1.კობა ნაყოფია, რომელიც გასულ კვირას, ჰოლივუდის ვარსკვლავთან, შერონ სტოუნთან ერთად, გასული კვირის მთავარ გმირად იქცა. ადამიანი, რომელიც ხელისუფლების ყველა კაპრიზს ნებისმიერ ფასად ასრულებს. დღეს, დეპუტატის ბიზნესზე გიამბობთ. კობა ნაყოფია ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ როდისმე ქართული მედია-საშუალებები მის სახელს შერონ სტოუნს დაუკავშირებდნენ.
კობა ნაყოფია წილს ფლობს ”მადნეულსა” და ”კვარციტში”. ეს საწარმოები დღემდე რჩება ეკოლოგიური კატასტროფის კერად. თუმცა სამართალდამცველები დარღვევებით დღემდე არ დაინტერესებულან. არც დაინტერესდებიან, მანამდე, სანამ პრეზიდენტის სურვილების ასრულებას აპირებს. ნახეტ ანა გოჩაშვილის რეპორტაჟი კაზრეთიდან.
2.რეპორტაჟი სოფლიდან, სადაც არავის ეზეიმება. ყველასაგან მიტოვებული 18 ოჯახი, უკვე 5 წელია, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინშია. აქ სასწრაფო დახმარების, აფთიაქის, მაღაზიის, სკოლისა და ელემენტარული ყურადღების გარეშე ცხოვრობენ. ნახეთ ზვიად თხელიძის რეპორტაჟი, თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარე სოფელ, ვეძათხევიდან, რომელსაც ნელნელა მეწყერი ფარავს.
3.არიან, თუ არა, პოლიტპატიმრები საქართველოში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 18 სისხლის სამართლის და 6 ადმინისტრაციული საქმეა შესული. ყველა მათგანი ოპოზიციის აქტივისტებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგაა აღძრული. ნახეთ როგორ პასუხობს ხელისუფლება ანგარიშს, რომელსაც სულ მალე ევროკავშირიც გაეცნობა.