებული. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ცვლილებები განაპირობა იმ გარემობამ, რომ ბოლო დროს რძის ფხვნილის გამოყენებით ყველის წარმოებამ მასობრივი ხასიათი მიიღო. გარდა ამისა, დაუშვებელია ეტიკეტზე ტერმინ „კარაქის“ აღნიშვნა, თუკი პროდუქტის წარმოებისთვის გამოყენებულია მცენარეული ან სხვა ტიპის ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა. კანონის დამრღვევნი 400 ლარით დაჯარიმდებიან, განმეორების შემთხვევაში კი-1200 ლარით.

აღნიშნული ცვლილებების შემდეგ გამოჩნდება თუ არა ჩვენს მაღაზიებში ნატურალური ყველი, ამის შესახებ For.ge-ს თსუ-ის პროფესორი, სურსათის ექსპერტი ეთერ სარჯველაძე ესაუბრა.

თუ არის საქართველოში ყველის ხარისხის შემოწმების საშუალება? თორემ, ჯარიმების მიუხედავად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გარისკოს და არანატურალური რძისგან დამზადებულ პროდუქტს ეტიკეტზეყველიანკარაქიწააწეროს.

- სურსათის უვნებლობის სააგენტოს აქვს ლაბორატორია, სადაც ამ ყველაფრის განსაზღვრა ხდება. რძის ფხვინილის შესაბამისად შეუძლიათ ჩაატარონ ანალიზი, დაიწყონ საკონტროლო შემოწმება და, თუ დარღვევა გამოვლინდა, დამრღვევი პირველად 400 ლარით, შემდეგ კი გაცილებით მეტით დააჯარიმონ. თუ დამრღვევი კიდევ გააგრძელებს გაყალბებას, ალბათ, მას შეუჩერებენ ამ საქმიანობის უფლებას. პირველ რიგში, ეს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაა. ადამიანს სჭირდება ნატურალური რძისგან ჩვეულებრივი წესით მიღებული პროდუქტი და არა ფხვილისგან დამზადებული ყველი. ფხვნილით მიღებისას ჯერ ხდება ცხიმის მოხდა, რადგან ვერავითარ შემთხვევაში, ვერ მოხდება დაშრობა, თუკი ცხიმი არ აქვს გამოწურული. შემდეგ ამის აღდგენა ხდება. ან აღადგენენ წესიერად და უმატებენ ცხიმს, ან - არა. ცხადია, ამისთვის ფალსიფიკაციის მეტი საშუალება ეძლევათ.

ახალი რეგულაციების დაწესების შემდეგ უშუალოდ მეწარმეები გაკონტროლდებიან, თუ ბაზარზე მდგარი უბრალო გლეხები, რომლებმაც ბაზარში გამოიტანეს ფალსიფიცირებულირძის ნაწარმი“? ვინ შეამოწმებს ბაზარში გასაყიდად გასული ასობით ადამიანის ნაწარმს?

- სამწუხაროდ, ყოველდღიური კონტროლი ძალიან ძნელია. ფალსიფიკატორებმა კარგად იციან, რომ საკმაოდ ძვირი ჯდება კონტროლი. ეს არ არის იაფი სიამოვნება, მაგრამ ეს იქნება შერჩევითი კონტროლი და შეიძლება, დღეს კონტროლქვეშ აღმოჩნდეს რომელიმე დიდი მეწარმე, ხოლო ხვალ- ჩვეულებრივი ინდმეწარმე. ქუჩაში მდგომ გამყიდველებს ეს არ შეეხებათ, რადგან ქუჩას ეროვნული სააგენტო ვერ აკონტროლებს. არადა, დაუშვებელია ქუჩაში ვაჭრობა. მარკეტინგის მთავარი პრინციპია, როგორიც არის მომხმარებელი, ისეთივეა მიმწოდებელიც. თუკი მომხმარებელი არ იყიდის იმ ადგილებში, სადაც საეჭვო ვითარებაა, მაშინ ე.წ. „მეწარმეც“ არ აწარმოებს და არც ერთი ქალი მოვაჭრე არ დადგება ქუჩაში.

