“სამი მუშკეტერი” ბრუნდება

“სამი მუშკეტერი” ბრუნდება

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას უკვდავი ნაწარმოები “სამი მუშკეტერი” დიდ ეკრანს უბრუნდება.

 

დ’არტანიანისა და მისი მეგობრების თავგადასავლების ახალ კინოვერსიას რეჟისორი პოლ ანდერსონი გადაიღებს. ამ პიროვნების სახელი კინოს თაყვანისმცემლებისათვის კარგად არის ცნობილი. ის არის ავტორი გახმაურებული სერიალისა “ბოროტების სავანე”.

 

ახალი პროექტის სახელწოდებაა “მუშკეტერები”. მისი სცენარი ეკუთვნის ბრიტანელ ენდრიუ დევისს.

 

სურათ “მუშკეტერებში” რამდენიმე სახელგანთქმულ მსახიობს ვიხილავთ. ორლანდო ბლუმი ჰერცოგი ბუკინგამის როლს შეასრულებს. ფილმის რეჟისორის პოლ ანდერსონის მეუღლე მილა იოვოვიჩი კი მილედის განასახიერებს.

 

გერმანელ მსახიობებს კრისტოფ ვალცს და ტილ შვაიგერს კარდინალ რიშელიესა და არ გაიკვირვოთ, გრაფ კალიოსტროს როლებში ვიხილავთ.

 

დ’არტანიანის როლი ახალგაზრდა მსახიობ ლოგან ლერმანს ერგო.

 

მხატვრული ფილმი “მუშკეტერები” მსოფლიო კინოგაქირავებაში მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა. ის 3D ფორმატში იქნება გადაღებული.