აშშ-ში „ქურდი“ დათვი ვერ „დააკავეს“

აშშ-ში „ქურდი“ დათვი ვერ „დააკავეს“

აშშ-ის ქალაქ გლენდეილში შავი დათვი ერთ ქუჩას 24 საათის განმავლობაში სამჯერ ეწვია.

ერთ-ერთი სახლის გარაჟში კი მაცივრის კარის გაღებაც შეძლო.

სახლის პატრონი მიშელ ბელი ამბობს, რომ მან და მისმა ქმარმა ხმაური გაიგეს და 911-ზე დარეკეს.

მანამდე კი გარაჟში ჩუმად შეიხედეს. მათ დაინახეს, როგორ ცდილობდა დათვი მაცივრის კარის გაღებას.

"მან ვერდუგოს მთებში გაქცევამდე ყველაფერი არია", - ამბობს მიშელ ბელი.