ძალიან მეცოდებიან ქუჩაში მდგარი გამყიდველები, მაგრამ ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები უფრო მეცოდებიან, ვისთვისაც უნდა ვიყიდო ესა თუ ის პროდუქტი. ქუჩაში რომ ყიდიან, ხელებს იბანენ? ან სად დადიან, ან რას აკეთებენ? როგორ შეიძლება, ასეთ სიბინძურეში გაყიდვა. ეს ხომ ანტიჰიგიენის მწვერვალია.

ენდოკრინოლოგები ამბობენ, რომ საქართველოში გასაყიდად გამოტანილი ყველის უმეტესობა სოიოსგანაა დამზადებული და ეს უარესია, ვიდრე ჩვეულებრივი რძის ფხვნილისგან დამზადებული ყველი. ჩვენში სოიო მაინც გენმოდიფიცირებულად ითვლება. რა ინფორმაციას ფლობთ სოიოს ყველთან დაკავშირებით?

- რაოდენობრივად რამდენია სოიოს ყველი, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ესეც ფალსიფიკაციის სახეა და გავრცელებულია სოიო, როგორც ყველის მიღების ალტერნატიული საშუალება. აქ ძნელად ასათვისებელ ნივთიერებებზეა საუბარი, სოიო არ არის ცხოველური წარმოშობის, რძის ფხვნილი კი მაინც რძისგან მიღებული პროდუქტია. პლუს ამას, როგორც ამბობენ, გენმოდიფიცირებულია სოიო. წინათ ქართველებს სოიოს ქართული ჯიშები გვქონდა, მაგრამ დღეს ეს ჯიშები აღარ არის. ასე რომ, ტერმინ „კარაქისა“ და „ყველის“ დატანება ეტიკეტზე წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ქართულ მენტალიტეტში მაინც ზის რძის ხშირი მოხმარება.

ჩვენ ვიცით, რომ ზედმეტი დოზა ქმნის შხამს, ეს ჰიპოკრატემ ჯერ კიდევ როდის თქვა. ერთი ტაბლეტი წამალი წამალია, მაგრამ ორი ტაბლეტი უკვე მომწამვლავია.

თუკი მწარმოებლებს სოიოს ან რძის ფხვნილისგან მიღებული ყველის ნატურალური ყველით ჩანაცვლება მოუწევთ, ეს ხომ გააძვირებს ნატურალური რძისგან მიღებული ყველის თვითღირებულებას?

- წესით, არ უნდა გაძვირდეს, შემგროვებელი პუნქტები უნდა გაიხსნას და გლეხსაც ჰქონდეს იმის საშუალება, ზედმეტი რძე მიიღოს და ჩააბაროს. ამის პრაქტიკა არსებობდა და მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, ოღონდ ჰიგიენური პირობების დაცვით. შესაძლოა, რომელიღაც მეწარმემ ეს ფაქტი სათავისოდ გამოიყენოს, რადგან ჩვენ გვყავს ისეთი მეწარმეები, რომლებიც გასაძვირებლად ნებისმიერ სიტუაციას ეძებენ. რატომღაც ზოგიერთები ფიქრობენ, თითქოს რეგულაციები აძვირებს პროდუქტს. სინამდვილეში, არაფრით შეიძლებოდა რეგულაციების მოხსნა. თუნდაც ქუჩაში რეგულაციები არსებობს, მაგრამ მაინც ამდენი დამრღვევია. თქვენ წარმოიდგინეთ, ტექნოლოგიაშიც ასეა.

