„ნატოს გაფართოება საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებით დასრულდება“

„ნატოს გაფართოება საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებით დასრულდება“

საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიებმა „ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სამთავრობო სტრატეგია“ დაამტკიცეს. საქართველოს 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა, სახელმწიფო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობითა და ნატო-სა და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა. 

საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში არსებული მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. 

თავის მხრივ, საქართველოში ვიზიტად მყოფმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გააკეთა განცხადება, რომ ნატო-მ საქართველოს უკვე უნდა შესთავაზოს წევრობის სამოქმედო გეგმა - MAP. 

„ჩვენ ვაღიარებთ ყველა იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო ნატო-ს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით ახორციელებს. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს მისიას ავღანეთში, თქვენ ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაციებში. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აქ და გვინდა, რომ საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს ნატო-ს და ნატო უფრო მეტად დაუახლოვდეს საქართველოს ბევრად დაჩქარებულად, ვიდრე ახლა ეს ხდება“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

უნგრეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლიც თვლის, რომ დროა, ნატო-მ საქართველოს შესთავაზოს წევრობის სამოქმედო გეგმა - MAP. მიუხედავადა იმისა, რომ ალიანსი აღიარებს საქართველოს მონაწილეობას ნატო-ს საერთაშორისო მისებში, პოლიტიკური კონსენსუსი მიღწეული არ არის. 

„საქართველოს ანალიტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე აცხადებს, რომ ნატოში გადაწყვეტილება კონსესნუსით მიიღება, შესაბამისად, საქართველომ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება და უნდა იყოს აქტიური საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ამ ეტაზე არ ახორციელებს.

„ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან არგაღიზიანების პოლტიკაზე არის მიმართული, ამ შუალედურ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ თუ არ წამოვწიეთ ჩვენი თემები, სხვა ვერ დაგვეხმარება. ამასთანავე, არ არის შიდა კოორდინაცია ამ თემებზე, სტრატეგიული კომუნიკაცია არ არის სკეპტიკურ ქვეყნებთან სათანადო და ინტენსიური მუშაობა. არ არის გამოყოფილი ამისთვის დაფინანსება. ახლა იქმნება სტრატეგიული კომუნიკაცია რუსეთის პროპაგანდის საწინააღმდეგოდ. ვნახოთ რა იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელიც რალურად მიუდგა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გეგმებს და არ იყო ლაპარაკი არაფრისმთქმელი ფრაზებით. 

„დაფიქსირება MAP-ის მინიჭებაზე, ეს არის საკმაოდ კარგი და სერიოზული მესიჯი. როგორც ჩანს, ალიანსში დაიწყეს სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესმა რეალურად წინ წაიწიოს. არ გამოვრიცხავ, რომ ალიანსში მწიფდება დრო საქართველოს მიენიჭოს MAP. მომწიფდა არა საქართველო-ნატოს ორმხრივი ურთიერთობების ფორმატის გამო, არამედ იმიტომ, რომ მიმდინარეობს ახალი ცივი ომი. რუსეთმა რეალური სახე აჩვენა მსოფლიოს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, საქართველომ და უკარაინამ ერთდროულად მიიღონ გაწევრიანების გეგმა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისივე თქმით, ნატოს გაფართოება საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებით დასრულდება და ამით შეიკრება ჩრდილატლანტიკური ალიასი.

„საქართველო, უკარაინა და ბოსნია-ჰერცოგოვინას გარდა, არც ერთი სახელმწიფიოს ნატოში გაწევრიანების სურვილი არ გააჩნია. ვიცით, რომ მაკედონიას აქვს ტექნიკური პრობლემა, მაგრამ დე ფაქტო უკვე არის ნატოს წვერი. ეს სამეული დარჩა და ამით უკვე დამთავრდება გაფართოების პოლიტიკის სტრატეგია. 

MAP-ის მინიჭება შეიძლება იყოს ერთგვარი მესიჯი რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკასდმი. კერძოდ, მკვეთრი მესიჯი, რომ ნატო პირდაპირ ახორციელებს იმ გეგემას, რომელიც რუსეთის საწინააღმდეგოდ იქნება აღქმული. არსებული ცივი ომის პირობებში, ნატოს სჭირდება ის სავარაუდო პლაცდარმები, რომლის მეშვეობითაც ნატო კიდევ უფრო გაიმყარებს თავის პოზიციებს, მათ შორის სამხედრო პოლიტიკურ კონტექსტში რუსეთთნ დაპირისპირების მხრივ. ამიტომ საერთაშორისო რეალობიდან გამომდინარე მომწიფთა ეს საკითხი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისია.

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის 2016 წლის ანგარიშში, რომელიც 13 მარტს გამოქვეყნდა, საქართველო მრავალი კონტექსტით არის ნახსენები. აღნიშნულია, რომ საქართველო არის ალიანსის ასპირანტი ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ნატოს გენერალური მდივანი საქართველოზე საუბრობს ალიანსის ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. იანს სტოლტენბერგის ანგარიშში აღნიშნულია: „ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არის ალიანსის ფუძემდებლური პრინციპი და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ პოლიტიკას“. 

ცალკე ქვეთავი ეძღვნება ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების საკითხებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება პაკეტის საშუალებით ხორციელდება. 

„ნატო საქართველოს სთავაზობს ექსპერტულ დახმარებას სტრატეგიული დაგეგმარების, სპეციალური დანიშნულების ძალების და სამხედრო პოლიციის, ლოგისტიკის, ავიაციის, საზღვაო, საჰაერო თავდაცვის მიმართულებებით. პაკეტის ფორმატში საქართველოში იმართება ნატო-ს წვრთნები (გაიმართა 2015 და 2016 წლებში) და ასევე, საქართველო მონაწილეობს ალიანსის წვრთნებში. 

პაკეტის ფარგლებში საქართველოში დაფუძნდა წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა. ნატო-ს რეგულარული კონსულტაციები აქვს საქართველოსთან, როგორც მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორთან. მათ შორის ალიანსი აგრძელებს მუშაობას თავსებადობის გაუმჯობესებაზე როგორც ნატო-ს წევრ, ისე პარტნიორ სახელმწიფოებთან. 

საქართველო 5 პარტნიორ ქვეყანასთან ერთად არის თავსებადობის პლატფორმის წევრი (ავსტრალია, ფინეთი, იორდანია, საქართველო, შვედეთი) და მათ აქვთ თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატები, მონაწილეობენ წვრთნებში და მართავენ კონსულტაციებს ალიანსის წევრებთან უსაფრთხოების საკითხებზე“, - აღნიშნულია იანს სტოლტენბერგის ანგარიშში.