მიწის ფასი ქართველებისთვის და უცხოელებისთვის

მიწის ფასი ქართველებისთვის და უცხოელებისთვის

უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწებისსაკუთრებაში გადაცემის შესახებ მორატორიუმის კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. უმრავლესობის მიერ მომზადებულ პროექტს დეპუტატები დაჩქარებულად განიხილავენ. დეპუტატები ამბობენ, რომ გარე საფრთხეების ასაცილებლად, აუცილებელია, მიწის გასხვისების შეზღუდვა კონსტიტუციაში აისახოს. კომიტეტების ნაწილმა ახალ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა.

კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მიწის საკითხთანდაკავშირებით შემუშავდება სწორი პოლიტიკა, რომლის მიხედვითაცშემდეგში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას დაიწყებენ.საქართველოში მიწა უნდა გახდეს იმდენად ღირებული, რომ მისგანსარგებელი, კონკრეტულ მფლობელთან ერთად, სახელმწიფომაც მიიღოს.

პარალელურად საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიიდან „მიწის კოდექსზე“ იწყებს მუშაობას. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გელა სამხარაული ამბობს, რომ გაიშლებს ეს თემა და შეიქმნება „მიწის კოდექსი“, რომელიც გამოადგება ქვეყანას და მიწის თითოულ მესაკუთრეს. „ამ ეტაპზე გამიჭირდება დასახელება, კონკრეტულად რა ვადა დასჭირდება კოდექსზე მუშაობას.  საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიდის მუშაობა და სხვა დრო პარლამენტს, ფაქტობრივად, არ რჩება“, - განცხადა სამხარაულმა.

„მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძე კი ამბობს, რომ ქართული მიწა არის ჩვენი სამკვიდრო და მისი რეალიზაცია უცხოელებზე არის დაუშვებელი. მისი თქმით, სხვადასხვა მიზეზთა გამო, კატასტროფულად გაიზარდა მსოფლიოში დევნილების რაოდენობა.  განსაკუთრებით, ეს ხდება აზიისა და აფრიკის რეგიონში. არსებობს მილიონობით ადამიანი ირანში, რომლებიც ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, ახალ საცხოვრებელ ეძებს. ამ ყველაფრის ფონზე დეპუტატს, საფრთხეების ასაცილებლად, აუცილებელ საჭიროებად მიაჩნია, მიწის გასხვისების შეზღუდვა, კონსტიტუციაში აისახოს. 

„ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ. მისი გასხვისების შემთვევაში, ქართველი გლეხები რჩებიან მიწის გარეშე, დასაქმების გარეშე. 1 ჰექტარი მიწა საქართველოში 5-7 ათას დოლარამდე ღირს,  მეორადი მანქანის ფასია სულ. აზიისა და აფრიკის რეგიონებში წარმოშობილია 60 მილიონი დევნილი, რომელიც ეძებს ადგილს, სადაც უნდა ჩასახლდეს. უზარმაზარი საფრთხეები არსებობს, ამიტომ სწორი გადაწყვეტილებაა ის, რომ უშუალოდ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ეს საკითხი. სანამ საკითხი ჩაიწერება კონსტიტუციაში და ძალაში შევა, მანამდე რომ არ მოხდეს შესყიდვა, ჩვენ მიწის გასხვისებაზე მორატორიუმს ვაცხადებთ“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

სრულიად საპირისპირო მოსაზრებისანი არიან საქართველოში მოქმედი უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რადგან შეზღუდვა უშუალოდ მათ და ზოგადად ყველა უცხოელს ეხება. საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის ფადი ასლის განცხადებით, უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას „თავისი ფასი ექნება სახელმწიფოსთვის“.

„უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით პერსონალური პოზიცია მაქვს და ეს არ არის სავაჭრო სამრეწველო პალატის აზრი. ვფიქრობ, თუ მსგავსი ცვლილებები შევა, ეს შეამცირებს ფასებს მიწებზე. ეს კი უშუალოდ იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეების ჯიბეზე. ამასთან, ბანკები შეზღუდავენ ფერმერებისთვის სესხების გაცემას, რამდენადაც ხშირად ისინი უზრუნველყოფაში სწორედ მიწებს დებენ, ბანკები კი საქართველოში ძირითადად უცხოური კაპიტალით არიან შექმნილი“, - აცხადებს ფადი ასლი.

ამერიკის სავაჭრო პალატაც უცხოელებზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ჩანაწერს მკვეთრად ეწინააღმდეგება.

„ჩვენ გვყავს ბევრი წევრი, რომლებიც ფლობენ მიწას სრულად ან ნაწილობრივ და ამიტომ, ისინი საკუთარ სამომავლო ინვესტიციებს შეაჩერებენ. სასოფლო სამეურეო მიმართულებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ ქვეყანაში. ამიტომ, ვფიქრობ, ამ აკრძალვას ცუდი გავლენა ექნება ქვეყანაზე და ეს არის ცუდი გზავნილი არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ფულის ჩადება სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სურთ, არამედ ყველა სხვა ინვესტორისთვისაც“, - განუცხადა „საქმის კურსს“ მაიკლ ქოვაგლიმ.