ბოგდან ტიტომირის კონცერტმა შეხლა-შემოხლა გამოიწვია

ბოგდან ტიტომირის კონცერტმა შეხლა-შემოხლა გამოიწვია

რუსი მომღერლების თბილისში ბოლო დროს მომრავლებული კონცერტების აუცილებელი ატრიბუტი გახდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და უბილეთო ახალგაზრდების შეხლა-შემოხლა.

ბუინოვის კონცერტის დროს მომხდარ არეულობაზე „რეზონანსი“ უკვე იუწყებოდა.

17-18 ოქტომბერს სპორტის სასახლეში კონცერტები გამართა ბოგდან ტიტომირმა.

ექსცესები ამ კონცერტებსაც ახლდა. უბილეთოთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი აუდიტორია ისევ დაუპირისპირდა წესრიგის დაცველებს, რასაც ისევ ხელკეტები  და ცემა-ტყეპა მოჰყვა.