ბელგიის პროკურატურა დსთ-დან ჩამოსული 167 ადამიანის წინააღმდეგ სისსხლის სამართის საქმის აღძვრას აპირებს. ანტვერპენის სასამართლო საქართველოს, რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებს ბელგიის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გუშინ ინფორმაცია ბელგიურმა სააგენტო „ბელგამ“ გაავრცელა.
აღნიშნულმა 167-მა ადამიანმა ბელგიის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტები ქვეყანაში მოქმედი პროცედურების დარღვევით მიიღეს. უფრო კონკრეტულად კი სახელმწიფო უშიშროების ორგანოებს, უცხოელების საქმეთა სამმართველოს და პროკურატურას ამ პირებზე ნეგატიური დასკვნები ჰქონდათ. ბელგიის პროკურატურის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ამ აფიორის ორგანიზატორი ქართველი იყო.
დამნაშავის ვინაობას თავად ბელგიელები, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ახმაურებენ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ქართველ აფერისტს თანამოაზრე ჰყოლია ბელგიის პოლიტიკურ ელიტაში. ასეთად ბრიუსელელმა სამართალდამცველებმა „ფლამანდიელი ლიბერალების და დემოკრატების“ პარტიიდან ყოფილი დეპუტატი, ნატურალიზაციის კომისიის წევრი მარილუ ვანდენპულ-ველკენჰოიზენი გვევლინებოდა.