ამბავი, რომელზეც ახლა გიამბობთ, ესპანეთში ხდება. აღსანიშნავია, რომ ესპანეთი ერთ-ერთი ის ქალაქია, სადაც ქართველი კრიმინალები საკმაო გავლენით სარგებლობენ და ამავე დროს, მათ წინააღმდეგ ესპანელი სამართალდამცავები ღიად ნადირობენ. 29 ნოემბერს ქვეყნის პოლიციამ ქართული მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო და 44 ადამიანი დააკავა, მათ შორის 18 ქართველი, რომლებიც ე.წ. მაფიოზური ორგანიზებული დაჯგუფების წევრები იყვნენ.
სპეცოპერაცია ერთდროულად ჩატარდა მადრიდში, ბარსელონაში, სევილიასა და ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე დასახლება ბარაკალდოში. ესპანეთის შსს-ს ცნობით, ბინის ძარცვაზე დაკავებული ქართველები დაჯგუფებების „ოქროს ხელების“ და „მექანიკოსების“ წევრები იყვნენ. დაკავებულებს ასობით ბინის ძარცვაში ადანაშაულებენ.
გვსურს თუ არა, ალბათ, საკუთარ თავშიც უნდა ვეძიოთ მიზეზი, რატომ უჭირს ევროპის ზოგიერთ ქვეყანას გადაწყვეტილების მიღება, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვის მინიჭებაზე. ამ სპეცოპერაციამ გავლენა იმ ქართველებზეც იქონია, რომლებიც წლებია ესპანეთში ცხოვრობენ.
ამბავი, რომელზეც ახლა გიამბობთ, პირდაპირ დაკავშირებულია ვიზალიბერალიზაციის საკითთან. for.ge-სთვის ცნობილი გახდა ერთ-ერთი ქართველი ახალაგზრდა მეცნიერის ისტორია, რომელმაც 15 დეკემბრამდე ესპანეთი უნდა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დააკავებენ.
საქართველოს მოქალაქემ, რომლის ვინაობას მასთან შეუთანხმებლობის მიზეზით ვერ ვასახელებთ, განათლება ესპანეთში მიიღო, პარალელურად კი, სამედიცინო დაწესებულებაში დაიწყო მუშაობა. თუმცა, ცნობილი სპეცოპერაციის შემდეგ, ახალგაზრდა ექიმს ესპანურმა მხარემ 15 დეკემბრამდე ესპანეთის დატოვება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე 16 დეკემბერს დაპატიმრებით დაემუქრენენ.
მოტივის, რატომ უნდა დატოვოს ექიმმა ესპანეთი, უცნობია, რადგან მისთვის ეს არავის განუმარტავს. როგორც წყარო ამბობს, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა მიმართა სასამართლოს, რომ ახალგაზდა ქართველს მიეცეს ესპანეთში დარჩენის საშუალება, მაგრამ სასამართლო მხოლოდ 3 თვის შემდეგ გაიმართება.
ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველო უვიზო მიმოსვლისთვის ემზადება. გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოს და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.
„თუ ჩვენ ახლა ვერ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და დაპირებებს, მომავალში ჩვენ დავკარგავთ არა მხოლოდ ნდობას, არამედ ასევე პოლიტიკურ ბერკეტებს. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებს, მიაღწიონ შეთანხმებას ევროკავშირის საბჭოსთან. მე ვგულისხმობ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს არიან ამოფარებულები“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
თავის მხრივ, საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის პრეზიდენტს, მარტინ შულცს წერილს უგზავნის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი. როგორც ტუსკი წერს, ევროპარლამენტმა უკიდურესად პოზიტიური როლი შეასრულა ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ვიზალიბერალიზაციას ბლოკავს. დონალდ ტუსკის აზრით, სამწუხარო იქნება, თუ ევროპარლამენტის განზარხვა და მის მიერ შესრულებლი სამუშაო სასურველ შედეგს არ გამოიღებს.
„ამ რთულ პორცესში ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა უკვე შეძლეს მრავალი დაბრკოლების გადალახვა. ეს იქნება უპატიებელი შეცდომა, თუკი ახლა ამ პროექტის დასასრულებლად ყველა ძალისხმევას არ მივმართავთ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისინი, ვინც ჩვენ გვენდობა, ჩვენი შიდა უთანხმოების მსხვერპლად ვაქციოთ. მჯერა, რომ ამ მნიშვნელოვანი საკითხისთვის, ჩვენ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით სწრაფი შეთანხმება უნდა მოვძებნოთ. დრო ჩვენს მხარეს არ არის, თუმცა ჯერ კიდევ შეგვიძლია ამ რბოლაში გამარჯვება.
ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მკაცრი მოთხოვნები წავუყენეთ, რომლებიც მათ მტკივნეული რეფორმების ძალსიხმევისა და ხშირად პოლიტიკური რისკის ფასად დააკმაყოფილეს. მათ ეს გამოწვევა მიიღეს მტკიცე რწმენით, რომ ევროკავშირი შეასრულებს თავის დაპირებებს. ნება მიბოძოთ, გავიმეორო, ჩვენ არა მხოლოდ სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიური ინეტერესების და ყველა ჩვენ მეზობელთან ურითერთობების დაკარგვის რისკის წინაშე ვართ, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენდამი ნდობის დაკარგვის“, - ნათქვამია ტუსკის წერილში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის წერილი ევროპარლამენტისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირისთვის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის პრიორიტეტულობას.
„საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ეს წარმოადგენს ევროპული პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერით და ინტერესით, ეს პროცესი მალე დასრულდება. ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებში აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. შეჩერების მექანიზმზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან გამართული შეხვედრების დროს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხის პარალელურად, განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ ვიზალიბერალიზაციაა და საქართველოს ამ პროცესში აქვს პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების სრული მხარდაჭერა“, - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ვიზალიბერალიზაციის საკითხი წარმატებით გადაწყდება. გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, მისი პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ სწორედ ბრიუსელში შედგა, რაც სიმბოლურია.
„სიმბოლურია, რომ პირველი ვიზიტი სწორედ ევროპის დედაქალაქში იმართება, რაც ხაზს უსვამს ევროინტეგრაციის, როგორც საქართველოს სტრატეგიული მიზნის მნიშვნელობას. ვიზების ლიბერალიზაციას აქვს უზარმაზარი გარდამქმნელი ძალა, რომელიც ამოძრავებს რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების პროცესს. გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი წარმატებით გადაწყდება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როდის მიიღებს საქართველოს უვიზო მიმოსვლას, წლის ბოლოს, თუ უკვე გაზაფხულზე, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევში სერიოზულ განსხვავებას არ ექნება ადგილი.
„რატომღაც მგონია, რომ გარკვეული პარალელი არსებობს საქართველოსთვის ნატოში გაღებული კარისა და უვიზო მიმოსვის აუცილებალად მიღებას შორის. ჩვენ შევეჩვით, რომ უკვე 8 წელიწადია ღიაა ნატოს კარები, მაგრამ ვერ შევედით. ამ შემთხვევაში კი, წელიწად ნახევარია გვეუბნებიან, რომ გვექნება ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ ჯერ კიდევ მიღების პროცესში ვართ. თავად ევროკავშირის საბჭო და მისი თავმჯდომარე ევროკავშირის სირცხვილად აფასებს დროის გაჭიანურებას და საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზების ლიბერალიზაციის არშეთავაზებას“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.