პლუტონზე გაყინული წყალი აღმოაჩინეს

პლუტონზე გაყინული წყალი აღმოაჩინეს

"NASA"-მ გაავრცელა პლუტონის მორიგი ფერადი სურათები, რომლებიც, როგორც სააგენტოში განაცხადეს, აჩვენებს, რომ ჯუჯა პლანეტის ცა ცისფერია. ფოტოები "NASA"-მ "New Honzons"-ის მისიის ფარგლებში მიიღო.

როგორც ცნობილია, ამ მისიის ფარგლებში გაგზავნილმა თანამგზავრმა პლუტონს უკვე ჩაუარა, თუმცა "NASA"-ს ჯერჯერობით ინფორმაციის მხოლოდ 10%-ი აქვს მიღებული და მეცნიერები კიდევ მრავალ აღმოჩენას ვარაუდობენ, მას შემდეგ, რაც თანამგზავრის მიერ მოპოვებულ მასალას სრულად ჩამოტვირთავენ.

ლურჯი ცის გარდა, პლუტონზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა - გაყინული წყალი.

აღსანიშნავია, რომ წყლის ყინული პლანეტის მხოლოდ იმ ნაწილშია, რომელიც თანამგზავრის მიერ გამოგზავნილ ფოტოში წითლად კაშკაშებს.

"NASA"-ს მეცნიერების განცხადებით, მათ არ იციან თუ რატომ არის წყალი პლუტონზე ასე წითელი.