კანადელ ნარკომანებს ჰეროინით უმკურნალებენ

კანადელ ნარკომანებს ჰეროინით უმკურნალებენ

უახლოეს მომავალში კანადაში ნარკომანთა ჰეროინით მკურნალობის პროგრამა იწყება. მკურნალობის ახალ მეთოდს მხოლოდ იმ პაციენტებს დაუნიშნავენ, რომლებზეც ტრადიციული მეთოდები არ მოქმედებს.

ვანკუვერში მდებარე კლინიკამ "Providence Crosstown" უკვე მიიღო პროცედურებისათვის აუცილებელი ჰეროინის პირველი პარტია. დღეისათვის კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი მეთოდით მკურნალობის უფლება 120 პაციენტზე გასცა.

პაციენტების ჯანმრთელობა მკაცრად გაკონტროლდება და მათ კლინიკაში მისვლა დღეში სამჯერ მოუწევთ.