"მშვიდობის წელი ყოფილიყოს!”

ახალი წლის შემოსვლას გვილოცავს ყველასათვის საყვარელი პოეტი მუხრან მაჭავარიანი.

დარწმუნებულნი ვართ, ბატონი მუხრანის ყველა სიტყვა, მისი დალოცვა ნებისმიერი ქართველისათვის ძალიან ძვირფასია:

ბატონო მუხრანმშობლიურ საჩხერეში შეხვდით ახალ წელსთუ დედაქალაქში?

- ძირითადად თბილისში მიხდება ყოფნა და ეს დღესასწაულიც დედაქალაქში გავატარე.

საინტერესოათუ გიყვართ გამორჩეულად რომელიმე კერძირომლის გარეშეც ვერ წარმოგიდგენიათ საახალწლო სუფრა?

- ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველაზე მეტად ლობიო მიყვარს. სადღესასწაულო სუფრაზე კი აუცილებლად უნდა იყოს ინდაური. თუმცა, ისიც უნდა გითხრათ, რომ ჩემთვის ახალ წელზე აღმატებული შობის დღესასწაულია.

ბატონო მუხრანროგორ დალოცავდითრას უსურვებდით ქართველ ხალხს?

- ქართველ ხალხს უპირველესად მშვიდობას ვუსურვებ და რაც მთავარია, ერთიან, მთლიან საქართველოში ცხოვრებას. წინსვლისა და სიხარულის წელი ყოფილიყოს საქართველოსთვის 2010 წელი!