ბრიტანელი მეცნიერები, ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტიდან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ სამსახურში განცდილ მოწყენილობას მოჰყვება წარუმატებლობები სოციალურ ცხოვრებაში.
ადამიანი, რომელიც მოწყენილად გრძნობს თავს სამსახურში, „ქრონიკულ თავგაბეზრებულობას“ ჩაანაცვლებს ზედმეტობებით – ეს არის საკვებისა და სასმელის გადაჭარბებული მიღება და, შედეგად, წონაში მომატება; ალკოჰოლთან გაშინაურება... უინტერესო სამუშაო იწვევს მუშაობის ხარისხის დაქვეითებას, შეცდომების დაშვებას, პროფესიული ოსტატობის ზრდის შეჩერებას; საბოლოო ჯამში ეცემა საწარმოს, ორგანიზაციისა და ფირმის კონკურენტუნარიანობა.
ზემოთქმულის დასაძლევად, არსებობს შრომის წამახალისებელი საშუალებები – ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მოსამსახურეები უკეთ მუშაობდნენ იმ დაწესებულებებში, სადაც ჰქონდათ სურათები და ყვავილები, ხოლო თუ სამუშაო ადგილის სივრცე შეეძლოთ შეევსოთ საკუთარი ნივთებით, შრომისუნარიანობა იწევდა 15 %–ით, ხოლო თვითშეგრძნება 32%–ით!