ევროპას რომ ვიძახით, ევროპაში ფალსიფიცირებული პროდუქტის მიღების შედეგად ადამიანებში მიმდინარე პროცესებს წამებით სიკვდილთან აიგივებენ. ბავშვი, რომელიც ჭამდა სკოლაში შეტანილ სოსისსა და ძეხვს, განწირული იყო დაავადებებისთვის. ეს ნაწარმი პურს შეიცავდა, კი ბატონო, მაშინ დაეწერათ „პური“ და არა „ძეხვი“. ბავშვებს რომ ეუბნები, ეს არის ხორცი და ამ დროს მას ღებავ, ზუსტად ეს შეღებილი იწვევს სისხლის წითელი ფოლაქების დაშლას. მით უმეტეს, გაიზარდა საქართველოში ანემიური დაავადებები. კიდევ კარგი, სოსისსა და ძეხვზე უკვე გამკაცრდა რეგულაციები. ბაზარზე კონტროლი აიღო სურსათის უვნებლობის სააგენტომ. იმედია, გაგრძელდება ეს პროცესი, მაგრამ რეგულაციები ერთია, აღსრულება მეორე.

ცალკეულ პროდუქტებში რძის ფხვნილის გამოყენება ამერიკაშიც და დასავლურ ქვეყნებშიც პოპულარულია.

- დიახ, იყოს რძის ფხვილისგან დამზადებული პროდუქტი, მაგრამ უნდა ეწეროს, რომ მასში რძის ფხვნილია გამოყენებული. გასაგებია, რომ მოხდილი რძე სჭირდებათ, შემდეგ ფხვნილს იყენებენ, მაგრამ თერმული დამუშავების დროს გარკვეული ნივთიერებები იკარგება, არ არის ისეთი სარგებლიანი, როგორც ნატურალური რძე. სახლში შეიძლება რძეს მოხადო, კარაქი მოხსნა, მაგრამ ეს არ იქნება დიდი დანაშაული, მაგრამ, როცა ის შრება, იფუთება, ინახება, უკვე სახიფათოა. საკვებს იმისთვის ხომ არ ვღებულობთ, რომ ეს არის რაღაც მოცულობა კუჭის დაკმაყოფილებისთვის. სინამდვილეში, ეს გახლავთ აუცილებელი სასიცოცხლო ელემენტები, კალორიები.

მე შეიძლება ყველაფერი მივიღო და არ მივიღო ხორცი და ამან გარკვეული პათოლოგიები წარმოშვას. არსებობს შეუცვლელი ამინომჟავები, რომლებიც პურში არ შედის და შედის მხოლოდ ხორცში, ანუ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში.

ზოგჯერ ბერები და იოგის მიმდევრები ხორცს არ ღებულობენ და სოიოთი ინაზღაურებენ ამ დანაკლისს. მათზე უარყოფითად აისახება ხორცის მიუღებელობა?

- ისინი ხორცს არ ღებულობენ, მაგრამ ორი მთავარი პროდუქტი, რომელიც სიცოცხლისთვის ყველაზე აუცილებელია, ეს არის კვერცხი, რომელშიც სიცოცხლე ისახება და რძე, რომელშიც სიცოცხლე იზრდება. დააკვირდით, ამდენი ხნის განმავლობაში ბავშვი იღებს მხოლოდ რძეს და ის იზრდება და ვითარდება. რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ხორცის მიღებაზე უარს ამბობენ, მათ აქვთ გარკვეული ტიპის გენეტიკური დაავადებები. ისინი ცდილობენ, ხორცის მიუღებელობა დააბალანსონ სხვადასხვა საკვებით, მაგრამ, თუ ხორცს არ იღებს ადამიანი, მან აუცილებლად უნდა დალიოს რძე. რძე არ არის იძულების წესით მიღებული. ჩვენ საქონელს ვკლავთ და ისე ვიღებთ ხორცს, მაგრამ რძე ჩვეულებრივი ცხოველქმედების პროდუქტია, რომელიც საქონელს ხშირად ჭარბადაც აქვს. ის კი არა, ქალებსაც ბევრი რძე რომ აქვთ, გამოიწველიან და სხვას აძლევენ. ასე რომ, რძის პროდუქტები სიცოცხლისთვის აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს, მაგრამ ზრდასრულ ადამიანს ეს მაინც არ ჰყოფნის.