„თუ არ დაიწყო გამოძიება, საფუძველი გვექნება ვიფიქროთ, რომ პროკურატურამაც შესანიშნავად იცის რასთან გვაქვს საქმე“

„თუ არ დაიწყო გამოძიება, საფუძველი გვექნება ვიფიქროთ, რომ პროკურატურამაც შესანიშნავად იცის რასთან გვაქვს საქმე“

„თუ არ დაიწყო გამოძიება ამ რეალურ, თუ მოგონილ ფაქტებზე, საფუძველი გვექნება ვიფიქროთ, რომ პროკურატურამაც შესანიშნავად იცის რასთან გვაქვს საქმე, ისევე როგორც პროკურატურის მიმართ მაღალი ნდობით აღჭურვილმა რიგითმა მოქალაქემაც“, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, თუ ჩვენი საზოგადოებისთვის საჯარო არ გახდა, რასთან გვაქვს საქმე, ასეთ შემთხვევაში დუმილი ამ მასალების არსებობაზე მიგვანიშნებს.

for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

დავით საყვარელიძე და ნიკა გვარამია ამბობენ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს პატრიარქზე, თეა წულუკიანზე, კახი კალაძეზე და ეკა ბესელიაზე მილიონებად ყიდიდა. რამდენად სანდოა ამ ადამიანების განცხადება, მით უმეტეს, რომ ეს არის ჯგუფი, რომელიც ყველა საუბარს ფარულად იწერდა, მაგრამ ნაცვლიშვილთან საუბარი რატომღაც არ ჩაიწერეს...

სოსო ცისკარიშვილი: სამწუხარო რეალობაა ის, რასაც ადგილი აქვს დღევანდელ საქართველოში. ძალაუნებურად ხდება ცნობიერი, თუ ქვეცნობიერი შედარება დღევანდელ და ყოფილ ხელისუფლებებს შორის. თანდათან მყარდება სრულიად მარტივად აღსაქმელი ფორმულა -„ნაციონალურ მოძრაობას“ გამოვაკლოთ ცოცხები, უდრის „ქართულ ოცნებას“.

თუ მხოლოდ ცოცხების სხვადასხვა მიზნით გამოყენება არის განმასხვავებელი ამ ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის, არ უნდა გვიკვირდეს, რომ არც თუ მოულოდნელად მოწმენი გავხდებით ახალი ტიპის დიქტატურის. რასაკვირველია, ცოცხების არავის ეშინია, მაგრამ როგორც გასუსული იყო წინა ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემა, ზოგადად მართლმსაჯულება, როგორც საკუთარი ლეკვები ისე რომ ჰქონდათ მიბმული, როგორც ჩანს, ძალიან მიმზიდველი თემაა ყველა ხელისუფლებისთვის.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არაერთი სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდანაციონალური მოძრაობისმონაწილეობით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ გამოძიების შედეგები უცნობია. იქნებ სწორედ გამოძიების უმოქმედობის შედეგია ის, რასაც დღეს ვიღებთ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების კუთხით?

- ფაქტი არ იწვევს რაიმე სახის დისკუსიას, რადგან არავის მოუვა თავში აზრად, იმდენად მეათეხარისხოვანი იყოს ეს თემა, რომ სუს-ს ვერ მოეცალოს მისი განხილვისთვის და საზოგადოების ინფორმირებისთვის. დიახ, სუს არის ერთ-ერთი ის ორგანიზაცია, რომელიც არასოდეს გამოიძიებს საკუთარ დანაშაულს. სხვა ახსნა გამიჭირდება.

ამდენად, თუ უსუსურია ეს სისტემა ამ პროცესების მიმართ, მაშინ უკაცრავად, ან სახელი უნდა შეიცვალონ, ან თავმჯდომარე. მხოლოდ ასეთ პირობებში ექნება რაიმე სახის სიმპათია საზოგადოებისგან გასუსულ სუს-ს, რომელსაც აგერ ახლა, სულ მალე, საჩუქრად მიართმევენ იმ სისტემას, რომელმაც თითქოსდა დამოუკიდებლად უნდა მწყესოს მიყურადებები და უკანონო ჩანაწერები.

რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, დავით საყვარელიძე და ნიკა გვარამია აცხადებენ, რომ მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა მათ ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შესთავაზა. ფაქტს უარყოფს ნაცვლიშვილი. შესთავაზა თუ არა ფულის სანცვლოდ ფარული ჩანაწერი, უნდა გახდეს გამოძიების საგანი? ფაქტია, რომ როგორც საყვარელიძე-გვარამია, ასევე არც ნაცვლიშვილი სარგებლობს საზოგადოებაში დიდი ნდობით...

- უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის სანდო წყარო არ გახლავთ არც ერთი. ამიტომ, გამიჭირდება იმის თქმა, მათი ურთიერთგამომრიცხავი გამონათქვამები, რაიმე ხარისხის სინამდვილეს წარმოადგენდეს. თუ არ დაიწყო გამოძიება ამ რეალურ, თუ მოგონილ ფაქტებზე, საფუძველი გვექნება ვიფიქროთ, რომ პროკურატურამაც შესანიშნავად იცის რასთან გვაქვს საქმე, ისევე როგორც პროკურატურის მიმართ მაღალი ნდობით აღჭურვილმა რიგითმა მოქალაქემაც.

თუ ჩვენი საზოგადოებისთვის საჯარო არ გახდა, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, როგორც ყოველთვის, დუმილი მიგვანიშნებს თანხმობაზე, ანუ, ასეთი მასალების არსებობაზე. იმედი მაქვს, რომ ყოველგვარი კარნახისა და გზა-კვალის აბნევის გარეშე, პროკურატურა შეძლებს რაიმე შედეგის გავრცელებას. ვიდრე ჩვენი მართლმსაჯულების სიმბოლოდ გვყავს ევროპული სასამართლოს მიერ შეჩვენებული პირი, ლევან მურუსიძე, მანამდე რასაკვირველია, ამ სისტემის ნდობა დიდი ვაჟკაცობა უნდა იყოს თითოეული მნდობელისგან.

რაც შეეხება ნაცვლიშვილის ფიგურასთან ამ საქმის დაკავშირებას, როდესაც ადამიანს საზოგადოებაში არ აქვს კარგი რეპუტაცია, ასეთი პერსონის მიმართ ბრალდებებს, თუნდაც გამოგონილს, საზოგადოება უფრო იოლად დაიჯერებს. თუ გავითვალისწინებთ ნაცვლიშვილის რეპუტაციას და ნდობას საზოგადოებაში, ალბათ, ადვილია ამ სახის ბრალდების წაყენება?

- რაიმე განსაკუთრებული ნდობა არ გამაჩნია არც ერთი მხარის მიმართ, რომლებიც ურთიერთბრალდებებით მიმართავენ ერთმანეთს. დიახ, არ გამიკვირდება ნადვილად არც ის, რომ ნაცვლიშვილს ეს გაეკეთებინა და არც ის, რომ შეიძლება ამას აბრალებდნენ. ნამდვილად, ყოფილი ვიცე-პროკურორი მიუღებელი პერსონა გახლავთ ივანიშვილისთვის. მას შემდეგ, რაც ვიცე-პროკურორი უზარმაზარი თანხით გაიქცა საქართველოდან, იმ დროიდან მთავარი კადრებთუხუცესის დაკვირვების საგანი იყო. ამიტომ, გამოიძიონ ეს საქმე და სუს ნუ იქნება გასუსული.

მით უფრო, რომ ნაცვლიშვილის სახელი ფიგურირებს .. ტრაქტორების საქმეში, რომელიც გამამართლებელი განაჩენით დასრულდა...

- რასაკვირველია, ესეც და ბევრი სხვა საქმეც. მაშინ დამოუკიდებელი ექსპერტთა კლუბის წევრები, იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს ხედავდნენ როგორც ნაცვლიშვილის ადვოკატს, რის გამოც ექსპერტთა ამ ნაწილმა დაკარგა შესაძლებლობა, გაეგრძელებინათ ღია დისკუსიები იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთან.