პრეზიდენტი „სპიჩის” გარეშე „მოესიყვარულა“ რუსთაველებს

პრეზიდენტი „სპიჩის” გარეშე „მოესიყვარულა“ რუსთაველებს

[მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი]

რუსთავის იუსტიციის სახლის მშენობლობა გასული წლის სექტემბერში დაიწყო. „ის რეკორდულად მცირე დროში 10 თვეში აშენდა“ – ამოვიკითხეთ იუსტიციის სამინისტროს მოცემულ პრესრელიზში.

იუსტიციის სახლთან ერთად რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ახალი მინებიანი შენობაც აშენდა. ეს ორი ობიექტი ერთმანეთის გვერდი-გვერდაა.

მათი საზეიმო გახსნის ცერემონიას გუშინ რუსთავში პრეზიდენტი, იუსტიციის მინისტრი და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. სამზადისი აღნიშნული შენობების საზეიმო გახსნისა, დიდი ხანია მიმდინარეობს.

13 ივნისის ბოლო დეკოროაციული სამუშაოები ჩატარდა. ყუთებით კუბებად დაყოფილი გაზონი მოიტანეს და შენობების წინ დაგებულ ასფალტს შორის ჩააწყვეს. „ზოგადად მშენებლოდა სრულადაა დასრულებული, მაგრამ პატარ-პატარა დეტალები კიდევ არის დასამატებული. ამას, ალბათ, გახსნის შემდეგ დავამატებთ. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ვინც აქ ვიყავით დასაქმებული, ალბათ, სულ ერთ კვირაში კვლავ უმუშევრები ვიქნებით“. – გვითხრა მშენებლობაზე მომუშავე რუსთაველმა.

იუსტიციის სახლი რუსთაველებს ერთ შენობაში შემდეგ მომსახურებას გაუწევს:  საჯარო და სამოქალაქო რეესტრის, ეროვნული არქივის, აღსრულები ეროვნული ბიუროსი და  ნოტარიუსთა პალატის.

დღეს, სპეციალურ ფორმებში ჩაცმული იუსტიციის სახლის და რეგიონის გუბერნატორის თანამშრომლები შენობების შესასვლელში ხვდებოდნენ პრეზიდენტს. გამჭვირვალე შენობების მინის კედლებიდან პირველი და მეორე სართულის ინტერიერი კარგად ჩანდა.  

სააკაშვილმა თავდაპირველად, დავით კირკიტაძესთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციის შენობის ლენტი გაჭრა. პირველი სართული სწრაფად მოიარა და მალევე, მეორე სართულზე გუბერნატორის უკვე ახალ კაბინეტში აღმოჩნდა.

„ეს რა არის ჯიხურია?“- იკითხა სერიოზული სახით პრეზიდენტმა.

კირკიტაძე გაოცებული უყურებდა და პასუხს არ სცემდა. საუბრის გაგრძელების შემდეგ მივხვდით, რომ პრეზიდენტი კირკიტაძისთვის გულისგასახეთქს არაფერს ამბობდა.

„ასეთი კაბინეტი არ მოეწონებოდა მამალაძეს. მას ხეში ჩასმული კაბინეტები მოსწონდა“ – თქვა პრეზიდენტმა. შემდეგ კი ჟურნალიტებს მოგვიბრუნდა: „აბა, ბავშვებო ჩადით ეხლა ქვევით და ჩამოვალ მეც“ – გვითხრა და დაცვამ ყველანი გარეთ გაგვიყვანა. მალევე, მეორე  სართულის დატოვებაც გვთხოვეს.

გუბერნატორის გამჭვრვალე კაბინეტში შეხედვა მოვასწარით, თუმცა კირკიტაძე და სააკაშვილი კაბინეტის შიგნით გუბერნატორის მოსასვენებელ ოთახში გავიდნენ. ჟურნალიტები გამჭვირვალე შენობის პირველ სართულზე დავრჩით.

ორ წუთში გუბერნატორის ხმა გავიგეთ: „ფურცლები ამოიტანეთ ფურცლები“ – კირკიტაძე ცდილობდა მეორე სართულის შიდა აივნიდან აეხსნა რა უნდოდა თანამშრომლებისთვის.

„სუფთა ფურცლები?“ – კითხვაზე კითხვით პასუხობდნენ ისინი. ბოლოს კირკიტაძემ დაუკონკრეტა: „სპიჩის“ (გამოსასვლელი სიტყვა) ფურცლები. 

ფურცლები ირმა ნადირაშვილმა სირბილით აიტანა გუბერნატორთან. მანამ, სანამ სააკაშვილი თავის „სპიჩს“ იმეორებდა, ჟურნალისტები პოზიციებს იკავებდნენ, რათა პრეზიდენტის მეორე შენობაში, ანუ იუსტიციის სახლში მისვლა უკეთ გადაეღოთ.

დაახლოებით ნახევარ საათში სააკაშვილმა  ახალი სამხარეო ადმინისტრაცია დატოვა და რუსთავის ასევე, ახალ იუსტიციის სახლში შევიდა. პირველი სართულის შუა გულში სათამაშოების გარემოცვაში მჯდომო ხუთი ბავშვი იჯდა. ღამის ცხრა საათზე ერთი წუთის წინ გახსნილი შენობაში, რატომ აღმოჩნდნენ 5-6 წლის ბავშვები, არავის გაკვირვებია.

პრეზიდენტი მათ გაესაუბრა და ასეთ დაწესებულებაში ბავშვების კუთხის გამოყოფა მოიწონა. მისი გასვლის შემდე ბავშვები მშობლემა გაიყანეს.

„აქ ფურცლები დაუდვიათ ჩემთვის. მე რუსთაველთან ამის გარეშეც შემიძლია საუბარი. არც ისე დიდი ხნის წინ რუსთავში იყო უმუშევრობის დიდი დონე. აქ არ იყო სასმელი წყალი. სკოლები, საბავშო ბაღები კატასტროფულ მდგომარეობაში იყო.

ეს იყო ქალაქი საიდანაც ყველა გარბოდა და ბინების ნახევარი დაკეტილი იყო. დღეს კი, ეს არის ქალაქი, სადაც პრაქტიკულად, ყველა საწარმო, რომელიც შეიძლება ამუშავებულიყო - ამუშავდა. რუსთავი იქცევა საქართველოს ინდუსტრიულ ცენტრად. ახალგაზრდებს გაუჩნდათ პერსპექტივა. ჩვენ შვილებს ჩაუდგათ სინათლე თვალებში“. – უთხრა პრეზიდენტმა ტრიბუნიდან რუსთაველებს.

საუბრის ბოლოს მან ახალ პირადობის მოწმობებზეც ისაუბრა. „ერთადერთი თმის გაშრობა არ შეიძლება ამ პირადობებით, თორემ დანარჩანს ყველაფერს აკეთებს“ – იხუმრა სააკაშვილმა.

იუსტიციის სახლის და სამხარეო ადმინისტრაციის შენობების საზეიმო გახსნის ბოლოს, მთავრობის წარმომადგენლებისგან რკინის ჯებირებით და პოლიციით დაშორებულ რუსთაველებს 3D- ფორმატის შოუ აჩვენეს. კადრებში, ვირტუალურად იყო გამოსახული ძველი შენობების ნგრევა და ახლის აგება.