ამერიკული გაზეთის "The Washington Times" ცნობით, კენიელი იურისტი ფელიქს კიპრონო ოცნებობს ბარაკ ობამას უფროსი ქალიშვილის მალია ობამას ცოლად მოყვანაზე და მზად არის აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს სანაცვლოდ 70 ცხვარი, 50 ძროხა და 30 თხა გადასცეს.
ადგილობრივი გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში კიპრონო აცხადებს, რომ სურს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს შეხვდეს და ოფიციალურად სთხოვოს ქალიშვილის ხელი.
კენიელი იურისტი აღნიშნავს, რომ ის არ ნადირობს ფულსა და ძალაუფლებაზე, მალია უყვარს და სურს მომავალ მეუღლესთან „უბრალოდ იცხოვროს“.
„მე მას ვასწავლიდი ძროხების მოწველას, უგალის (სიმინდის ტრადიციული ფაფა) და მურზიკის (ტრადიციული მჟავე სასმელი, რომელიც რძისგან მზადდება) მომზადებას“.