კოჯრის სასწავლო ცენტრის სამხედროებით დაკომპლექტებული სამშვიდობო ოცეული დღეს თურქეთში გაემგზავრა სადაც სპეცმომზადების კურსს გაივლის. ქართული ოცეული კოსოვოში ნატოს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს.
თურქეთში ქართველი სამხედროები 28 სექტემბრამდე დაჰყოფენ. საიდანაც ისინი, მაკედონიის გავლით კოსოვოში. გერმანიის პასუხისმგებლობის ზონაში განლაგდებიან. ქართული ოცეული თავის მისიას თურქეთის სამშვიდობო ბატალიონის შემადგენლობაში შეასრულებს.
ქართულ ოცეულს იარაღით და აღჭურვილობით თურქული მხარე მოამარაგებს. გარდა ამისა, ანკარა ასევე დააფინანსებს ქართველი სამხედროების ჯამაგირის ნაწილს. კერძოდ ქართველი ოფიცრები იმის დამატებით, რასაც მათ საქართველო გადაუხდის, თურქეთისგან დამატებით 24 დოლარს მიიღებენ, რიგითები კი 5 დოლარს.
ოცეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელიტარული ნაწილია. ამ ქვედანაყოფის დიდმა ნაწილმა სამხედრო მომზადება დასავლეთის ქვეყნების სასწავლო ცენტრში გაიარა