გენდერული განვითარების ასოციაციის მონაცემებით, ბოლო წლებში ბიუჯეტის სფეროში დაკავებულ ქალთა საერთო რაოდენობა 60%-მდე შემცირდა, როცა ანალოგიური მონაცემები მამაკაცებისთვის 29%-ია.
შრომის ანაზღაურების საშუალო დონე სახელმწიფო დაწესებულებებში ქალებისთის 31.7 ლარს შეადგენს, კაცებისთვის კი - 40.7 ლარს. არასახელმწიფო სექტორში ქალების საშუალო ხელფასი 46.8 ლარია, მაშინ როცა კაცებისთვის ის 70 ლარს შეადგენს. აქედან გამომდინარე, ქალთა სამომხმარებლო კალათა ბევრად ჩამორჩება მამაკაცის სამომხმარებლო კალათას.
ასოციაციის ექსპერტთა აზრით, რესურსებისა და შემოსავლების განაწილების გენდერული არათანაბრობა განპირობებულია არა არსებული საკანონმდებლო ბაზით, არამედ საზოგადოებაში არსებული მიდგომებითა და ტრადიციებით. ქალის ეკონომიკური აქტიურობა სათანადოდ არ არის აღქმული საზოგადოების მიერ.