ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლების ხელფასი 80 ლარს აღწევს

ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლების ხელფასი 80 ლარს აღწევს

გამოქვეყნდა ბი-ჯი-აი-ს ინფორმაცია, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლების ხელფასი 80 ლარს აღწევს.

ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური უფლებამოსილია განაცხადოს, რომ ფინანსთა მინისტრის ხელფასი შეადგენს 14 ლ. და 40 თ, პირველი მოადგილის 14 ლ. და 10 თ, დანარჩენი მოადგილეების 13 ლ. და 80 თ, სამმართველოს უფროსებისა 9 ლ. და 50 თ, ხოლო რიგითი თანამშრომლების საშუალო ხელფასი - 6 ლარს.

პერიოდულად სამინისტროს თანამშრომლებს მიმდინარე წლის 2 მარტიდან მთავრობის გადაწყვეტილებით პრემიების სახით ეძლევათ დამატებითი ანაზღაურება დაზოგილი ხელფასის ფონდიდან, სალიცენზიო და სხვადასხვა სახის მოსაკრებლებიდან.