ჩუღურეთის რაიონის პოლიციის უფროსის, ლევან გვაზავას ცნობით, შიდსის განზრახ შეყრისათვის დაკავებულ ზუგდიდელ დაზმირ ჭითანავას 5 წლამდე პატიმრობა ელოდება. შიდსით დაავადებული ჭითანავა რკინიგზის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორშაბათს საღამოს დააკავეს.
გვაზავას თქმით, ჭითანავამ იცოდა, რომ შიდსით იყო დაავადებული და მიუხედავად ამისა, სქესობრივი კავშირი დაამყარა ახალგაცნობილ 27 წლის ქალბატონთან.
დაზარალებული ქალი კი ვენდისპანსერში მოათავსეს სამკურნალოდ.